GOGA.TV
youtube
3
ტიბეტური ჰოროსკოპი: რა არის თქვენი მისია ამ ცხოვრებაში და რა თვისებით გამოირჩევით?
  • ტიბეტური ჰოროსკოპი: რა არის თქვენი მისია ამ ცხოვრებაში და რა თვისებით გამოირჩევით?

    ტი­ბე­ტუ­რი ას­ტრო­ლო­გია და­ფუძ­ნე­ბუ­ლია ლა­მა­იზ­მზე, რო­მე­ლიც, თა­ვის მხირვ, ბუ­დიზ­მის ნა­წი­ლია. ტი­ბე­ტელ ას­ტრო­ლო­გებს სწამთ, რომ ადა­მი­ა­ნის ბედი და­მო­კი­დე­ბუ­ლია მის წარ­სულ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე, ანუ წინა ცხოვ­რე­ბა­ზე და მას­ში ჩა­დე­ნილ ცოდ­ვებ­სა თუ სწორ ნა­ბი­ჯებ­ზე.

    ტი­ბე­ტურ ას­ტრო­ლო­გი­ა­ში, სხვა ქვეყ­ნე­ბის ას­ტრო­ლო­გი­ის მსგავ­სად, 12 ნი­შა­ნია. თქვე­ნი და­ბა­დე­ბის წელი (და არა თვე) გან­სა­ზღვრავს იმას, თუ რო­მელ ნი­შანს მი­ე­კუთ­ვნე­ბით. ნიშ­ნე­ბი გა­მო­ხა­ტუ­ლია არა მარ­ტო სუ­ლი­ე­რი არ­სე­ბე­ბით, არა­მედ სტი­ქი­ი­თა და უსუ­ლო საგ­ნე­ბით.

    კობ­რა
    თუ თქვენ 1893, 1905, 1917, 1929, 1941, 1953, 1965, 1977, 1989, 2001, 2013, 2025 წლებ­ში და­ი­ბა­დეთ კობ­რა ხართ. თქვე­ნი მთა­ვა­რი და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი თვი­სე­ბა მაც­დუ­რო­ბაა. რთუ­ლად გე­უბ­ნე­ბი­ან უარს, აფ­რქვევთ ქა­რიზ­მას და ჭკუ­ას აკარ­გვი­ნებთ ადა­მი­ა­ნებს. სამ­ყა­რომ მაგ­ნი­ტუ­რი მი­ზი­დუ­ლო­ბით და­გა­ჯილ­დო­ვათ... მაგ­რამ მთა­ვა­რია, რას იზი­დავთ! თქვენ უხი­ლა­ვი ბადე გი­ცავთ, რო­მე­ლიც თქვენ­კენ მო­მარ­თულ უარ­ყო­ფით ენერ­გი­ას არ ატა­რებს და მხო­ლოდ წარ­მა­ტე­ბას, სიყ­ვა­რულს, ბედ­ნი­ე­რე­ბას უშ­ვებს.

    ცე­ცხლის მცვე­ლი
    თუ თქვენ და­ი­ბა­დეთ 1894, 1906, 1918, 1930, 1942, 1954, 1966, 1978, 1990, 2002, 2014, 2026 წლებ­ში, ცე­ცხლის მცვე­ლი ხართ. ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლე­ბის მი­სია ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბაა, რა­საც ბრწყინ­ვა­ლედ არ­თმე­ვენ თავს. ის ვე­რას­დროს იქ­ნე­ბა მშვი­დად და ვერც ბედ­ნი­ე­რე­ბას იგ­რძნობს სრუ­ლად, თუ ეცო­დი­ნე­ბა, რომ ახ­ლოს ვი­ღა­ცას სცი­ვა ან შია. კარ­გი ფსი­ქო­ლო­გე­ბი არი­ან და შე­უძ­ლი­ათ გარ­შე­მო მყო­ფებს ტრავ­მა გა­და­ა­ტა­ნი­ნონ.

