GOGA.TV
"მოიმატებს აგრესია, პროვოკაციები, მოერიდეთ არაადეკვატურ ადამიანებს" - რა ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს 28 ივნისიდან, როცა მარსი ვერძში გადავა
  • "მოიმატებს აგრესია, პროვოკაციები, მოერიდეთ არაადეკვატურ ადამიანებს" - რა ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს 28 ივნისიდან, როცა მარსი ვერძში გადავა

    ახლა მარ­სი თევ­ზე­ბის ზო­დი­ა­ქო­შია, მაგ­რამ სულ ცოტა ხან­ში თა­ვის ნიშ­ნა­ში - ვერ­ძში გა­და­ვა და მერე იქი­დან შე­მოგ­ვი­ტევს, თუმ­ცა თევ­ზებ­ში ყოფ­ნის დრო­საც გრძნობს ზო­გი­ერ­თი წყალ­ქვე­შა ბიძ­გებს. ვინ იგ­რძნობს მარ­სის გავ­ლე­ნას ყვე­ლა­ზე მე­ტად? რა თქმა უნდა მებ­რძო­ლი, მე­ო­მა­რი ადა­მი­ა­ნე­ბი. აგ­რეთ­ვე ისი­ნი, ვინც არი­ან ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი, მე­წარ­მე­ე­ბი და გა­მორ­ჩე­უ­ლი პრო­ფე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. მარ­სი გან­სა­კუთ­რე­ბით იმოქ­მე­დებს ზო­დი­ა­ქოს შვიდ წარ­მო­მად­გე­ნელ­ზე .

    გან­ვი­ხი­ლოთ მარ­სის ას­პექ­ტე­ბი პლა­ნე­ტებ­თან: იუ­პი­ტე­რი, სა­ტურ­ნი და პლუ­ტო­ნი , რათა წი­ნას­წარ ვი­ცო­დეთ რას­თან გვექ­ნე­ბა შე­ხე­ბა, რას უნდა ვე­ლო­დეთ და რო­გორ მო­ვიქ­ცეთ ამა თუ იმ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში.

    ახლა მზე ტყუ­პის ზო­დი­ა­ქოს ნი­შან­შია. ამ მოვ­ლე­ნის გამო, ჩვენ ვართ აქ­ტი­უ­რე­ბი მი­მოს­ვლა­ში, კონ­ტაქ­ტებ­ში, სწავ­ლა­ში. ვართ ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ე­ბი, სწრა­ფე­ბად ვიც­ვლით შე­ხე­დუ­ლე­ბებს. აქვე მოკ­ლედ შე­გახ­სე­ნებთ ივ­ნი­სის მოვ­ლე­ნებს : 18 ივ­ნისს მერ­კუ­რი გახ­დე­ბა რეტ­როგ­რა­დუ­ლი, კირ­ჩი­ბის ზო­დი­ა­ქო­ში, მზე გა­და­ვა კირჩხიბ­ში 21-ში. 23-ში ნეპ­ტუ­ნი გახ­დე­ბა რეტ­როგ­რა­დუ­ლი. 25-ში ვე­ნე­რა დი­რექ­ტულ (სწო­რად მა­ვა­ლი გახ­დე­ბა, გას­წორ­დე­ბა, გა­მო­ვა უკუ სვლი­დან) სვლა­ში დაბ­რუნ­დე­ბა ტყუპ­ში და ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი - მარ­სი 28 ივ­ნისს გა­და­ვა ვერ­ძის ზო­დი­ა­ქო­ში.

