GOGA.TV
youtube
3
რეალურად, 16-თეთრიან შეღავათს უწოდებთ თქვენს ანტიკრიზისულ გეგმას - თინა ბოკუჩავამ გიორგი გახარიას
  • რეალურად, 16-თეთრიან შეღავათს უწოდებთ თქვენს ანტიკრიზისულ გეგმას - თინა ბოკუჩავამ გიორგი გახარიას

    რეალურად, 16-თეთრიან შეღავათს უწოდებთ თქვენს ანტიკრიზისულ გეგმას, - ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ გიორგი გახარიას.

    დეპუტატმა პრემიერმინისტრს მოქალაქის მიერ მისთვის ცოტა ხნის წინ გაგზავნილი წერილი წაუკითხა. წერილში ნათქვამია, რომ ფერმერებს საწვავის შეღავათით შეძენა მხოლოდ ერთ ბენზინგასამართ სადგურზე შეუძლიათ, ეს შეღავათი კი არა დაპირებული ერთი ლარია, არამედ 16 თეთრი.

    ეს მოქალაქე ამბობს, რომ იტყუებით როცა ამბობთ, რომ ფერმერებს საწვავის შეძენა ერთი ლარის შეღავათით შეუძლიათ. სინამდვილეში, დედოფლისწყაროში, მხოლოდ "სოკარის" ბენზინგასამართ სადგურზეა შესაძლებელი განაღდება და ისიც მხოლოდ 16-თეთრიანი შეღავათით. ანუ, რეალურად,16-თეთრიან შეღავათს უწოდებთ თქვენ ანტიკრიზისულ გეგმას. გარდა ამისა გუშინწინ გვითხარით, რომ ივნისიდან დაიწყებდით დახმარებების გაცემას, დღეს ამბობთ რომ მაისიდან. მერე ისევ ჩაასწორეთ და შემდეგი თვიდანო, მგონი ძალიან აიხლართეთ თქვენს ტყუილებში, - ამბობს ბოკუჩავა.

    ეს განცხადება თინა ბოკუჩავამ პარლამენტში მიმდინარე სხდომაზე გააკეთა, სადაც პრემიერს დილიდან ინტერპელაციის ფორმატში უსმენენ. გიორგი გახარია ქვეყანაში არსებულ სიღარიბესთან დაკავშირებით დეპუტატების კითხვებს პასუხობს.
    189 ნახვა
    29-05-2020, 10:23