GOGA.TV
საქართველოს ოპოზიციურმა პარტიებმა გიორგი რურუას საქმეთან დაკავშირებით დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს
  • საქართველოს ოპოზიციურმა პარტიებმა გიორგი რურუას საქმეთან დაკავშირებით დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს

    საქართველოს ოპოზიციურმა პარტიებმა გიორგი რურუას საქმეთან დაკავშირებით დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

    პარტიები კიდევ ერთხელ შეახსენებენ ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების პირობებისა და მათი შესრულების აუცილებლობის თაობაზე. მათი თქმით, შეთანხმების ყველა კომპონენტის შესრულება და საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ქვეყანაში შესაძლო პოლიტიკური კრიზისის თავიდან ასარიდებლად.

    განცხადებაში ვკითხულობთ, რომ შეთანხმება ვერ ჩაითვლება შესრულებულად, სანამ საპატიმროში რჩება პოლიტიკური პატიმარი, გიორგი რურუა.

    პარტიების შეშფოთებას იწვევს მიზანმიმართული სახელისუფლებლო კანპანია გიორგი რურუას დისკრედიტაციის მიზნით, რომელსაც ხელისუფლებისგან მართულმა მედია საშუალებებმა უკანასკნელ დღებში წარმოიწყეს და რომელიც ქვეყანაში არსებული სამართლებრივი ფიასკოს ფონზე მიმდინარეობს.

    განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი პოლიტიკური პარტიები: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, ახალი საქართველო, გირჩი, რესპუბლიკური პარტია, ლელო, ლეიბორისტული პარტია, სახელმწიფო ხალხისთვის, ერთიანი საქართველო, გამარჯვებული საქართველო, ევროპელი დემოკრატები, ქრისტიან-კონსერვატული პარტია, სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის, თავისუფალი დემოკრატები.
    245 ნახვა
    8-06-2020, 08:58