    მარ­სი - ეს არის ჩვენს ნა­თა­ლურ რუ­კა­ში მოქ­მე­დე­ბა, ძალა, ბრძო­ლა, ენერ­გია, ინ­სტინ­ქტი, ვნე­ბა, უშიშ­რო­ბა, ჯან­მრთე­ლო­ბა, მიზ­ნი­სა და გა­მაჯ­ვე­ბის­კენ სწრაფ­ვა და მისი ნე­ბის­მი­ე­რი ხერ­ხით მიზ­ნით მიღ­წე­ვა. მარ­სის როლი: ლი­დე­რი, მებ­რძო­ლი, მო­ნა­დი­რე, საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცი, სპორ­ტსმე­ნი. მარ­სი მარ­თავს ორ ნი­შანს: ვერძსა და მო­რი­ელს . კვი­რის დღე­ე­ბი­დან - სამ­შა­ბათს. ეს მარ­სის მოკ­ლე და­ხა­სი­ა­თე­ბაა, მას­ზე ზო­გა­დი წარ­მოდ­გე­ნა რომ შე­გიქ­მნათ.

    28 ივ­ნი­სამ­დე მარ­სი თევ­ზე­ბის ზო­დი­ა­ქო­შია და ალ­ბათ შე­ამ­ჩნი­ეთ სა­კუ­თარ თავს, რომ მო­დუ­ნე­ბუ­ლი ხართ, თით­ქოს ძალა არ გყოფ­ნით მოქ­მე­დე­ბის­თვის, გირ­ჩევ­ნი­ათ, დი­ნე­ბას მიჰ­ყვეთ. თუმ­ცა, როცა ის ვერ­ძში გა­და­ვა, ყვე­ლა­ფე­რი რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვლე­ბა და ასე იქ­ნე­ბა 2021 წლის 7 იან­ვრამ­დე , სა­ნამ მარ­სი კუ­როს ზო­დი­ა­ქოს არ ეს­ტუმ­რე­ბა. რა­ტომ იქ­ნე­ბა მარ­სი ვერ­ძში ამ­დენ ხანს, რად­გან აქ მო­უ­წევს რეტ­როგ­რა­დუ­ლი (უკუს­ვა) 10 სექ­ტემ­ბრი­დან 14 ნო­ემ­ბრის ჩათ­ვლით. რეტრო­ფა­ზა სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ შე­ჩერ­დეთ, და­ფიქ­რდეთ, გა­მო­ას­წო­როთ დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბი და არ იყოთ სულსწრა­ფი და არ გინ­დო­დეთ ყვე­ლა­ფე­რი აქვე და ამ წამს. გა­იხ­სე­ნეთ პე­რი­ო­დი 2018 წლის 26 ივ­ლი­სი­დან 19 აგ­ვის­ტოს ჩათ­ვლით. მარ­სი მა­ში­ნაც რეტ­როგ­რა­დუ­ლი იყო. შე­იძ­ლე­ბა გან­მე­ორ­დეს ზო­გი­ერ­თი მოვ­ლე­ნა.

    13 ივ­ნისს მარ­სი ნეპ­ტუნს შე­უ­ერ­თდე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით უნდა და­ვა­ტა­ნოთ თავს ძალა, რომ გა­ვინ­ძრეთ, ვი­მოქ­მე­დოთ. თუმ­ცა, უკვე 16-17 ივ­ნი­სი­დან, ენერ­გია მოგ­ვე­მა­ტე­ბა და ცოტა "მო­ვი­ქო­ქე­ბით".

    უნდა გა­გაფრ­თხი­ლოთ, რომ ამ პე­რი­ოდ­ში ფრთხი­ლად იყოთ ბასრ და წვე­ტი­ან საგ­ნებ­თან, აგ­რეთ­ვე, ორ­თქლთან, მდუ­ღა­რე წყალ­თან და აა­ლე­ბად სი­თხე­ებ­თან

    აკონ­ტრო­ლეთ ტერ­ფე­ბი, არც და­ი­ზი­ა­ნოთ და თან და­აკ­ვირ­დით, სად და რაზე აბი­ჯებთ. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდეა ან სა­კუ­თა­რი თავი გა­მოს­ცა­დოს მის­თვის სრუ­ლი­ად ახალ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.

