GOGA.TV
youtube
3
  • ხმაური სოფელ ფერმაში - მოსახლეობა მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს აპოტესტებს

    ხმაური სოფელ ფერმაში - მოსახლეობა მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს აპოტესტებს. ამბობენ, რომ უკვე წლებია, სოფელში სასმელი წყლის პრობლემაა, თუმცა ხელისუფლება არაფერს აკეთებს.

    მათივე ინფორმაციით, ხელისუფლება მოსახლეობას მათივე განსხვავებული არჩევანის გამო სჯის, ვინაიდან სოფლის მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი, მხარს ოპოზიციას უჭერს.

    წყალი ჩვენ არა გვაქვს. ფული შევაგროვეთ ოჯახებში, ყველამ 200-200 ლარი.. ერთი თვეც არ გვქონდა წყალი. "სტოლბები" და შუქები არ გვაქვს. ჩვენთანკარგი პირობები არაფერი არ არის, ჩვენ ხალხი არა ვართ? - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

    ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლებას "ქართულ-ჯიგრულ პონტში" დახმარებას სთხოვს.

    ბატონმა გახარიამ რომ თქვა პარლამენტში, საქართველოში "ჯიგრულად" კეთდება ყველაფერიო, აქაც გაკეთდეს "ჯიგრულად", ჩვენც საქართველოს მოქალაქეები ვართ. რახან აზერბაიჯანელები ვართ, უპატრონოდ კი არ ვართ. მაშინ წავალთ აზერბაიჯანში. თუ არ გვპატრონობენ, გვითხრან წადით და წავალთ, კაცო. "ჯიგრულად" აქ რატომ არ კეთდება არაფერი? - ამბობს ადგილობრივი მცხოვრები.

    ადგილობრივების აქციას "ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც შეუერთდნენ.
    206 ნახვა
    14-06-2020, 10:41