GOGA.TV
youtube
3
  • ილია მეორემ მრევლს ქადაგებით მიმართა და ყოველთა წმინდანთა დღესასწაული მიულოცა

    დღეს სამების საკათედრო ტაძარში წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ჩაატარა. ილია მეორემ მრევლს ქადაგებით მიმართა და ყოველთა წმინდანთა დღესასწაული მიულოცა.

    პატრიარქმა სასულიერო პირებიც დააჯილდოვა და აღნიშნა, რომ აფასებს ქვეყნის სამღვდელოების მოღვაწეობას.

    "წმინდანი არის ის ადამიანი, რომელიც ცდილობს, დღეს იყოს უკეთესი, ვიდრე ის იყო გუშინ. სულიერ კიბეზე ადის წმინდანი და მე გისურვებთ თქვენ ყველას, რომ ჩვენ ყველანი ავიდეთ სულიერ კიბეზე.

    საქართველო უცხოეთში ოქროსა და ვერცხლს კი არა, მადლს ეძებდა," - განაცხადა პატრიარქმა.
    144 ნახვა
    14-06-2020, 09:10