GOGA.TV
  • საქართველოში კორონავირუსისგან მე-14 პაციენტი გარადაიცვალა

    თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსისგან გარდაცვლილი მე-14 პაციენტი მათ კლინიკაში სეფსისის ცენტრიდან შეიყვანეს.

    პაციენტი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფებოდა.

    "შემოვიდა 4 აპრილს. შემოყვანილ იქნა სეფსისის ცენტრიდან. შემოყანისას გამოხატული იყო სუნთქვის მწვავე უკმარისობა. შემოსვლისთანავე იმყოფებოდა ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, ასევე აღენიშნებოდა გენოდინამიკის რღვევა. ჩატარებული კვლევების შედეგად გამოვლინდა 24 ქულა დაზიანების ინდექსის, ეს არის მაქსიმალური დაზიანება ფილტვის ქსოვილის. ყველა ღონისძიება უშედეგო აღმოჩნდა," - განაცხადა ლევან რატიანმა "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.
    191 ნახვა
    14-06-2020, 09:24