GOGA.TV
როგორი იქნება ივნისი კირჩხიბის, მორიელისა და თევზებისთვის - მომდევნო თვის ასტროლოგიური პროგნოზი
  • როგორი იქნება ივნისი კირჩხიბის, მორიელისა და თევზებისთვის - მომდევნო თვის ასტროლოგიური პროგნოზი

    რა ელო­დე­ბათ და რო­გო­რი იქ­ნე­ბა ივ­ნი­სის თვე წყლის სტი­ქი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის :

    კირჩხი­ბი
    თვის და­სა­წყის­ში შე­ი­ძე­ბა მო­გეჩ­ვე­ნოთ, რომ ვი­ღაც გზღუ­დავთ, გა­გიჩ­ნდათ არა­კე­თილ­მო­სურ­ნე­ე­ბი. შე­იძ­ლე­ბა გა­მო­აშ­კა­რავ­დეს თქვე­ნი სა­ი­დუმ­ლო. ეცა­დეთ, არ გა­ეხ­ვი­ოთ ინ­ტრი­გებ­ში, მო­ე­რი­დეთ იმ ხალ­ხს, ვინც თქვენ წი­ნა­აღ­მდეგ ჭო­რებს აა­გო­რებს. შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ზე დიდი დარ­ტყმა ყვე­ლა­ზე ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან მი­ი­ღოთ, ვი­საც მე­გობ­რად თვლი­დით. ივ­ნის­ში მო­ე­რი­დეთ ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებ­ში გა­მო­ჩე­ნას. სამ­სა­ხურ­ში - ინი­ცი­ა­ტი­ვის გა­მოვ­ლე­ნას. აგ­რეთ­ვე, ხალ­ხის წი­ნა­შე გა­მოს­ვლას, ახა­ლი იდე­ე­ბის წარ­დგე­ნას.

    სწავ­ლა, სამ­სა­ხუ­რი და ფი­ნან­სე­ბი
    თვის და­სა­წყის­ში ენერ­გი­ის მო­მა­ტე­ბას, ახ­ლობ­ლებ­თან მი­მო­წე­რის, გა­და­ად­გი­ლე­ბის, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სურ­ვი­ლი გა­გიჩ­ნდე­ბათ. გაფრ­თხილ­დით, არ გა­მო­ი­ტა­ნოთ ნაჩ­ქა­რე­ვი დას­კვნე­ბი, მო­ე­რი­დეთ და­უ­ფიქ­რე­ბე­ლი ნა­ბი­ჯის გა­დად­გა­მას, პა­სუ­ხის გა­ცე­მას. გირ­ჩევთ, მეტი დრო და­უთ­მოთ სა­კუ­თა­რი თა­ვის გან­ვი­თა­რე­ბას, ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს უცხო ენის გაღ­რმა­ვე­ბა, ან იმ სფე­რო­ში უკეთ გარ­კვე­ვა, რო­მელ­შიც მოღ­ვა­წე­ობთ.

    სიყ­ვა­რუ­ლი და ოჯა­ხი
    ხან­და­ხან შე­იძ­ლე­ბა მო­გეჩ­ვე­ნოთ, რომ თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი თქვე­ნი ყვე­ლა­ზე დიდი მტე­რია. მან შე­იძ­ლე­ბა შე­გი­ზღუ­დოთ თა­ვი­სუფ­ლე­ბა, უმ­ნიშ­ვნე­ლო რა­მის გამო გა­გი­ფუ­ჭოთ გან­წყო­ბა. ნუ ეც­დე­ბით მის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბას. უბ­რა­ლოდ, მო­ე­რი­დეთ ურ­თი­ერ­თო­ბის და­ძაბ­ვას, ეს რთუ­ლი პე­რი­ო­დი მალე გა­და­ივ­ლის და ყვე­ლა­ფე­რი უკე­თე­სო­ბის­კენ შე­იც­ვლე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ფი­ნან­სებს, ახლა ფუ­ლის ფლან­გვის დრო არაა. უმ­ჯო­ბე­სია, არ შე­ი­ძი­ნოთ ფუ­ფუ­ნე­ბის ნივ­თე­ბი, - მხო­ლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლი. აგ­რეთ­ვე, სა­სურ­ვე­ლია, თუ სა­ფუ­ლე­სა და პი­რად ან­გა­რი­შებს უცხო თვალს მო­ა­რი­დებთ.

