GOGA.TV
youtube
3
ავტოსაგზაო შემთხვევა ახალციხეში - შეთხვევა კოსტავას ქუჩაზე მოხდა
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ახალციხეში - შეთხვევა კოსტავას ქუჩაზე მოხდა

    ავტოსაგზაო შემთხვევა ახალციხეში - შეთხვევა ცოტა ხნის წინ კოსტავას ქუჩაზე მოხდა.

    თვითმხილველები "მთავარ არხს" უყვებიან, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა ხეს მას შემდეგ დაეჯახა, რაც მძღოლმა გვერდითა ქუჩიდან მაღალი სიჩქარით მოძრავმა ავტომობილი დაინახა.

    ცენტრალურო ქუჩიდან მოდიოდა სასწრაფო, რომელსაც "სირენებიც" ჩართული ჰქონდა და ამ დროს გვერდითა ჩიხიდან მაღალი სიჩარით მოძრავმა ავტომობილმა გამოუხვია, სასწრაფოს მძოლი რომ არ დაჯახებოდა გადაუხვია გვერით და დაეჯახა ხეს, - გვიყვება თვითმხილველი, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს.

    მისივე ინფორმაციით, დაშავებულია ახალგაზრდა ქალი, რომელსაც, სავარაუდოდ, ფეხი მოტყდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. თვითმიხილველისვე ინფორმაციით, მსუბუქადაა დაშავებული სასწრაფოს ექიმიც.

    "მთავარი" დეტალების დადგენას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.
    206 ნახვა
    14-06-2020, 10:24