GOGA.TV
youtube
3
  • მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ კიევიდან მოუწოდებს

    მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ კიევიდან მოუწოდებს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ამჯერად უკრაინის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი მიესალმება ნაბიჯებს, რომელიც მაჟორიტარების კუთხით, კოორდინაციისთვის გადაიდგა, მაგრამ მიიჩნევს, რომ ეს საკმარისი არ არის. სააკაშვილი ამბობს, რომ ახლა ყველამ უნდა გადადოს ამბიციები გვერდზე და ყველა ოპოზიციური ჯგუფი ერთიან სიაში გაერთიანდეს.

    "მივესალმები იმ ნაბიჯებს, რომელიც გადაიდგა მაჟორიტარობის კუთხით კოორდინაციის. მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ ახლა არის სიტუაცია, როდესაც ყველამ უნდა გადავდოთ ამბიციები გვერდზე და გავაერთიანოთ მთლიანად ყველა ოპოზიციური ჯგუფი ერთიან სიაში. ეს არის ერთიანობის ყველაზე ზუსტი და სწორი ფორმა! ასეთია საქართველოს წინა გამოცდილებაც და ასეთია მსოფლიოს გამოცდილებაც.

    გავერთიანდეთ! გავაკეთოთ ერთიანი დიდი სია. ადგილები გადანაწილდეს ეს ჩემთვის სულერთია, მაგრამ ალბათ, პარტიების რეიტინგებით და მხარდაჭერის მიხედვით და ეს ადვილი დასადგენია და შემდეგ ერთიანი ფრონტით შევუტიოთ ივანიშვილს,"- აცხადებს სააკაშვილი.
    190 ნახვა
    13-06-2020, 09:04