GOGA.TV
მაგიური მზის დაბნელება, ახალმთვარეობა და პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - მოემზადეთ 21 ივნისთან შესახვედრად
  • მაგიური მზის დაბნელება, ახალმთვარეობა და პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - მოემზადეთ 21 ივნისთან შესახვედრად

    2020 წლის 21 ივ­ნი­სი იმი­თაა გა­მორ­ჩე­უ­ლი, რომ ოთხი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა გვე­ლო­დე­ბა: ზა­ფხუ­ლის ბუ­ნი­ო­ბა, მზის გა­დას­ვლა კირჩხი­ბის ზო­დი­ა­ქო­ში, ახალმთვა­რე­ო­ბა და მზის რგო­ლუ­რი დაბ­ნე­ლე­ბა. წელს ეს მზის პირ­ვე­ლი დაბ­ნე­ლე­ბაა, მაგ­რამ ბოლო კირჩხი­ბი-თხის რქის ღერძზე. სა­ინ­ტე­რე­სოა, რას მოგ­ვი­ტანს ეს დაბ­ნე­ლე­ბა ჩვე­ნი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით და რა­ტო­მაა მა­გი­უ­რი. საქ­მე ისაა, რომ ასე­თი დაბ­ნე­ლე­ბა 100 წე­ლი­წად­ში მხო­ლოდ 14-15-ჯერ ხდე­ბა და დე­და­მი­წის ზო­გი­ერთ რე­გი­ონ­ში მას ძა­ლი­ან ლა­მა­ზად და­ი­ნა­ხა­ვენ, მთვა­რე ჩა­მო­ე­ფა­რე­ბა მზეს და მისი სხი­ვე­ბი რგო­ლი­სე­ბუ­რად გა­ა­ნა­თე­ბენ ცას. მზის დაბ­ნე­ლე­ბა მოხ­დე­ბა კირჩხი­ბის პირ­ველ გრა­დუს­ში, 10:41-ზე. ძვე­ლად ბუ­ნი­ო­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აღ­ნიშ­ნავ­დნენ. ეს არის ყვე­ლა­ზე გრძე­ლი და ნა­თე­ლი დღე.

    ამ მა­გი­ურ დღეს გირ­ჩევთ ლოც­ვას, მე­დი­ტა­ცი­ას, ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცი­ას, რათა მი­ი­ზი­დოთ სი­ნათ­ლი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის ძალა

    21 ივ­ნი­სი იმი­თა­ცაა გა­მორ­ჩე­უ­ლი, რომ 5 რეტ­როგ­რა­დუ­ლი პლა­ნე­ტა (პლუ­ტო­ნი, იუ­პი­ტე­რი, სა­ტურ­ნი, ვე­ნე­რა და 18 ივ­ნი­სი­დან მერ­კუ­რიც) გვყავს და ნეპ­ტუ­ნიც ჯერ სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლია (გა­ჩე­რე­ბუ­ლი), მაგ­რამ ისიც რეტ­როგ­რა­დუ­ლი სვლის­თვის ემ­ზა­დე­ბა. ბევ­რი უნდა ვი­ფიქ­როთ, გა­და­ვი­ფიქ­როთ, გა­და­ვა­ფა­სოთ, შე­ვი­ტა­ნოთ კო­რექ­ტი­ვე­ბი, გა­მო­ვას­წო­როთ, გა­ვი­აზ­როთ და ზოგ შემ­თხვე­ვა­ში გა­და­ვა­კე­თოთ კი­დეც. და­აკ­ვირ­დით რას გა­ა­კე­თებთ 21 ივ­ნისს, პლუს/მი­ნუს 2 დღე, რად­გან იმას, რა­საც გა­ა­კე­თებთ მზის დაბ­ნე­ლე­ბა­ზე დიდი ხნით "მი­ი­წე­ბებთ".