    ჯან­მრთე­ლო­ბა
    ივ­ნი­სის და­სა­წყი­სი­დან მოგ­ზა­უ­რო­ბის სურ­ვი­ლი მო­გე­ძა­ლე­ბათ. კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­გე­ცე­მათ, რომ გა­ეც­ნოთ უცხო კულ­ტუ­რას, შე­ის­წავ­ლოთ უცხო ენა. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა სუ­ლი­ერ პრაქ­ტი­კებს ან მის­თვის აქამ­დე უჩ­ვე­უ­ლო მე­თო­დებს მი­მარ­თოს ჯან­მრთე­ლო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად,

    ქა­ლე­ბი­სათ­ვის
    და­ას­რუ­ლეთ და­წყე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი, გა­ერ­კვი­ეთ სა­კუ­თარ თავ­ში, სურ­ვი­ლებ­ში. ჩა­მო­ყა­ლიბ­დით, რისი მიღ­წე­ვა გსურთ მო­მა­ვალ­ში. ზო­გი­ერ­თის­თვის ივ­ნი­სი გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბის კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბა იქ­ნე­ბა. და­გეგ­მი­ლი მგზავ­რო­ბა კარ­გი შე­დე­გით დას­რულ­დე­ბა. მთა­ვა­რია, ყვე­ლა­ფე­რი შე­ა­მოწ­მოთ-გა­და­ა­მოწ­მოთ.

    კა­ცე­ბი­სათ­ვის
    მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბი და მივ­ლი­ნე­ბა თვის და­სა­წყის­ში და­გეგ­მეთ. არ გა­გი­ჭირ­დე­ბათ რთულ მოვ­ლე­ნებ­ში გარ­კვე­ვა და მათი გა­მოს­წო­რე­ბა. თვის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში შე­იძ­ლე­ბა მე­ტად მი­აქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა იმ ინ­ფორ­მა­ცი­ებ­სა და მოვ­ლე­ნებს, რაც ადრე უმ­ნიშ­ვნე­ლო გეჩ­ვე­ნე­ბო­დათ. იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი, ყვე­ლას ნუ ენ­დო­ბით.

    მო­რი­ე­ლი
    ნუ გა­იკ­ვირ­დე­ბათ, თუ ივ­ნის­ში ხში­რად აღ­მოჩ­ნდე­ბით ექ­სტრე­მა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, მო­გი­წევთ სხვი­სი ფუ­ლის გან­კარ­გვა (რაც თქვენ­გან მაქ­სი­მა­ლურ დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლო­ბას მო­ი­თხოვს), წინ წა­მო­ი­წევს მემ­კვიდ­რე­ო­ბის გა­ნა­წი­ლე­ბის თე­მე­ბი. პა­ტარ-პა­ტა­რა ცვლი­ლე­ბე­ბი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა სფე­რო­ში გე­ლით, მაგ­რამ ნუ შე­შინ­დე­ბით (რო­გორც წესი, არც გე­ში­ნი­ათ და რაც უფრო რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ხართ, მით მეტ ად­რე­ნა­ლინს გრძნობთ). მო­ი­მა­ტებს სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და გარ­შე­მო მყო­ფე­ბი­სად­მი მო­თხოვ­ნე­ბი. ბევ­რის მიღ­წე­ვის სურ­ვი­ლი გაქვთ და მძაფ­რი შეგ­რძნე­ბე­ბიც არ და­ა­ყოვ­ნებს. ან შე­იძ­ლე­ბა უბ­რა­ლოდ, პა­რა­შუ­ტით გად­მოხ­ტო­მა გა­და­წყვი­ტოთ.

    სწავ­ლა, ბიზ­ნე­სი და სამ­სა­ხუ­რი
    თვის დას­წყის­ში ზო­გი­ერ­თი პრო­ფე­სი­ის შეც­ვლას გა­და­წყვეტს, ზოგი - სა­ზღვარ­გა­რეთ გამ­გზავ­რე­ბას ან უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას. მეტი დრო და­უთ­მეთ უცხო ენის შეს­წავ­ლას. შე­იძ­ლე­ბა სტა­ჟი­რე­ბის გავ­ლამ სა­ზღვარ­გა­რეთ მო­გი­წი­ოთ. შე­იძ­ლე­ბა გა­მო­გიჩ­ნდეთ უცხო­ე­ლი პარტნი­ო­რი. მო­ე­რი­დეთ კა­მათს ადა­მი­ან­თან რე­ლი­გი­ურ-ფი­ლო­სო­ფი­ურ თე­მებ­ზე. თვის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი არას­ტა­ბი­ლუ­რია, ამი­ტომ, მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მე­ებს ამ პე­რი­ო­დის­თვის ნუ და­გეგ­მავთ.

