GOGA.TV
youtube
3
  • ნებისმიერი პატიოსანი სასულიერო პირი შეწყვეტდა პატრიარქის მოხსენიებას - მამა პეტრე

    მამა ათენაგენესთვის მღვდელმსახურების შეწყვეტის გადაწყვეტილება სინოდის სხდომაზე უნდა განიხილოს - ასე ფიქრობენ სასულიერო პირები და თეოლოგები.

    თუმცა მანამდე, ყოფილი ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, მამა პეტრე ცაავა იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც მამა ათენაგენემ წირვა-ლოცვაში პატრიარქის მოხსენიება შეწყვიტა.

    მიმაჩნია, რომ ბოლო წვეთი მისი მოთმინების ფიალისა, რომ ეს ნაბიჯი გადაედგა და შეეწყვიტა კათალიკოს პატრიარქის მოხსენიება წირვა ლოცვაზე, აღმოჩნდა, გახმაურებული სატელეფონო მიმართვა ერთ-ერთი ადამიანისა, რომელიც ასევე ჰყვება, მისი ფსიქოლოგიური ტრავმის შესახებ, რომელიც საპატრიარქოში მას შეემთხვა და მამაომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღოს, ნებისმიერ პასუხისმგებლიანმა და პატიოსანმა სასულიერო პირმა, - ამბობს ყოფილი ჭყონდიდელი მიტროპოლიტი.

    მისივე თქმით, ამ საკითხს წერტილი დიდმა საეკლესიო კრებამ და საეკლესიო სასამართლომ უნდა დაუსვას. მღვდლების დასჯის ნაცვლად, მათ კითხვებზე საპატრიარქომ პასუხი უნდა გასცეს.

    იქნეს აღიარებული, ან გაირკვას სიმართლე. ჩატარდეს საეკლესიო კრება და საეკლესიო სასამართლო, ეს იყო მამა ათენაგენეს მოთხოვნა და ამ მოთხოვნის შესრულების ნაცვლად მას შეუჩერეს მღვდელმსახურება, - ამბობს მამა პეტრე ცაავა.

    თეოლოგები ამბობენ, რომ სასულიერო პირს, რომელიც პატრიარქის წირვა ლოცვაში მოხსენიებას შეწყვეტს მეუფე ართმევს მღვდელმსახურების ჩატარების უფლებას, მაგრამ დასჯილ მღვდელს შეუძლია სინოდის სხდომაზე განმარტოს გადაწყვეტილების მიზეზი და თუ ეს მიზეზი მისაღები იქნება, ის გამართლდება.
    211 ნახვა
    31-05-2020, 09:51