    ეცა­დეთ, მხო­ლოდ პო­ზი­ტი­ურ გან­წყო­ბა­ზე იყოთ, მხო­ლოდ კარ­გი საქ­მე­ე­ბი გა­ა­კე­თოთ;
    გა­ი­ნე­ბივ­რეთ თავი ლა­მა­ზი ნივ­თე­ბით;
    შე­იქ­მე­ნით სა­დღე­სას­წა­უ­ლო გან­წყო­ბა;
    ჩა­მო­წე­რეთ გეგ­მა, ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცია შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ მოქ­მე­დე­ბა ჯერ არა, თუმ­ცა, თუ საქ­მე­ე­ბი უკვე და­წყე­ბუ­ლი გაქვთ ან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, ეცა­დეთ გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე და­აპ­როგ­რა­მოთ;
    აგ­რეთ­ვე, შე­გიძ­ლი­ათ მო­ი­ცი­ლოთ ის, რაც გამ­ძი­მებთ;
    ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა შე­ურ­გი­დეს გა­ბუ­ტულ ნა­თე­სა­ვებს, ილო­ცეთ თქვე­ნი წი­ნაპ­რე­ბის­თვის (ცო­ცხლე­ბის­თვი­საც და გარ­დაც­ვლი­ლე­ბის­თვი­საც), იყა­ვით მათი მად­ლი­ე­რი;
    და­ტო­ვეთ წარ­სულ­ში ყვე­ლა შიში, წყე­ნა, იმედ­გაც­რუ­ე­ბა. გა­უ­თა­ვი­სუფ­ლეთ ად­გი­ლი ყვე­ლა­ფერ კარ­გს თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში.

    21 ივ­ნისს მომ­ხდა­რი მოვ­ლე­ნე­ბის გა­მო­ძა­ხი­ლი ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა 6 თვის შემ­დეგ იგ­რძნოს, ზოგ­მა, კი, ვის­ზეც დაბ­ნე­ლე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით იმოქ­მე­დებს, 9 ან 18-19 წლის მე­რეც.

    მზის და­ბე­ლე­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად შე­იძ­ლე­ბა მომ­დევ­ნო ექ­ვსმა ნი­შან­მა შე­იგ­რძნოს: ვერ­ძი, კირჩხი­ბი, სას­წო­რი, თქის რქა, აგ­რეთ­ვე, მო­რი­ელ­მა და თევ­ზებ­მა. გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ თქვე­ნი და­ბა­დე­ბის დღე 21 რი­ცხვშია (პლუს/მი­ნუს 2 დღე) და მა­თაც, ვი­საც ნა­თა­ლურ რუ­კა­ში ტყუ­პის 28 გრა­დუ­სი­დან კირჩხი­ბის 3-4 გრა­დუს­ში აქვს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წერ­ტი­ლე­ბი. და­ბო­ლოს, 21 ივ­ნისს გაფრ­თხილ­დით და მო­ე­რი­დეთ ყვე­ლა უსი­ა­მოვ­ნო, სა­რის­კო სი­ტუ­ა­ცი­ას, იყა­ვით ფრთხი­ლი მჭრელ და წვე­ტი­ან ია­რა­ღებ­თან მუ­შა­ო­ბის დროს.

    ასე­თი დაბ­ნე­ლე­ბა ჩვენც ადრე გვქონ­და. გა­იხ­სე­ნეთ, რა სა­კი­თხე­ბი და სფე­რო­ე­ბი გახ­და თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. ეს წლე­ბია: 1982, 1987, 1992, 2001. რად­გან დაბ­ნე­ლე­ბა კირჩხიბ­ში ხვდე­ბა, ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ თუ გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა სამ­შობ­ლოს, ოჯა­ხის, ნა­თე­სა­ვე­ბის, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სა­კი­თხე­ბი. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა იყი­დოს ან გა­და­წყვი­ტოს სად­მე სა­ბო­ლო­ოდ და­ფუძ­ნე­ბა. შე­იძ­ლე­ბა გა­ნა­ახ­ლოთ სა­ო­ჯა­ხო ტრა­დი­ცი­ე­ბი ან და­ა­წე­სოთ ახ­ლე­ბი. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა კა­რი­ე­რა­ზე გა­ა­კე­თოს აქ­ცენ­ტი, თუმ­ცა, უფრო აქ­ტი­უ­რად 5 ივ­ლი­სი­დან მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბის შემ­დეგ.

