GOGA.TV
youtube
3
ფოთში "ქართულ ოცნებაში" არსებული შიდა დაპირისპირების გამო საკრებულოს ფრაქცია სამმა წევრმა დატოვა
  • ფოთში "ქართულ ოცნებაში" არსებული შიდა დაპირისპირების გამო საკრებულოს ფრაქცია სამმა წევრმა დატოვა

    ფოთში პოლიტიკურ პარტია "ქართულ ოცნებაში" არსებული შიდა დაპირისპირებისა და უთანხმოების გამო საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება" სამმა წევრმა დატოვა. ისინი პოლიტიკურ პარტია "ფესვებს" შეუერთდნენ. მათგან ერთ-ერთი წლების განმავლობაში ფრაქციის თავმჯდომარე, დანარჩენები კი სხვადასხვა კომისიის ხელმძღვანელები იყვნენ.

    "მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ "ქართული ოცნება" დაგვეტოვებინა, რადგან უკვე უთანხმოება გვქონდა ერთმანეთში, ვერ ვუგებდით რიგ საკითხებში და ამის გამო დავტოვეთ აღნიშნული პარტია. შევუერთდით პარტია "ქართულ ფესვებს“, რომელიც ახალი შექმნილია. ახალი პოლიტიკური ძალა ორიენტირებული იქნება ხალხის კეთილდღეობაზე და საქმის კეთებაზე. დღეს საკრებულოში ჩამოვაყალიბეთ ასევე ფრაქცია "ქართული ფესვები". მართალია, ჩემი კანდიდატურა საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე გუნდის შიგნით განიხილებოდა, მაგრამ გადაწყდა ისე, რომ მე მომეხსნა კანდიდატურა და საკრებულოს თავმჯდომარე გახდა მეორე კანდიდატი ბექა ვაჭარაძე, რომლის საწინააღმდეგო მე არაფერი არ მაქვს. იყო სხვა რიგი საკითხები, რის გამოც ვერ გავუგეთ ერთმანეთს და გადავწყვიტეთ, დაგვეტოვებინა "ქართული ოცნება", - განაცხადა ფრაქცია "ქართული ფესვების" თავმჯდომარე თორნიკე შონიამ.
    146 ნახვა
    12-06-2020, 09:40