GOGA.TV
youtube
3
  • თქვენ ყველაფერს აკეთებთ შეგნებულად, რომ აცილება გავაკეთოთ თქვენი

    პოლიტპატიმარ გიორგი რურუას საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეები იკითხებიან. სასამართლოს ჩვენება უკვე მისცა ექსპერტ-კრიმინალისტმა, რომელმაც განმარტა, რა შემთხვევაში შეიძლება ტანსაცმელზე იარაღის კვალი აღმოჩნდეს. დღეს ასევე, გამოკითხავენ გამომძიებელ ზურაბ ბერუაშვილსაც, რომელიც გიორგი რურუას საქმეს აწარმოებდა. სხდომას თავად ბრალდებულიც ესწრება.

    დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა სასასამრთლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მოსამართლეს სიტყვით თავად ბრალდებულმაც მიმართა. გიორგი რურუამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მას იარაღი ჩაუდეს და ეს ყველამ კარგად იცის.

    თქვენ ყველაფერს აკეთებთ შეგნებულად, რომ აცილება გავაკეთოთ თქვენი. გასაგებია, რომ ჩიხშია მართლმსაჯულება და საერთოდ, მთავრობა და მართლმსაჯულება, ბრალდების მხარე, ახლა არის ერთი ჩვენს წინააღმდეგ. თქვენ არ გვაძლევთ იმის უფლებას, რომ ჩვენი სიმართლე დავამტკიცოთ. ეს დანაშაული მოხდა პოლიციის მხრიდან, მე ეს იარაღი ჩამიდეს და დარწმუნებული ვარ, თქვენ ეს ყველაფერი იცით, თქვენს გულში იცით, რომ ეს ასეა. ეს სისტემა არის ძველი, დაჭაობებული და თქვენ აი, ამ სისტემის სამწუხაროდ, ნაწილი ხართ და ვერ მიდიხართ ამის წინააღმდეგ, - განაცხადა რურუამ.

    ის, რომ გიორგი რურუას ტანსაცმელზე შემოწმების შემდეგ მეტალის კვალი არ აღმოჩნდა, პროცესზე ექსპერტმაც დაადასტურა.
    172 ნახვა
    1-06-2020, 10:21