    სიყ­ვა­რუ­ლი და ფი­ნან­სე­ბი
    დან­გრე­უ­ლი ან მი­ვი­წყე­ბუ­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ის­ტო­რი­ე­ბის ხში­რი გახ­სე­ნე­ბა კვლავ მო­გა­ყე­ნებთ ტკი­ვილს. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას კე­დე­ლი აღუ­მარ­თოს და თა­ვის სამ­ყა­რო­ში არა­ვინ შე­უშ­ვას. თუმ­ცა, ამ მე­თო­დით ღრმა დეპ­რე­სი­ის გარ­და ვე­რა­ფერს მი­ი­ღებთ. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა აღ­მო­ა­ჩი­ნონ, რომ სექ­სუ­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა აღარ აკ­მა­ყო­ფი­ლებთ. ეცა­დეთ, მშვი­დად და გუ­ლახ­დი­ლად და­ე­ლა­პა­რა­კოთ მე­უღ­ლეს. ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა მი­უბ­რუნ­დეს ძველ საქ­მეს. ზოგს კი შე­იძ­ლე­ბა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი გა­უ­ნა­ხევ­რდეს.

    ჯან­მრთე­ლო­ბა
    დროა, გა­მო­ნა­ხოთ ძალა, რომ და­ი­წყოთ ვარ­ჯი­ში და თქვე­ნი სხე­უ­ლი მწყობ­რში მო­იყ­ვა­ნოთ. გან­სა­კუთ­რე­ბით კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ სუფ­თა ჰა­ერ­ზე ვარ­ჯი­ში. აი­ყო­ლი­ეთ ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ბავ­შვე­ბი. მეტი ყუ­რა­დღე­ბა გმარ­თებთ საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის მი­მართ. გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ გას­ტრი­ტი ან კუ­ჭის წყლუ­ლი გა­წუ­ხებთ.

    ქა­ლე­ბი­სათ­ვის
    გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მი­ზან­სწრა­ფუ­ლო­ბა უნდა გა­მო­ი­ჩი­ნოთ, და­წყე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი რომ და­ას­რუ­ლოთ. ბევრ მო­რი­ელს, ში­ნა­გა­ნი გან­ცდე­ბის გამო, გა­უ­ჭირ­დე­ბა საქ­მე­ზე კონ­ცენ­ტრი­რე­ბა. მეტი დრო გა­ა­ტა­რეთ თქვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში.

    კა­ცე­ბი­სათ­ვის
    აუჩ­ქა­რებ­ლად იმოქ­მე­დეთ, რათა კი­დევ უფრო მეტი შეც­დო­მა არ და­უშ­ვათ. მო­ე­რი­დეთ და­უ­ფიქ­რე­ბე­ლი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმას. საქ­მი­ა­ნი შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი დიდი სიფრ­თხი­ლით გა­ნი­ხი­ლეთ.

    თევ­ზე­ბი
    ივ­ნის­ში მეტ დროს გა­ა­ტა­რებთ შინ, მშობ­ლე­ბი­სა და ნა­თე­სა­ვე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში. ახლა მათი მხარ­და­ჭე­რა და ზრუნ­ვა ჰა­ე­რი­ვით გჭირ­დე­ბათ. თუმ­ცა, ისი­ნი თქვენ­გა­ნაც ელი­ან დახ­მა­რე­ბას და გვერ­დში დგო­მას. გა­ა­კე­თეთ სა­სარ­გებ­ლო საქ­მე ოჯა­ხის­თვის. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა რე­მონ­ტი­სა გა­კე­თე­ბა გა­და­წყვი­ტოს ან ადრე ნა­ყი­დი მი­წის ნაკ­ვე­თი გა­და­ი­ფორ­მოს ან შე­ი­ძი­ნოს აგა­რა­კი წყლის მახ­ლობ­ლად. ზო­გიც სა­კუ­თა­რი ბუ­დის მო­წყო­ბას შე­ეც­დე­ბა, მაგ­რამ რა­საც არ უნდა აკე­თებ­დეთ, არ და­ი­ვი­წყოთ შვი­ლე­ბი, მშობ­ლე­ბი და ასა­კით უფ­რო­სი ნა­თე­სა­ვე­ბი. ზოგი და­ინ­ტე­რეს­დე­ბა სა­კუ­თა­რი გვა­რის წარ­მო­მავ­ლო­ბით და გე­ნე­ო­ლო­გი­უ­რი ხის შედ­გე­ნას შე­ეც­დე­ბა.