    კი­დევ რამ­დე­ნი­მე თა­რი­ღი, რო­მელ­ზეც უნდა გა­გაფრ­თხი­ლოთ. ესე­ნია: 24 აგ­ვის­ტო, 13 სექ­ტემ­ბე­რი და 2021 წლის 13 იან­ვა­რი (აქაც ვით­ვა­ლი­წი­ნებთ პლუს/მი­ნუს 2 დღე), როცა მარ­სი ცუ­დად და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა პლა­ნე­ტა სა­ტურნს. მო­ი­მა­ტებს სირ­თუ­ლე­ე­ბი, და­ძა­ბუ­ლო­ბა. ხან­და­ხან კი რა­მის გა­კე­თე­ბის სურ­ვი­ლი სრუ­ლი­ად შე­იძ­ლე­ბა და­გე­კარ­გოთ. თუმ­ცა, გირ­ჩევთ, გა­მო­ავ­ლი­ნოთ მოთ­მი­ნე­ბა და არ მი­ა­ტო­ვოთ და­წყე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი, იყა­ვით რე­გუ­ლა­რუ­ლი და სის­ტე­მა­ტუ­რი, რო­გორც წესი, ვერ­ძში მყო­ფი მარ­სი სწრა­ფად აენ­თე­ბა ხოლ­მე და მოქ­მე­დე­ბის ცე­ცხლიც მა­ლე­ვე უქ­რე­ბა.

    ყუ­რა­დღე­ბას ითხოვს აგ­რეთ­ვე თა­რი­ღი: 4 აგ­ვის­ტო და 19 ოქ­ტომ­ბე­რი და 2021 წლის 23 იან­ვა­რი . აქ ვე­ლო­დე­ბით მარ­სი იუ­პი­ტე­რის კვად­რატს. მო­გინ­დე­ბათ გავ­ლე­ნის ზო­ნის გა­ფარ­თო­ე­ბა, თქვე­ნი ძა­ლის ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის და­ნახ­ვე­ბა, სა­ზღვარ­გა­რეთ გამ­გზავ­რე­ბა. ამას­თა­ნა­ვე, არ გირ­ჩევთ და­პი­რის­პი­რე­ბას გარ­შე­მო მყო­ფებ­თან, გან­სა­კუთ­რე­ბით ზემ­დგო­მებ­თან და გან­სა­კუთ­რე­ბით უფ­ლე­ბე­ბის მუშ­ტე­ბით, ია­რა­ღით დაც­ვას.

    და ბოლო და­ძა­ბუ­ლი ას­პექ­ტის შე­სა­ხე­ბაც ვთქვათ ორი­ო­დე სი­ტყვა. ამ­ჯე­რად ერ­თმა­ნეთს უპი­რის­პირ­დე­ბა ორი ენერ­გი­უ­ლი, ძლი­ე­რი და შემ­ტე­ვი პლა­ნე­ტა - მარ­სი და პლუ­ტო­ნი. ფრთხი­ლად და დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლად ვართ 13 აგ­ვის­ტოს, 9 ოქ­ტომ­ბერს და 23 დე­კემ­ბერს . არც აქ არ გვი­ვი­წყდე­ბა პლუს/მი­ნუს 2 დღე.

    28 ივ­ნი­სი­დან ადა­მი­ა­ნი მე­ტად იქ­ნე­ბა მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი პირ­ვე­ლო­ბის­თვის, ლი­დე­რო­ბის­თვის, იბ­რძო­ლებს გა­დარ­ჩე­ნის­თვის. და­აკ­ვირ­დით ამ პე­რი­ოდს, გან­სა­კუთ­რე­ბით თუ თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მე­ტალ­თან, ცე­ცხლთან და მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რას­თან, მჭრელ საგ­ნებ­თან, სი­ცო­ცხლის­თვის სა­რის­კო საქ­მი­ა­ნო­ბას­თან. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მარ­თებთ მძღო­ლებს (ნე­ბის­მი­ე­რი ტრან­სპორ­ტის), სპორ­ტსმე­ნებს, სამ­ხედ­რო­ებ­სა და მე­წარ­მე­ებს.

