GOGA.TV
youtube
3
უბედური შემთხვევა კახეთში - ცხელ თონეში ქალი ჩავარდა
  • უბედური შემთხვევა კახეთში - ცხელ თონეში ქალი ჩავარდა

    უბედური შემთხვევა კახეთში. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერხვიანში 65 წლის ქალი დაიღუპა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, შემთხვევა მაშინ მოხდა როცა ქალი პურს აცხობდა.

    წინასწარი ინფორმაციით, მას ფეხი დაუცურდა და ანთებულ თონეში ჩავარდა. სახლში არავინ იმყოფებოდა და თონეში ჩავარდნილი ქალი მეუღლემ მოგვიანებით, უკვე გარდაცვლილ მდგომარეობაში ნახა.

    მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
    230 ნახვა
    2-06-2020, 00:13