GOGA.TV
რუსეთში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევებმა 5 ათასს გადააჭარბა
  • რუსეთში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევებმა 5 ათასს გადააჭარბა

    რეგიონის ქვეყნებში კოვიდინფექციის სტატისტიკა ისევ მზარდია. რუსეთში COVID ინფექციით გარდაცვალების შემთხვევებმა 5 ათასს გადააჭარბა. ინფიცირებულთა შორის კი 500-მდე ჟურნალისტია. რუსული მხარე ვაქცინის მოხალისე სამხედროებზე გამოცდას აანონსებს.

    გასულ დღე-ღამეში 22 ადამიანი გარდაიცვალა თურქეთში. 10 ათასს აჭარბებს COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა სომხეთში. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 158-ს მიაღწია. აზერბაიჯანში კი ეს მაჩვენებელი ბოლო 24 საათში 71-მდეა გაზრდილი.
    193 ნახვა
    3-06-2020, 00:37