GOGA.TV
youtube
3
  • გიორგი ვაშაძე სხვა პოლიტიკურ პარტიებს, მაჟორიტარული ოლქების გადანაწილებასთან დაკავშირებით, გაერთიანებისაკენ მოუწოდებს

    "ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე სხვა პოლიტიკურ პარტიებს, მაჟორიტარული ოლქების გადანაწილებასთან დაკავშირებით, გაერთიანებისაკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ თბილისში აუცილებელია გაერთიანებული ძალებით დაუპირისპირდნენ მმართველ პოლიტიკურ ძალას.

    "ერთადერთი გზა, რაც ჩვენ უნდა ავირჩიოთ, ეს არის ერთიანობა, კონსოლიდაცია, თანამშრომლობა და აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ ერთობას, რომ ვითანამშრომლოთ მაჟორიტარული თვალსაზრისით. განსაკუთრებით, თბილისში უნდა გვყავდეს ერთიანი მაჟორიტარები. თავი შევიკავოთ ზედმეტი საჯარო განცხადებებისგან. დავსხდეთ ისე, როგორც ჩვენ გვჩვევია და ქვეყნისთვის საჭირო, საერთო გადაწყვეტილება მივიღოთ,"- აცხადებს "ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.

    "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა პოლიტიკურ გაერთიანებებს დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდა გაერთიანებისაკენ და ისინი კონსულტაციებისთვის საკუთარ ოფისში დაპატიჟა.

    "30 უკანასკნელი მაჟორიტარული ოლქი, ოპოზიციის განსაკუთრებულ ყურადღებას და ერთიანობას მოითხოვს. არც ის არის დასამალი, რომ ხშირად ერთ პარტიაში კანდიდატურების შერჩევა ჭირს, აღარ არის საუბარი 30-40 პოლიტიკურ პარტიაზე, სადაც უმრავლესობას ინტერესები აქვს, მათ შორი მაჟორიტარულ ოლქებზე,"- აღნიშნავს საქართველოს "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე შალვა ნათლაშვილი.
    96 ნახვა
    4-06-2020, 09:45