GOGA.TV
ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი მერწყულებისთვის - "ბობოქარი პირადი ცხოვრება გარანტირებული გაქვთ"
  • ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი მერწყულებისთვის - "ბობოქარი პირადი ცხოვრება გარანტირებული გაქვთ"

    ივ­ნი­სი ის თვეა, როცა სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის, გარ­თო­ბი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის­თვის უნდა მო­ი­ცა­ლოთ. მეტი დრო და­უთ­მეთ ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას, ეს ყვე­ლას წა­გად­გე­ბათ. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. მო­ი­მა­ტებს ოპ­ტი­მის­ტუ­რი გან­წყო­ბა. სურ­ვი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სურ­ვი­ლი და შე­საძ­ლებ­ლო­ბაც გა­გიჩ­ნდე­ბათ. მო­ე­რი­დეთ ფი­ნან­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ავან­ტი­უ­რას. შან­სი მო­გე­ცე­მათ, ხში­რად და­ეს­წროთ გა­სარ­თობ ღო­ნის­ძი­ე­ბებს. ზო­გი­ერ­თი კი თა­ვით გა­და­ეშ­ვე­ბა სა­სიყ­ვა­რუ­ლო თავ­გა­და­სა­ვალ­ში.

    სწავ­ლა, სამ­სა­ხუ­რი და ფი­ნან­სე­ბი
    თვის და­სა­წყის­ში, თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან ად­გილს და­ი­კა­ვებს ჯან­მრთე­ლო­ბა და სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ე­ბი. ეცა­დეთ, ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შეხ­ვედ­რა, მივ­ლი­ნე­ბა თუ პრო­ექ­ტი ამ პე­რი­ოდ­ში და­ი­წყოთ. თვის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში პლა­ნე­ტა მერ­კუ­რი რეტ­როგ­რა­დუ­ლი გახ­დე­ბა და ეს პე­რი­ო­დი უმ­ჯო­ბე­სია, და­წყე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის დას­რუ­ლე­ბას და­უთ­მოთ. აგ­რეთ­ვე, ყუ­რა­დღე­ბა გმარ­თებთ დო­კუ­მენ­ტებ­თან, ინ­სტრუქ­ცი­ებ­თან მუ­შა­ო­ბი­სას, ახა­ლი სა­ბუ­თე­ბის შედ­გე­ნი­სას. გა­ი­უმ­ჯო­ბე­სეთ ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი პი­რო­ბე­ბი და ეცა­დეთ, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი გა­ი­ხა­დოთ უმ­თავ­რე­სად.

    სიყ­ვა­რუ­ლი და ოჯა­ხი
    მარ­ტო­ხე­ლებს გრძნო­ბე­ბის გა­მოც­და მო­უნ­დე­ბათ და შე­იძ­ლე­ბა ახალ-ახა­ლი რო­მან­ტი­კუ­ლი თავ­გა­დას­ვა­ლის გამო თა­ვად­ვე და­ზა­რალ­დნენ. უმ­ჯო­ბე­სია, ეს თვე უკვე არ­სე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას და­უთ­მოთ. მო­ე­რი­დეთ მე­უღ­ლეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­ძაბ­ვას, უსი­ა­მოვ­ნო პე­რი­ო­დი გა­და­ივ­ლის და გან­ქორ­წი­ნე­ბა­ზე ფიქ­რიც გა­ქარ­წყლდე­ბა. შე­იძ­ლე­ბა შე­მო­გეხ­მი­ა­ნოთ ყო­ფი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. ერთი სი­ტყვით, ივ­ნის­ში ბო­ბო­ქა­რი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი გაქვთ. თუმ­ცა, თუ მხო­ლოდ სექ­სი გა­ინ­ტე­რე­სებთ და სე­რი­ო­ზულ კავ­შირ­ზე პრე­ტენ­ზია არ გაქვთ, თვე უფრო მსუ­ბუ­ქად ჩა­ივ­ლის. ფი­ნან­სურ სფე­როს სტა­ბი­ლურს ვერ ვუ­წო­დებთ. ფული ზო­მი­ე­რად და მხო­ლოდ აუ­ცი­ლე­ბელ ნივ­თებ­ზე და­ხარ­ჯეთ. იმი­სათ­ვის, რომ ბი­უ­ჯე­ტი აკონ­ტრო­ლოთ, ფი­ნან­სუ­რი დღი­უ­რი აწარ­მო­ეთ.

    ჯან­მრთე­ლო­ბა
    ივ­ნის­ში ენერ­გი­უ­ლი და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი პლა­ნე­ტა მარ­სი და­გეხ­მა­რე­ბათ, ფი­ზი­კუ­რად გა­აქ­ტი­უ­რე­ბა­ში. კარ­გი იქ­ნე­ბა დი­ე­ტის დაც­ვა. მეტი ყუ­რა­დღე­ბა გმარ­თებთ ენ­დოკ­რი­ნუ­ლი და საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მე­ბის მი­მართ. თუ სიმპტო­მე­ბი გა­გიმ­ძაფ­რდე­ბათ, ნუ და­ა­ყოვ­ნებთ, მი­მარ­თეთ ექიმს.

    ქა­ლე­ბი­სათ­ვის
    ნუ მო­იშ­ლით ნერ­ვებს წვრილ­მა­ნე­ბის გამო. ყვე­ლა პრობ­ლე­მა თქვენს სა­სარ­გებ­ლოდ მოგ­ვარ­დე­ბა. მთა­ვა­რია, იყოთ მი­ზან­სწრა­ფუ­ლი და დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი. ზო­გი­ერ­თებ­მა შე­იძ­ლე­ბა კო­რექ­ტი­ვე­ბი შე­ი­ტა­ნონ სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ში. ახ­ლობ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მეტ მოთ­მი­ნე­ბა­სა და ზრუნ­ვას მო­ი­თხოვს. გა­ა­ბედ­ნი­ე­რეთ ისი­ნი, ვინც თქვენ­თვის ძვირ­ფა­სია.

    კა­ცე­ბი­სათ­ვის
    თვის და­სა­წყი­სი შე­იძ­ლე­ბა რთუ­ლი მო­გეჩ­ვე­ნოთ. ზო­გი­ერთს შე­იძ­ლე­ბა გა­რის­კვაც და ნერ­ვე­ბის მოშ­ლაც კი დას­ჭირ­დეს, სა­თა­ვი­სოს რომ მი­აღ­წი­ოს. ეცა­დეთ, არ ინერ­ვი­უ­ლოთ, ძა­ლე­ბი და მი­ზან­სწრაფ­ვა სა­სურ­ველ შე­დე­გამ­დე მა­ინც მი­გიყ­ვანთ. იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი გარ­შე­მო მყო­ფე­ბი­სად­მი და არ გა­უშ­ვათ ცხოვ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­ბის შან­სი ხე­ლი­დან.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    285 ნახვა
    1-06-2020, 00:46