    წყლის კრის­ტა­ლუ­რი სა­თა­ვე
    1895, 1907, 1919, 1931, 1943, 1955, 1967, 1979, 1991, 2003, 2015, 2027 წლებ­ში და­ი­ბა­დეთ? მა­შინ წყლის კრის­ტა­ლუ­რი სა­თა­ვე ხართ. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი მიდ­რე­კი­ლე­ბი არი­ან ნა­თე­ლი სა­წყი­სის­კენ. უყ­ვართ სა­კუ­თარ თავ­ში ჩაღ­რმა­ვე­ბა და ფიქ­რი. სხვებ­შიც მუ­დამ კარ­გს ხე­და­ვენ, ცუ­დის ნაც­ვლად, რის გა­მოც ხში­რად გულ­ნატ­კე­ნე­ბი რჩე­ბი­ან. ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი პლუ­სი მათი ერ­თგუ­ლე­ბაა, გან­სა­კუთ­რე­ბით პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. თუ თქვე­ნი პარტნი­ო­რი წყლის კრის­ტა­ლუ­რი სა­თა­ვეა, შე­გიძ­ლი­ათ მშვი­დად იყოთ, შე­წყვი­ტოთ მისი კონ­ტრო­ლი და შე­მოწ­მე­ბა.

    ნეფ­რი­ტის ობე­ლის­კი
    1896, 1908, 1920, 1932, 1944, 1956, 1968, 1980, 1992, 2004, 2016, 2028 წლებ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ნეფ­რი­ტის ობე­ლის­კია. მისი გა­გე­ბა ყვე­ლას უჭირს. იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლია, ხში­რად აქვს ბნე­ლი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბი, რო­მელ­თა გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბაც მის ცხოვ­რე­ბას საგ­რძნობ­ლად შეც­ვლის. ბევ­რს ფიქ­რობს და ცო­ტას ლა­პა­რა­კობს. შე­საძ­ლოა ამ­პარ­ტა­ვა­ნიც იყოს, მაგ­რამ თა­ვის ნარ­ცი­სიზმს სხვას არას­დროს მო­ახ­ვევს.

    მე­ტა­ლის გონ­გი
    1897, 1909, 1921, 1933, 1945, 1957, 1969, 1981, 1993, 2005, 2017, 2029 წლებ­ში მოვ­ლე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნი მე­ტა­ლის გონ­გია, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მუდ­მი­ვად სა­კუ­თარ თავს ეპა­ექ­რე­ბით. ამ ნიშ­ნით იბა­დე­ბი­ან ძა­ლი­ან ღრმა პი­როვ­ნე­ბე­ბი, რომ­ლებ­საც ვერ და­ა­ინ­ტე­რე­სებთ ზე­და­პი­რუ­ლი დი­ა­ლო­გე­ბით. ყვე­ლა კი­თხვა­ზე გა­აზ­რე­ბუ­ლი, ლა­მის ფი­ლო­სო­ფი­უ­რი პა­სუ­ხი აქვს. მე­ტა­ლის გონ­გი ჩათ­ვლის, რომ მი­ზანს ვერ მი­აღ­წია, თუ სიკ­ვდი­ლამ­დე სრუ­ლი­ად არ შე­იც­ნობს თავს.

    კუს ტბა
    1898, 1910, 1922, 1934, 1946, 1958, 1970, 1982, 1994, 2006, 2018, 2030 - ამ წლებ­ში და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი ამო­ი­ცა­ნით? მა­შინ კუს ტბა ხართ. ამ ნი­შანს ახა­სი­ა­თებს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა და სი­მარ­თლის სიყ­ვა­რუ­ლი. კუს ტბა არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ იც­რუ­ებს, მა­ში­ნაც კი, თუ სი­მარ­თლე პრობ­ლე­მებს შე­უქ­მნის. ხში­რად ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლებს ბიძ­გი სჭირ­დე­ბათ, რომ რა­ი­მე ნა­ბი­ჯი გა­დად­გან.

