X
GOGA.TV
13
ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ვერძისთვის, ლომისა და მშვილდოსნისთვის - რა ელით მომავალ თვეს ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებს
  • ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ვერძისთვის, ლომისა და მშვილდოსნისთვის - რა ელით მომავალ თვეს ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებს

    რა ელო­დე­ბათ ცე­ცხლის სტი­ქი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს ივ­ნის­ში და რო­გო­რია მათ­თვის მომ­დევ­ნო თვის ას­ტრო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზი:

    ვერ­ძი
    მთელ თვეს ნა­თე­სა­ვე­ბის გვერ­დით და ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის ორომ­ტრი­ალ­ში გა­ა­ტა­რებთ. რუ­ტი­ნის და­საძ­ლე­ვად სი­ახ­ლე­ე­ბი და ცვლი­ლე­ბე­ბი მო­გინ­დე­ბათ. გახ­შირ­დე­ბა შეხ­ვედ­რე­ბი მე­გობ­რებ­თა­ნაც. ზო­გი­ერთს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი მი­სა­მარ­თის შეც­ვლა და ახალ მე­ზობ­ლებ­თან და­მე­გობ­რე­ბა ელის. პრო­დუქ­ტი­უ­ლი ივ­ნი­სი გე­ლით, თუმ­ცა, ნუ მო­აკ­ლებთ მზრუნ­ვე­ლო­ბას ნა­თე­სა­ვებს, მათ თქვე­ნი მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბათ.

    სწავ­ლა, სამ­სა­ხუ­რი და ფი­ნან­სე­ბი
    მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოთ ოჯა­ხის წევ­რე­ბის­გან, ნა­თე­სა­ვე­ბის­გან. მეტი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ოთ საგ­ვა­რე­უ­ლო სახ­ლს. შე­იძ­ლე­ბა მას რე­მონ­ტი დას­ჭირ­დეს და უნდა იზ­რუ­ნოთ ამა­ზე. ზო­გი­ერ­თმა კი შე­იძ­ლე­ბა ოჯა­ხუ­რი ბიზ­ნე­სი წა­მო­ი­წყოს ან გა­ერ­თი­ან­დეს უკვე არ­სე­ბულ ნა­თე­სა­ურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.

    სიყ­ვა­რუ­ლი და ოჯა­ხი
    თვის ბო­ლომ­დე რეტ­როგ­რა­დუ­ლი ვე­ნე­რას გავ­ლე­ნით გახ­შირ­დე­ბა მი­მო­წე­რა და შეხ­ვედ­რე­ბი ძველ მე­გობ­რებ­თან, ყო­ფილ შეყ­ვა­რე­ბუ­ლებ­თან, რომ­ლებ­თა­ნაც რა­ღაც მი­ზე­ზის გამო კავ­ში­რი გა­წყვე­ტი­ლი გქონ­დათ. შე­იძ­ლე­ბა რო­მა­ნი გა­ა­ბათ მე­გობ­რე­ბი­დან რო­მე­ლი­მეს­თან. მო­ე­რი­დეთ ნა­თე­სა­ვებ­თან საქ­მე­ე­ბის გარ­ჩე­ვას. ეს კარ­გს არა­ფერს მო­გი­ტანთ. გაფრ­თხილ­დით, და-ძმე­ბის ან მე­გობ­რე­ბის გამო არ და­ზა­რალ­დეთ მა­ტე­რი­ა­ლუ­რად. ივ­ნის­ში ფული ზო­მი­ე­რად და გა­ან­გა­რი­შე­ბუ­ლად უნდა ხარ­ჯოთ.

    ჯან­მრთე­ლო­ბა
    ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ გა­აქ­ტი­ურ­დე­ბი­ან ფა­რუ­ლი მტრე­ბი, შე­იძ­ლე­ბა გა­გირ­თულ­დეთ ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა ან ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო გარ­კვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი და­გი­წეს­დეთ. მეტი დრო და­უთ­მეთ სა­კუ­თარ თავ­ში ჩაღ­რმა­ვე­ბას. კარ­გია თქვენ­თვის მე­დი­ტა­ცია, სუფ­თა ჰა­ერ­ზე ენერ­გე­ტი­კუ­ლი ვარ­ჯი­შე­ბის შეს­რუ­ლე­ბა. მეტი ყუ­რა­დღეა მი­აქ­ცი­ეთ კუჭ-ნაწ­ლა­ვის სის­ტე­მას.