    არ დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ ვერ­ძის ზო­დი­ა­ქო­ში (21 იან­ვრი­დან) მდე­ბა­რე­ობს ლი­ლი­ტიც (ცდუ­ნე­ბა, ში­შე­ბი, მტრე­ბი) და იქ დარ­ჩე­ბა 21 ოქ­ტომ­ბრამ­დე. მარ­სი და ლი­ლი­ტი სამ­ჯერ შე­ერ­თდე­ბა, 2020 წელს: 10 აგ­ვის­ტოს, 23 სექ­ტემ­ბერს და 2021 წლის 21 იან­ვარს. ამ პე­რი­ო­დებ­ში (და პლუს/მი­ნუს 2 დღე) მო­ი­მა­ტებს სიბ­რა­ზე, აგ­რე­სია, პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი, ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის სურ­ვი­ლი. ამი­ტომ, ეცა­დეთ, მაქ­სი­მა­ლუ­რად გაფრ­თხილ­დეთ და მო­ე­რი­დეთ არა­ა­დეკ­ვა­ტურ ადა­მი­ა­ნებ­თან კონ­ტაქტს.

    თუმ­ცა, ვთქვათ ისიც, რომ ვერ­ძში იმ­ყო­ფე­ბა ქი­რო­ნიც და იმე­დია, შე­და­რე­ბით მშვი­დო­ბი­ა­ნად ჩა­ივ­ლის ყვე­ლა უსი­ა­მოვ­ნე­ბა. მარ­სი ქი­რო­ნის პირ­ვე­ლი შე­ერ­თე­ბა გვექ­ნე­ბა 14 ივ­ლისს . ამ პე­რი­ოდ­ში (პლუს/მი­ნუს 2 დღე) შე­იძ­ლე­ბა სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უ­ყა­როთ ახალ, პო­ზი­ტი­ურ საქ­მე­ებს, პრო­ექ­ტებს. თუმ­ცა, მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი თა­ვის იმე­დი უნდა გქონ­დეთ, ლი­დე­რის თვი­სე­ბე­ბი უნდა გა­მო­ავ­ლი­ნოთ და სხვე­ბის­გან დახ­მა­რე­ბას ნუ ელო­დე­ბით. აგ­რეთ­ვე, გირ­ჩევთ, გა­მო­ი­ჩი­ნოთ მოთ­მი­ნე­ბა, ტაქ­ტი, იყოთ გა­აზ­რე­ბუ­ლი და მო­მენ­ტა­ლუ­რი "აფეთ­ქე­ბის" გამო არ გა­ა­ფუ­ჭოთ ყვე­ლა­ფე­რი.

    ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბი­დან ვინ იგ­რძნობს მარ­სის გავ­ლე­ნას ყვე­ლა­ზე მე­ტად: ესე­ნია: ვერ­ძი, ლომი, მშვილ­დო­სა­ნი, აგ­რეთ­ვე, კირჩხი­ბი, სას­წო­რი, მო­რი­ე­ლი და თხის რქა.

    5 ივ­ნი­სი­დან 5 ივ­ლი­სის ჩათ­ვლით "დაბ­ნე­ლე­ბე­ბის დე­რე­ფა­ნია" - რა უნდა ვი­ცო­დეთ ამ ერთ თვეს­თან და­კავ­ში­რე­ბით

    ნუ და­გა­ვი­წყდე­ბათ, რომ ჩვენ ახლა დაბ­ნე­ლე­ბე­ბის დე­რე­ფან­ში ვიმ­ყო­ფე­ბით და მარ­სი და­ძა­ბულ ას­პექტს ქმნის დაბ­ნე­ლე­ბის წერ­ტილ­თან, ასე იყო 5 ივ­ნისს და ასე იქ­ნე­ბა 21-ში , როცა მზის დაბ­ნე­ლე­ბა იქ­ნე­ბა. იმე­დია, მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა მშვი­დო­ბი­ა­ნად შეხ­ვდით და მომ­დევ­ნო დაბ­ნე­ლე­ბებ­საც სიმ­შვი­დით გა­და­ი­ტა­ნეთ.

    ბედ­ნი­ერ და მშვიდ დღე­ებს გი­სურ­ვებთ!

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    637 ნახვა
    13-06-2020, 00:42