GOGA.TV
youtube
3
დღეიდან დახურულ სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულოა, დარღვევა კი დაჯარიმებას გამოიწვევს
  • დღეიდან დახურულ სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულოა, დარღვევა კი დაჯარიმებას გამოიწვევს

    პანდემია ჯერ არ დასრულებულა, ექიმები საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ, ხელისუფლება კი ცდილობს მოწოდება კონკრეტული რეგულაციებითაც გაამყაროს.

    დღეიდან დახურულ სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულოა. დარღვევა კი დაჯარიმებას გამოიწვევს. პირბადის ტარების წესის გაუთვალისწინებლობა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით.

    რეგულაციებთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებაა საზოგადოებაში. ნაწილი მიიჩნევს, რომ ჯარიმები აუცილებელია, ნაწილი კი მოქალაქეების სოციალურ პრობლემებს უსვამს ხაზს და ამბობენ, რომ მოქალაქეებს პირბადეების შეძენის საშუალებაც კი არ აქვთ.

    განსხვავებული მოსაზრებებია საკანონმდებლო ორგანოშიც. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მოქალაქეების ნაწილს არჩევანი უდგას პური შეიძინოს თუ იმავე ფასის პირბადე. ამ პირობებში რომან გოცირიძე წინ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს მმართველი გუნდის ინიციატივას, რომ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას პირბადეები გადასცენ.
    278 ნახვა
    13-06-2020, 08:40