GOGA.TV
პირველი-7 ივნისის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
  • პირველი-7 ივნისის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

    პირველი ივნისი - მთვარე სასწორშია. ქალს სილამაზისა და ჰარმონიისკენ სწრაფვის სურვილი უჩნდება. ჩაიტარეთ კოსმეტიკური პროცედურები. მოუფრთხილდით თირკმელებს. შეამცირეთ ხორცეული და მარილიანი საკვები. მიიღეთ ხილი, დალიეთ მინერალური წყალი და მწვანე ჩაი.
    პლუსი - ესტუმრეთ კოსმეტოლოგს. გაიკეთეთ მანიკიური და სახის მკვებავი ნიღბები.
    მინუსი - კარგია აბანო, საუნა. მოერიდეთ გარეგნობის შეცვლის რადიკალურ მეთოდებს.

    2 ივნისი - მთვარე 20:05-ზე გადავა მორიელში. გამძაფრებულია ემოციები და გრძნობები. მოერიდეთ რისხვის, ეჭვიანობის გამოვლენას. კარგია მედიტაცია, ლოცვა, ენერგეტიკული პრაქტიკები.
    პლუსი - კონტრასტული შხაპი, სულიერი
    პრაქტიკები, კანის გაახალგაზრდავება, მეზოთერაპიის სეანსი.
    მინუსი - არ ჩაერიოთ ენდოკრინული სისტემის მუშაობაში. აგრეთვე, საშარდე ბუშტის სისტემაში. არ ესტუმროთ გინეკოლოგს.

    4 ივნისი - მთვარე 21:17-ზე გადავა მშვილდოსანში. კანისთვის გამოიყენეთ ცხიმიანი კრემები, რომლებიც ზეითუნის, ყურძნის კურკის ზეთზეა დამზადებული ან ორგანულ ცხიმებზე. მოსაფრთხილებელია ღვიძლი. უარი თქვით ალკოჰოლზე.

    პლუსი - ესტუმრეთ სპა-სალონს. კარგია პილინგი, კანზე წარმონაქმნების მოშორება, აგრეთვე, ჩაზრდილი ფრჩხილის მკურნალობა.
    მინუსი - მოერიდეთ თეძოებთან დაკავშირებულ ნებისმიერ პროცედურას. განსაკუთრებით - ლიპოსაქციას.

    6 ივნისი - მთვარე 23-45-ზე გადავა თხის რქაში. გაუფრთხილდით კბილებს, ძვლებს.
    კარგია - პედიკიური, პილინგი
    ცუდია - კბილების მკურნალობა, ნებისმიერი ჩარევა ძვლოვან სისტემაში.

    5 ივნისს, პარასკევს არის სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელება. ამ დღეს და პლუს/მინუს 1-2 დღე არ დაგეგმოთ არაფერი მნიშვნელოვანი. არ დაუშვათ შეცდომები საქმეებში, ურთიერთობებში.
    სიყვარულისა და სილამაზის პლანეტა ვენერა ისევ რეტროგრადულია. ზოგიერთი წყვილი ურთიერთობას გადახედავს. ახალგაცნობილებთან რომანის გაბმას არ გირჩევთ.

    ვერძი
    საყვარელი ადამიანი იზრუნებს თქვენზე. სასურველია, ერთმანეთი კომპლიმენტებით აავსოთ. პატარა სიურპრიზები და სასიამოვნო წვრილმანები კიდევ უფრო დაგაახლოებთ და ყოველდღიურობას მეტ რომანტიკას შესძენს. კვირის ბოლოს, უსიამოვნებების დაძლევის შემდეგ მიხვდებით, რომ მეუღლე თქვენი მტერი არაა.

    კურო
    ახალ ნაცნობებს ადვილად გაიჩენთ, მაგრამ მათმა აგრესიულობამ და კონფლიქტურობამ შეიძლება ურთიერთობის გაგრძელების სურვილი დაგიკარგოთ. ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. არ მოიწყინოთ, პირადი ცხოვრების დარეგულირებას რთული პერიოდის გასვლის შემდეგ შეძლებთ.

    ტყუპი
    პარტნიორში შეიძლება ხასიათის ახალი თვისებები აღმოაჩინოთ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ პირადი ცხოვრების გასაუმჯობესებლად თავად უნდა იყოთ აქტიური. დაქორწინებულების ცხოვრებაში მოიმატებს დაძაბულობა. ახალგაცნობილმა შეიძლება იმედი გაგიცრუოთ, არ აღმოჩნდეს ისეთი, როგორადაც თავს გაჩვენებდათ. მარტოხელებს ინტერნეტნაცნობობა გელით. გაერთობით, მაგრამ არაფერი სერიოზული.