    5 ივ­ნი­სი­დან 5 ივ­ლი­სის ჩათ­ვლით "დაბ­ნე­ლე­ბე­ბის დე­რე­ფა­ნია" - რა უნდა ვი­ცო­დეთ ამ ერთ თვეს­თან და­კავ­ში­რე­ბით
    ახლა კი გან­ვი­ხი­ლოთ, რას უნდა მი­აქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა მზის დაბ­ნე­ლე­ბა­ზე თქვე­ნი ზო­დი­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით. პროგ­ნო­ზი ნა­ხეთ თქვე­ნი მზის და ას­ცენ­დენ­ტის ნიშ­ნით. ქა­ლებ­მა კი, თუ იცით რო­მელ ნი­შან­ში გყავთ მთვა­რე, მისი პროგ­ნო­ზიც წა­ი­კი­თეთ. გახ­სოვ­დეთ, რომ პროგ­ნო­ზი მე­ო­რე დღეს­ვე არ სრულ­დე­ბა, მას სჭირ­დე­ბა დრო და ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს 6 თვეც კი.

    ვერ­ძი
    ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტი სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებ­ზე უნდა გა­ა­კე­თოთ. უძ­რავ ქო­ნე­ბა­ზე, ნა­თე­სა­ვებ­ზე. შე­იძ­ლე­ბა კრე­ა­ტი­უ­ლი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მო­გინ­დეთ ან - უკვე არ­სე­ბუ­ლის გა­და­კე­თე­ბა. ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა მშო­ბე­ლი გახ­დეს, ან გა­ი­გოთ, რომ თქვე­ნი ნა­თე­სა­ვი ქორ­წინ­დე­ბა. მარ­ტი­ვად მო­აგ­ვა­რებთ იმ საქ­მე­ებს, რომ­ლე­ბიც გა­ჩე­რე­ბუ­ლია. სურ­ვი­ლი ჩა­ი­ფიქ­რეთ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ყიდ­ვა­ზე, ნა­თე­სა­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე.

    კურო
    გახ­შირ­დე­ბა კონ­ტაქ­ტე­ბი და-ძმებ­თან, თა­ნა­ტო­ლებ­თან; მი­მოს­ვლე­ბი ახლო მან­ძილ­ზე. ზოგ­მა შე­იძ­ლე­ბა აი­ღოს მარ­თვის მოწ­მო­ბა, შე­იც­ვა­ლოს ან იყი­დოს ახა­ლი მან­ქა­ნა, მო­ბი­ლუ­რი, კომ­პი­უ­ტე­რი. ჩა­ე­წე­როს სას­წავ­ლო კურ­სებ­ზე. გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ნა­თე­სა­ვებ­თან. ჩა­მო­წე­რეთ სა­მო­მავ­ლო გეგ­მა სწავ­ლას­თან, ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

    ტყუ­პი
    თქვე­ნი ძი­რი­თა­დი საზ­რუ­ნა­ვი ფული იქ­ნე­ბა. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა დიდი თან­ხა მი­ი­ღოს, ვალი და­იბ­რუ­ნოს, ფული მო­ი­გოს. შე­იძ­ლე­ბა გა­მო­გიჩ­ნდეთ შე­მო­სავ­ლის ახა­ლი წყა­რო ან და­წი­ნა­ურ­დეთ. შე­იძ­ლე­ბა ფული თქვე­ნი ხმი­თაც (მომ­ღე­რა­ლი, მსა­ხი­ო­ბი) კი გა­მო­ი­მუ­შა­ოთ. ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცია გა­ა­კე­თეთ მდიდ­რულ, ფუ­ფუ­ნე­ბით ცხოვ­რე­ბა­ზე, სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და ნი­ჭის და­ფა­სე­ბა­ზე.

