GOGA.TV
  • მექსიკაში ადგილობრივები ქვეყნის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ

    ფართომაშტაბიანი აქცია გაიმართა მექსიკის დედაქალაქში, ადგილობრივები ქვეყნის პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვენ. მათი განცხადებით, ანდრეს მანუელ ობრადორი კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ უძლური აღმოჩნდა, რის გამოც ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა კატასტროფულად იზრდება.

    დედაქალაქის მცხოვრებლებმა ავტომობილებით ცენტრალურ ქუჩებზე მსვლელობა მოაწყვეს და საგზაო მოძრაობის შეჩერებას შეეცადნენ.

    ამ დროისთვის მექსიკაში 88 000-მდე ინფიცირებულია, პანდემიას ემსხვერპლა 10 000 ადამიანი.
    127 ნახვა
    31-05-2020, 08:58