    სპი­ლენ­ძის სა­მა­ჯუ­რი
    1899, 1911, 1923, 1935, 1947, 1959, 1971, 1983, 1995, 2007, 2019, 2031 წლებ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი სპი­ლენ­ძის სა­მა­ჯუ­რია. ამ პი­როვ­ნე­ბას სიმ­შვი­დე სჭირ­დე­ბა, რად­გან ნერ­ვე­ბი მარ­ტი­ვად უზი­ან­დე­ბა. ასე­ვე, მი­ილ­ტვის სტა­ბი­ლუ­რი პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის­კენ. არ მოს­წონს, როცა რო­მან­ტი­კუ­ლი კავ­ში­რი თა­მა­შით იწყე­ბა ან სრულ­დე­ბა. ოჯა­ხი და ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

    შავი ბუ­ფა­ლო
    1900, 1912, 1924, 1936, 1948, 1960, 1972, 1984, 1996, 2008, 2020, 2032 წლებ­ში იბა­დე­ბი­ან შავი ბუ­ფა­ლო­ე­ბი. ისი­ნი არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­თვის აღ­წე­ვენ მი­ზანს. მათ არც ოც­ნე­ბა აფრ­თხობთ და არც ოც­ნე­ბე­ბის­თვის ბრძო­ლა. შავი ბუ­ფა­ლოს­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რას კარ­ნა­ხობს გული. სინ­დი­სის ხმა­საც უს­მენს, ამი­ტომ იშ­ვი­ა­თად აბი­ჯებს თა­ვის პრინ­ცი­პებს. კონ­ფლიქ­ტუ­რე­ბი და აგ­რე­სი­უ­ლე­ბი ხდე­ბი­ან, როცა ცდი­ლო­ბენ და­ამ­ცი­რონ, თავ­ზე წა­მო­აჯ­დნენ ან ჯე­როვ­ნად არ აფა­სე­ბენ.

    ახალმთვა­რე­ო­ბა
    1901, 1913, 1927, 1939, 1949, 1961, 1973, 1985, 1997, 2009, 2021, 2033 - წლებ­ში და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან რო­მან­ტი­კუ­ლე­ბი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე­ე­ბი. თა­ვი­ანთ ნა­ჭუჭ­ში ცხოვ­რო­ბენ და ხში­რად გა­ურ­ბი­ან რე­ა­ლურ სამ­ყა­როს, რად­გან ვერ ეგუ­ე­ბი­ან სი­ბინ­ძუ­რეს. ისი­ნი გრძნო­ბებს დო­მი­ნი­რე­ბის უფ­ლე­ბას აძ­ლე­ვენ.

    მზე ზე­ნი­ტში
    1902, 1914, 1926, 1938, 1950, 1962, 1974, 1986, 1998, 2010, 2022, 2034 წლებ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი სავ­სეა ენერ­გი­ით, მას­ში სი­ცო­ცხლე ჩქეფს. უამ­რა­ვი უნა­რით და­ა­ჯილ­დო­ვა სამ­ყა­რომ, მაგ­რამ არ უყ­ვარს თა­ვის გა­მოვ­ლე­ნა, არც ტრა­ბახს და­ი­წყებს თა­ვი­სი მიღ­წე­ვე­ბის შე­სა­ხებ. კარ­გი პარტნი­ო­რია ნე­ბის­მი­ერ საქ­მე­ში.

    მღვდე­ლი & მა­ი­მუ­ნი
    1903, 1915, 1927, 1939, 1951, 1963, 1975, 1987, 1999, 2011, 2023, 2035 წელს და­ი­ბა­დეთ? მა­შინ მღვდე­ლი & მა­ი­მუ­ნი ხართ. თქვენ აც­ნო­ბი­ე­რებთ, რომ სა­მა­რა­დი­სო არა­ფე­რია, ამი­ტომ ცივი გო­ნე­ბით იღებთ წარ­მა­ტე­ბა­საც და წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა­საც.

    სა­ცე­ცე­ბი­ა­ნი ხოჭო
    1904, 1916, 1928, 1940, 1952, 1964, 1976, 1988, 2000, 2012, 2024, 2036 წლებ­ში და­ბა­დე­ბუ­ლებს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადაპ­ტა­ცი­ის უნა­რი აქვთ, ყვე­ლა­ფერს ეგუ­ე­ბი­ან და სი­ახ­ლე­ებ­საც მარ­ტი­ვად უღე­ბენ ალ­ღოს.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    364 ნახვა
    30-05-2020, 00:19