    სწავ­ლა, სამ­სა­ხუ­რი და ფი­ნან­სე­ბი
    ივ­ნის­ში სწავ­ლა და გარ­თო­ბა ერ­თმა­ნეთს უნდა შე­უ­თავ­სოთ. შე­იძ­ლე­ბა გა­მო­გიჩ­ნდეთ ახა­ლი ჰობი. ზოგ­მა კი შე­იძ­ლე­ბა ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლი იპო­ვოს. თუმ­ცა, უმ­ჯო­ბე­სია, ახა­ლი საქ­მის და­წყე­ბა თვის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში სცა­დოთ. შან­სი მო­გე­ცე­მათ, ხში­რად და­ეს­წროთ გა­სარ­თობ ღო­ნის­ძი­ე­ბებს: გა­მო­ფე­ნა, წარ­მოდ­გე­ნა, კონ­ცერ­ტი... ივ­ნის­ში გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რი ხართ, ადა­მი­ანს შე­იძ­ლე­ბა თავი სა­ინ­ტე­რე­სო თე­მა­ზე სა­უბ­რით შე­აყ­ვა­როთ. თვის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში რაც უფრო თავ­ქა­რი­ა­ნი იქ­ნე­ბით, მით მეტ უსი­ა­მოვ­ნე­ბას აკ­რი­ფავთ. მეტი დაკ­ვირ­ვე­ბა გმარ­თებთ სწავ­ლი­სად­მი. ზო­გი­ერ­თი შვი­ლე­ბის ყო­ლა­ზე და­ფიქ­რდე­ბა ან გა­ი­გებს, რომ შვილს ელო­დე­ბა.

    სიყ­ვა­რუ­ლი და ოჯა­ხი
    მე­ტად უნდა იზ­რუ­ნოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე ოჯა­ხის წევ­რებ­თან. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა ნა­თე­სა­ვე­ბის­გან მი­ი­ღოს. მარ­ტო­ხე­ლე­ბი მო­ე­რი­დეთ ახა­ლი რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­წყე­ბას. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებ­მა კი მე­ტად გა­მო­ავ­ლი­ნეთ თქვე­ნი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ნიჭი, და­კავ­დით ხელ­საქ­მით. ეცა­დეთ, ივ­ნის­ში ფული არ გაფ­ლან­გოთ, უმ­ჯო­ბე­სია, მსხვი­ლი სა­ყიდ­ლე­ბი, ოჯა­ხის­თვის სა­ჭი­რო ნივ­თე­ბის ყიდ­ვაც კი, მო­მავ­ლის­თვის გა­და­დოთ.

    ჯან­მრთე­ლო­ბა
    ივ­ნის­ში სა­კუ­თარ გა­რეგ­ნო­ბა­ზე მე­ტად უნდა იზ­რუ­ნოთ. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ვარ­ჯიშ­სა და სწო­რად კვე­ბას და­ი­წყებთ. მო­იყ­ვა­ნეთ თქვე­ნი სხე­უ­ლი ფორ­მა­ში. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ გო­ნე­ბის გა­სა­აქ­ტი­უ­რე­ბელ ვარ­ჯი­შებ­საც შე­ას­რუ­ლებთ. უპირ­ვე­ლე­სად, ივ­ნის­ში თავს უნდა გა­უფრ­თხილ­დეთ. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ტრავ­მაც და ჭრი­ლო­ბაც. აგ­რეთ­ვე, სა­ყუ­რა­დღე­ბოა წნე­ვი­სა და ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სე­ბის კონ­ტრო­ლი.

    ქა­ლე­ბი­სათ­ვის
    ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის, თა­ვის გა­მო­ჩე­ნის თვე და­გიდ­გათ. იყა­ვით მე­ტად მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი. დღეს და­წყე­ბუ­ლი სწავ­ლა ან რა­ი­მე ხე­ლო­ბის შეს­წავ­ლა მო­მა­ვალ­ში აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­გად­გე­ბათ. შე­ნა­ძე­ნე­ბი შე­იძ­ლე­ბა უხე­ი­რო გა­მოდ­გეს. გირ­ჩევთ, ივ­ნის­ში მავ­ნე ჩვე­ვის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდეთ.

    კა­ცე­ბი­სათ­ვის
    ივ­ნი­სი ძა­ლე­ბის აღ­დგე­ნის, სა­კუ­თარ თავ­ში გარ­კვე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოგ­ცემთ. და­ას­რუ­ლებთ ადრე და­წყე­ბულ საქ­მე­ებს. შე­იძ­ლე­ბა დახ­მა­რე­ბა მი­ი­ღოთ ან ნა­თე­სა­ვე­ბის­გან, ან კო­ლე­გე­ბის­გან, ვის­თა­ნაც ადრე კონ­ფლიქ­ტი გქონ­დათ. ერ­თად მუ­შა­ო­ბის დროს მო­ე­რი­დეთ კა­მათს. კარგ შე­დე­გებს მო­გი­ტანთ მგზავ­რო­ბა. თუმ­ცა, გირ­ჩევთ, გამ­გზავ­რე­ბამ­დე, უახ­ლო­ეს ად­გილ­ზეც კი, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად შე­ა­მოწ­მოთ.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    313 ნახვა
    31-05-2020, 00:39