    კირჩხიბი
    თქვენს ნიშანში გონების მმართველი პლანეტა მერკური გადმოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გონებით შეძლებთ მოქმედებას და არა ემოციებს აყოლილი. დიპლომატიურად განუცხადეთ პარტნიორს ის წყენები, რაც ბოლო დროს დაგიგროვდათ. ერთად იფიქრეთ, როგორ უნდა გადაარჩინოთ კავშირი. ახალგაცნობილთან რომანი შეიძლება იყოს ხანმოკლე.

    ლომი
    შეიძლება გამოჩნდეს ყოფილი ან დიდი ხნის მეგობართან დაიწყოთ რომანი. კვირის დასაწყისში ყველგან და ყველასთან გააბამთ ფლირტს. თუმცა, თუ არ გაჩერდებით, ინანებთ. განსაკუთრებით, წყვილში მყოფი ლომები. მარტოხელები მიხვდებიან, რომ ახლანდელი თაყვანისმცემელი ცხოვრების მეგზურად არ გამოადგებათ.

    ქალწული
    სამსახურში მამაკაცი კოლეგებისგან გადამეტებულ ყურადღებას იგრძნობთ. საქმე იმაშია, რომ ვერ გაერკვევით, როგორი რეაქცია უნდა გქონდეთ და ამის გამო შეიძლება ხშირად შეგექმნათ უხერხული სიტუაცია. დაქორწინებულებს მთელი კვირა გაგაღიზიანებთ მეუღლის ქცევა და კვირის ბოლოს "იფეთქებთ", თუმცა, მერე ამასაც ინანებთ და უმჯობესია, თავიდანვე დიპლომატიურად იმოქმედოთ.

    სასწორი
    მოგეჩვენებათ, რომ საყვარელი ადამიანი ყველაფერს ისე აკეთებს, რომ მდგომარეობიდან გამოგიყვანოთ და ეჩხუბოთ. ზოგიერთი გადახედავს ურთიერთობას და შეიძლება დაფიქრდეს, რომ უმჯობესია, ყველაფერს წერტილი დაესვას. მარტოხელებს, რაც უნდა ეცადონ, ამ კვირაში პირადი ცხოვრების მოწყობაში არ გაუმართლებთ.

    მორიელი
    ამ კვირაში საქმეებისა და ვალდებულებების (სამსახური, ბავშვები, ჯანმრთელობა) გამო პირადი ცხოვრება თქვენთვის უმნიშვნელო იქნება. პარასკევს ემოციურობა მოიმატებს და მაქსიმალურად უნდა აკონტროლოთ საკუთარი თავი.

    მშვილდოსანი
    სურვილი, რომ გვერდით საყვარელი ადამიანი გყავდეთ, იმის უფლებას არ გაძლევთ, რომ ახალგაზრდა მამაკაცი თქვენი "შემოტევებით" შეაშინოთ. დაოჯახებულებს სერიოზული საუბარი გელით მეუღლესთან. მაქსიმალურად მოერიდეთ კონფლიქტს.

    თხის რქა
    საინტერესო ისაა, რომ საყვარელი ადამიანი შეიძლება თქვენი ბიზნესპარტნიორიც გახდეს ან მეუღლესთან ერთად გადაწყვიტოთ რაიმე საქმის დაწყება. მარტოხელებს არ გირჩევთ ახალი პიროვნებების გაცნობას, იმედგაცრუების მეტს ვერაფერს მიიღებთ.

    მერწყული
    დაწყვილებულებს თავგადასავლები გელით. ერთმანეთთან ყოფნის მეტი არაფერი გაინტერესებთ. ახალგაცნობილთან პაემანი შეიძლება კამათით დასრულდეს. კვირის ბოლოს მოულოდნელი შეხვედრა გელით ადამიანთან, რომელი თქვენგან შორს ცხოვრობს ან წლები არ გყავდათ ნანახი.

    თევზები
    სახლში უსიამოვნება შეიძლება თქვენი მიზეზით გახშირდეს. საყვარელ ადამიანს არ მოახვიოთ თქვენი მოსაზრებები, სურვილები და პრეტენზიები. ეცადეთ, მის მიმართ მეტად მოსიყვარულე იყოთ. მარტოხელებს ამ კვირაში ახალი პარტნიორების მოძებნას არ გირჩევთ. პარასკევი კვირის ის დღეა, როცა მაქსიმალურად ფრთხილი და მშვიდი უნდა იყოთ.

    წყარო: marao.ge
    285 ნახვა
    2-06-2020, 00:44