X
GOGA.TV
13
მორიელის 5 საუკეთესო თვისება, რომელშიც ვერავინ შეედრება
  • მორიელის 5 საუკეთესო თვისება, რომელშიც ვერავინ შეედრება

    ზო­დი­ა­ქოს უძ­ლი­ე­რეს ნიშ­ნებს შო­რის მო­რი­ე­ლი ყო­ველ­თვის სა­პა­ტიო ად­გილს იკა­ვებს. იმი­ტომ რომ, ამ ნი­შანს ორი უძ­ლი­ე­რე­სი პლა­ნე­ტა - მარ­სი და პლუ­ტო­ნი მარ­თავს. მათ ასე­ვე გა­აჩ­ნი­ათ ხა­სი­ათ­ში გარ­კვე­უ­ლი ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბიც, რო­მელ­საც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­მო­უ­ცხა­დონ ბრძო­ლა. რაც შე­ე­ხე­ბა სა­უ­კე­თე­სო თვი­სე­ბებს, ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

    1. ის გა­მო­ირ­ჩე­ვა ძლი­ე­რი ნე­ბის­ყო­ფით - მო­რი­ელ­ზე უფრო პრინ­ცი­პუ­ლი, ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნებს შო­რის ძნე­ლად თუ ვინ­მე მო­ი­ძებ­ნე­ბა. მას უნა­რი აქვს გა­უძ­ლოს ნე­ბის­მი­ერ ცხოვ­რე­ბი­სე­ულ დარ­ტყმას, ყო­ველ­გვა­რი წუ­წუ­ნი­სა და თა­ვის შე­ცო­დე­ბის გა­რე­შე.

    2. ის კარ­გად ცნობს ადა­მი­ა­ნებს - მო­რი­ე­ლი კარ­გად არ­ჩევს შავს და თეთ­რს, მტყუ­ანს და მარ­თალს. ამი­ტომ ადა­მი­ა­ნე­ბის ამოც­ნო­ბა­ში ბა­და­ლი არ მო­ე­ძებ­ნე­ბა და რო­გორც წესი, ყო­ველ­თვის ცდი­ლობს მხო­ლოდ სან­დო ხალ­ხი შე­მო­იკ­რი­ბოს გარ­შე­მო.

    3. ის სა­ი­მე­დო მე­გო­ბა­რი და სა­ში­ში მტე­რია - თა­ვი­სი­ა­ნე­ბის­თვის მო­რი­ელს სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლეც კი არ ენა­ნე­ბა. იგი ყო­ველ­თვის იცავს მათ, ვი­საც ად­გი­ლი მი­უ­ჩი­ნა სა­კუ­თარ გულ­ში და ცხოვ­რე­ბა­ში. მაგ­რამ სას­ტი­კად უს­წორ­დე­ბა მათ, ვინც რა­ი­მე მი­ზე­ზით აწყე­ნი­ნა.

    4. ის ძლი­ე­რია - რო­გორც ფი­ზი­კუ­რად, ისე სუ­ლი­ე­რად. მო­რი­ელს უნა­რი აქვს სა­კუ­თარ ნაკ­ლო­ვა­ნე­ბებ­ზე მაღ­ლა დად­გეს. არა­სო­დეს ითხო­ვოს დახ­მა­რე­ბა და ყო­ველ ჯერ­ზე, თუნ­დაც ყვე­ლა­ზე დიდი წა­გე­ბის შემ­თხვე­ვა­ში აა­შე­ნოს უკე­თე­სი ცხოვ­რე­ბა და უკე­თე­სი სა­კუ­თა­რი თავი.

    5. ის მიმ­ზიდ­ვე­ლია - ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ხალ­ხი, რა­ნა­ი­რი გა­რეგ­ნო­ბაც არ უნდა ჰქონ­დეთ, ყო­ველ­თვის მაგ­ნი­ტი­ვით იზი­დავს გარ­შე­მო მყო­ფებს. სექ­სუ­ა­ლუ­რი შარ­მი, რომ­ლი­თაც მო­რი­ე­ლია და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი გულ­გრილს არა­ვის ტო­ვებს.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    146 ნახვა
    10-06-2020, 00:24