GOGA.TV
youtube
3
კორონავირუსით საქართველოში მეცამეტე ადამიანი გარდაიცვალა
  • კორონავირუსით საქართველოში მეცამეტე ადამიანი გარდაიცვალა

    კორონავირუსით საქართველოში მეცამეტე ადამიანი გარდაიცვალა, რომელიც მკურნალობას თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადიოდა.

    ლევან გოფოძის თქმით, გარდაცვლილი 75 წელზე მეტი ასაკის მამაკაცია, ის კრიტიკულად მძიმე პაციენტი იყო და კოვიდინფექციის გარდა, სხვა მძიმე თანმდევი დაავადებებიც ჰქონდა.

    მამაკაცი ბოლნისის რაიონიდან იყო.

    ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 796 დადასტურებული შემთხვევაა, გარდაიცვალა 13 პაციენტი.
    211 ნახვა
    3-06-2020, 00:33