    ქა­ლე­ბი­სათ­ვის
    სა­შუ­ა­ლე­ბა მო­გე­ცე­მათ, და­ას­რუ­ლოთ უკვე მი­ტო­ვე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი, მაგ­რამ ახალს ნუ­რა­ფერს და­ი­წყებთ. შე­იძ­ლე­ბა გა­ნა­ახ­ლოთ კავ­ში­რი იმ ადა­მი­ა­ნებ­თან, ვინც გე­ნატ­რე­ბათ. ეცა­დეთ, თქვე­ნი ბინა მე­ტად მყუდ­რო და ლა­მა­ზი გა­ხა­დოთ, ზო­გი­ერ­თებს სტუმ­რე­ბის ხში­რი მი­ღე­ბა-გა­მას­პინ­ძლე­ბა ელის.

    კა­ცე­ბი­სათ­ვის
    ენერ­გი­ის მო­ზღვა­ვა­ე­ბას იგ­რძნობთ და და­წყე­ბულ საქ­მე­ებს მარ­ტი­ვად გა­უმკლავ­დე­ბით. ავ­ტო­მო­ბი­ლით მგზავ­რო­ბი­სას, ახლო მან­ძილ­ზეც კი სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ, გამ­გზავ­რე­ბამ­დე გა­და­ა­მოწ­მეთ მან­ქა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა და ფრთხი­ლად ია­რეთ. მე­გობ­რე­ბის და ახ­ლობ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რის იმე­დით, ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს კარ­გად გა­არ­თმევთ თავს, თუ მოყ­ვე­ბით სა­კუ­თარ სირ­თუ­ლე­ებ­ზე.

    ლომი
    თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან და მე­გობ­რებ­თან ხში­რი შეხ­ვედ­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­გე­ცე­მათ. გა­აქ­ტი­ურ­დე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. მთა­ვა­რია, სწო­რად გა­და­ა­ნა­წი­ლოთ პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი და სა­კუ­თა­რი გეგ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და­ი­წყოთ. ზო­გი­ერთს კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მა. იყა­ვით პო­ზი­ტი­უ­რად გან­წყო­ბი­ლი. და­უ­მე­გობ­რდით ადა­მი­ა­ნებს, ვის­თა­ნაც ნაც­ნო­ბო­ბა სარ­გე­ბელს მო­გი­ტანთ. ზო­გი­ერთს ზო­გი­ერთ სფე­რო­ში ლი­დე­რის რო­ლის თამ­ში მო­უ­წევს.

    სწავ­ლა, ბიზ­ნე­სი და სამ­სა­ხუ­რი
    თვის და­სა­წყის­ში ინ­ტუ­ი­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით იმოქ­მე­დეთ. წი­ნას­წარ გათ­ვა­ლეთ, სა­ი­დან შე­იძ­ლე­ბა გა­მოჩ­ნდნენ მტრე­ბი და ეცა­დეთ, მათ მზად დახ­ვდეთ. უმ­ჯო­ბე­სია, ნაკ­ლე­ბი ია­ლა­პა­რა­კოთ სა­კუ­თარ გეგ­მებ­ზე. მე­ტად და­აკ­ვირ­დეთ პარტნი­ო­რებს. თვის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში მი­უბ­რუნ­დით დიდი ხნის და­წყე­ბულ საქ­მე­ებს. გა­და­ხე­დეთ, მო­ა­წეს­რი­გეთ, და­ას­რუ­ლეთ. ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა მე­ტად და­ინ­ტე­რეს­დეს მის­ტი­კით. ყველ­გან რა­ღაც მი­ნიშ­ნე­ბე­ბი მო­ეჩ­ვე­ნოს.

