GOGA.TV
youtube
3
  • ეს არის კატასტროფა "ქართული ოცნების" ხელისუფლებისათვის - ნინო ბურჯანაძე

    ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენების მწვავე კრიტიკას და ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნას არასაპარლამენტო პოლიტიკურ სპექტრში "ქართული ოცნებისთვის" კატასტროფა უწოდეს.

    "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძის შეფასებით, როგორც კი ბიძინა ივანიშვილს სანქციებს დაუწესებენ, "ქართული ოცნების" დღევანდელი წევრები მას ერთმანეთის მიყოლებით დატოვებენ.

    "ეს არის კატასტროფა "ქართული ოცნების" ხელისუფლებისათვის და ბიძინა ივანიშვილს, პრაქტიკულად, გამოსავალი არ რჩება ამ ვერდიქტის შემდეგ, ან ის უნდა შეეგუოს, რომ არჩევნების გზით წავიდეს ხელისუფლებიდან და ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, "ქართული ოცნება" განწირული კატასტროფული წაგებისთვის, ან უნდა შეეგუოს, რომ როგორც კი მას სანქციებს დაუწესებენ, თავად "ქართული ოცნების" წარმომადგენლები გაუსწრებენ ერთმანეთს, ვინ უფრო სწრაფად დატოვებს ბიძინა ივანიშვილს,"- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

    "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა კი ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამ ანგარიშით მის მიერ ხალხისთვის მიცემული პირობა შესრულდა.

    "ჩემ მიერ ქართველ ხალხზე მიცემული დაპირება შესრულებულია. დადგა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური აღსასრული. ამერიკის შეერთებული სტატების კონგრესში გაკეთებული დასკვნით, ბიძინა ივანიშვილი სავსებით სამართლიანად მიჩნეულია პრეზიდენტ პუტინის თანამოაზრედ,"-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

    კონგრესმენების ანგარიშს გამოეხმაურნენ პარტია "ლელოშიც".

    "უკვე ძალიან პირდაპირ და მკაფიოდ არის საუბარი ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესებაზე, უფრო მეტად და მკაცრად, ვიდრე ამაზე იყო საუბარი ნებისმიერ წინა წერილში, რომელიც ჩვენ გასულ თვეებში ვიხილეთ. ცხადია ის, რომ დასავლეთმა ძალიან კარგად იცის, რა ადარდებს ბიძინა ივამი9შვილს - ეს არის მისი პირადი ქონება;. დასავლელი პარტნიორები მას ეუბნებიან, რომ მისთვის ერთადერთ ყველაზე საყვარელ რამეს დაკარგავს, თუკი ქართული დემოკრატიის გადაგვარებას, მოსპობას და გაჩანაგებას არ მოეშვება,"- განაცხადა "ლელოს" წევრმა გრიგოლ გეგელიამ.

    შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის ეროვნული უსაფრთხოების ანგარიშში "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებულია, როგორც "პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული". ანგარიშს ხელს 13 კონგრესმენი აწერს და ბიძინა ივანიშვილისადმი სანქციების დაწესებას ითხოვს.
    239 ნახვა
    11-06-2020, 08:44