    სიყ­ვა­რუ­ლი და ფი­ნან­სე­ბი
    ახლა ახა­ლი რო­მა­ნე­ბის და­წყე­ბის­თვის კარ­გი დრო არაა. უმ­ჯო­ბე­სია, არ­სე­ბულ პარტნი­ო­რებ­თან გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შე­გიძ­ლი­ათ იმ ადა­მი­ან­საც შე­ეხ­მი­ა­ნოთ, ვის­თა­ნაც დიდი ხნის წინ გა­წყვი­ტეთ კავ­ში­რი. თქვენ შო­რის შე­იძ­ლე­ბა კვლა­ვაც იფეთ­ქოს ვნე­ბის ალმა. თუმ­ცა, არა მგო­ნია, მხო­ლოდ ვნე­ბით შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ ურ­თი­ერ­თო­ბა. თა­ვა­დაც ხომ იცით, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი არ იც­ვლე­ბი­ან. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებ­მა მო­აგ­ვა­რეთ დიდი ხნის უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი ოჯახ­ში. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოთ თან­ხა ძვე­ლი პრო­ექ­ტე­ბის­გან. ზო­გი­ერ­თი დიდი ხნის ვალს და­იბ­რუ­ნებს.

    ჯან­მრთე­ლო­ბა
    ექიმს იმ შემ­თხვე­ვა­ში მი­მარ­თეთ, თუ გარ­კვე­უ­ლი სიმპტო­მე­ბი დიდი ხა­ნია გა­წუ­ხებთ. ეცა­დეთ, და­იც­ვათ ელე­მენ­ტა­რუ­ლი წე­სე­ბი: არ და­ი­ვი­წყოთ დას­ვე­ნე­ბა, სწო­რი კვე­ბა, დრო­უ­ლად და­ი­ძი­ნეთ, მეტი დრო გა­ა­ტა­რეთ სუფ­თა ჰა­ერ­ზე და რა თქმა უნდა, ივარ­ჯი­შეთ.

    ქა­ლე­ბი­სათ­ვის
    ყვე­ლა­ფე­რი ისე არ მოხ­დე­ბა, რო­გორც და­გეგ­მი­ლი გქონ­დათ. მცი­რე და­ნა­კარ­გებს და ფი­ნან­სურ სირ­თუ­ლე­ებს გა­გე­ბით უნდა მო­ე­კი­დოთ. ეცა­დეთ, არ და­ხარ­ჯოთ იმა­ზე მეტი თან­ხა, რაც გაქვთ, არ აი­ღოთ ვალი. ქა­ლებ­თან სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვა გა­გი­ჭირ­დე­ბათ, აი, მა­მა­კა­ცებ­თან კი მშვე­ნივ­რად იმე­გობ­რებთ.

    კა­ცე­ბი­სათ­ვის
    მა­მა­ცი და მი­ზან­სწრა­ფუ­ლი უნდა იყოთ. ზო­გი­ერ­თი სარ­ფი­ან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას გა­ა­ფორ­მებს და მა­ტე­რი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­საც გა­ი­უმ­ჯო­ბე­სებს. ზო­გი­ერ­თი სა­ჭი­რო ადა­მი­ა­ნებს და­ი­მე­გობ­რებს; ზო­გიც მტრებ­ზე გა­ი­მარ­ჯვებს. ნუ შე­უ­შინ­დე­ბით სირ­თუ­ლე­ებ­სა და გა­მოც­დებს. რაც უფრო მეტ დაბ­რკო­ლე­ბას გა­და­ლა­ხავთ, მით აი­მაღ­ლებთ ავ­ტო­რი­ტეტს გარ­შე­მო მყო­ფებ­ში.

    მშვილ­დო­სა­ნი
    მე­გობ­რუ­ლი და პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი წინა პლან­ზე გა­მო­ვა. საქ­მე­ე­ბი ისე უნდა გა­და­ა­ნა­წი­ლოთ, რომ დრო მე­უღ­ლი­სა და მე­გობ­რე­ბის­თვი­საც დაგ­რჩეთ. სახ­ლში დაგ­როვ­და სა­კი­თხე­ბი, რომ­ლე­ბიც თქვე­ნი ჩა­რე­ვის გა­რე­შე არ მოგ­ვარ­დე­ბა. მე­ტად გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ თქვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის მო­თხოვ­ნე­ბი. გარ­შე­მო მყო­ფე­ბი მზად არი­ან დახ­მა­რე­ბის­თვის, ამი­ტომ, კარ­გი თვეა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის, ნიშ­ნო­ბი­სა და ქორ­წი­ნე­ბის­თვი­საც კი.

    სწავ­ლა, ბიზ­ნე­სი და სამ­სა­ხუ­რი
    თვის და­სა­წყის­ში მეტი ყუ­რა­დღე­ბა გმარ­თებთ პარტნი­ო­რე­ბის მი­მართ. და­აკ­ვირ­დით მათ ნათ­ქვამ­საც და ქმე­დე­ბა­საც. გა­და­ხე­დეთ მი­ღე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას. ტყუ­ილ­სა და არა­გულ­წრფე­ლო­ბას ინ­ტუ­ი­ცი­უ­რად იგ­რძნობთ. არ გა­და­ზარ­დოთ კა­მა­თი დიდ უსი­ა­მოვ­ნე­ბა­ში. ეცა­დეთ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად მო­აგ­ვა­როთ ყვე­ლა და­პი­რის­პი­რე­ბა. თვის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში გა­გი­ჭირ­დე­ბათ და­სა­ხუ­ლი ახა­ლი მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. თუმ­ცა, ეს კარ­გი პე­რი­ო­დია უკვე არ­სე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად.

    სიყ­ვა­რუ­ლი და ფი­ნან­სე­ბი
    მარ­ტო­ო­ბას დიდი ხნით უნდა და­ემ­შვი­დო­ბოთ, თქვენ გვერ­დით აუ­ცი­ლებ­ლად გაჩ­ნდე­ბა ადა­მი­ა­ნი, ვინც ცხოვ­რე­ბას გა­გი­ლა­მა­ზებთ. ერთ-ერთ ვა­რი­ან­ტად ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ყო­ფი­ლი პარტნი­ო­რი, რო­მე­ლიც თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში დაბ­რუნ­დე­ბა. თუ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ხართ სა­კუ­თარ და მის გრძნო­ბა­ში, ურ­თი­ერ­თო­ბის ახალ ეტაპ­ზე გა­დას­ვლის შან­სი მო­გე­ცე­მათ. აუ­ცი­ლე­ბე­ლი მსხვი­ლი სა­ყიდ­ლე­ბის გამო ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა შე­გერ­ყე­ვათ. ეცა­დეთ, ზო­მი­ე­რე­ბის ფარ­გლებს არ გას­ცდეთ და ვა­ლე­ბი არ აი­ღოთ.

    ჯან­მრთე­ლო­ბა
    შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, ოჯახ­თან ერ­თად, ხში­რად გა­ი­სე­ირ­ნეთ ბუ­ნე­ბა­ში. მეტი დრო და­უთ­მეთ სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბას. და­ინ­ტე­რეს­დით მშობ­ლე­ბის საქ­მე­ე­ბით, ჯან­მრთე­ლო­ბით. ზო­გი­ერთს შე­იძ­ლე­ბა გა­გიმ­ძაფ­რდეთ ალერ­გია მტვერ­ზე ან ზო­გი­ერთ მცე­ნარ­ზე.

    ქა­ლე­ბი­სათ­ვის
    უარი არ თქვათ ჩა­ნა­ფიქ­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე. მარ­თა­ლია, მო­მავ­ლის გზა ია-ვარ­დე­ბით არ იქ­ნე­ბა მო­ფე­ნი­ლი, მაგ­რამ თუ მო­ინ­დო­მებთ და ეც­დე­ბით, გარ­შე­მო მყო­ფე­ბის კე­თილ­გან­წყო­ბა და­იმ­სა­ხუ­როთ, ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­გი­ვათ. გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის ახა­ლი იდე­ე­ბი. შე­საძ­ლე­ბე­ლია ფული ახა­ლი წყა­რო­დან მი­ი­ღოთ.

    კა­ცე­ბი­სათ­ვის
    ყუ­რა­დღე­ბით იყა­ვით და მო­მენ­ტით ისარ­გებ­ლეთ, რომ თქვენ­თვის სარ­გე­ბე­ლი მი­ი­ღოთ. შან­სი მო­გე­ცე­მათ ადრე ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი იდე­ე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ. ზო­გი­ერ­თი და­მო­უ­კი­დებ­ლად შეძ­ლებს მუ­შა­ო­ბას. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბა. ხში­რად შეძ­ლებთ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი­სა და ოჯა­ხის წევ­რე­ბის გა­ბედ­ნი­ე­რე­ბას. ზო­გი­ერთს კი სა­სი­ა­მოვ­ნო ნაც­ნო­ბო­ბა და რო­მან­ტი­კუ­ლი თავ­გა­და­სავ­ლე­ბი ელის.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    203 ნახვა
    31-05-2020, 00:42