    კირჩხი­ბი
    და­ას­რუ­ლებთ და­წყე­ბულ საქ­მე­ებს. ზოგ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­და­წყვი­ტოს, რა­ღა­ცის შე­იც­ვა­ლა: გა­რეგ­ნო­ბა, გა­რე­მო. ქალ­ბა­ტო­ნებს ამ მზის დაბ­ნე­ლე­ბამ შე­იძ­ლე­ბა მო­გი­ტა­ნოთ ჩა­სახ­ვა ან შვი­ლის და­ბა­დე­ბა. ზოგ­მა შე­იძ­ლე­ბა ახა­ლი პარტნი­ო­რი გა­ი­ჩი­ნოს ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი მო­გი­ტა­ნოთ პარტნი­ო­რებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. შე­იძ­ლე­ბა შეხ­ვდეთ დიდი ხნის უნა­ხავ პარტნი­ორს ან გა­ერ­თი­ან­დეთ, რათა და­ას­რუ­ლოთ და­წყე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი. სურ­ვი­ლე­ბი ჩა­მო­წე­რეთ საქ­მი­ან და პი­რად ცხოვ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. არ აჩ­ქარ­დეთ, მაგ­რამ და­მუხ­ტეთ თქვე­ნი სურ­ვი­ლი.

    ლომი
    ზოგ­მა შე­იძ­ლე­ბა ემიგ­რა­ცია გა­და­წყვი­ტოს. ან ეზო­თე­რი­კამ, იო­გამ გა­ი­ტა­ცოს. შე­იძ­ლე­ბა გა­იც­ნოთ სა­ინ­ტე­რე­სო და უჩ­ვე­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი. ჩა­ი­ფიქ­რეთ სურ­ვი­ლი, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სუ­ლი­ერ სიმ­შვი­დეს­თან, თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან, სა­ზღვარ­გა­რეთ საქ­მე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბას­თან. შე­იძ­ლე­ბა ზოგი სა­ნა­ტო­რი­უმ­ში წა­ვი­დეს ჯან­მრთე­ლო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად, ნერ­ვე­ბის და­სა­წყნა­რებ­ლად.

    ქალ­წუ­ლი
    მე­გობ­რე­ბი, სო­ცი­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა, ინ­ტერ­ნე­ტი გახ­დე­ბა თქვენ­თვის აქ­ტუ­ა­ლუ­რი. შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოთ სა­სი­ა­მოვ­ნო ინ­ფორ­მა­ცია, რაც წინსვლის, გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ. ზოგი შე­იძ­ლე­ბა და­უბ­რუნ­დეს სას­წავ­ლო კურ­სებს, ან თა­ვად და­ი­წყოს პე­და­გო­გო­ბა ინ­ტერ­ნე­ტით. შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ჩი­ნოთ ახა­ლი მე­გობ­რე­ბი ინ­ტერ­ნე­ტით. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა პო­ლი­ტი­კა­ში წას­ვლა გა­და­წყვი­ტოს. ჩა­მო­წე­რეთ სა­მო­მავ­ლო გეგ­მა, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სო­ცი­ა­ლურ აქ­ტი­უ­რო­ბას­თან, ინ­ტერ­ნეტ­პო­პუ­ლა­რო­ბას­თან.

    სას­წო­რი
    კა­რი­ე­რას უნდა მა­იქ­ცი­ოთ თქვენს ყუ­რა­დღე­ბა. შე­იძ­ლე­ბა მიხ­ვდეთ, რო­გორ დაძ­რათ ად­გი­ლი­დან შე­ჩე­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი. ზოგ­მა შე­იძ­ლე­ბა სამ­სა­ხუ­რი შე­იც­ვა­ლოს, ზოგი კი და­ა­წი­ნა­უ­რონ. ან და­ი­წყოს პი­რა­დი საქ­მე. სურ­ვი­ლი ჩა­ი­ფიქ­რეთ სამ­სა­ხურ­თან, კა­რი­ე­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცი­ის დროს წარ­მო­იდ­გი­ნეთ სა­კუ­თა­რი თავი მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, და­ფა­სე­ბუ­ლი. 12 ივ­ლი­სი­დან მოქ­მე­დე­ბის­თვის უფრო სარ­ფი­ა­ნი დროა. გარ­და ამი­სა, ზოგს შე­იძ­ლე­ბა შვი­ლი გა­უჩ­ნდეს, შე­იც­ვა­ლოს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი მი­სა­მარ­თი. აი­მაღ­ლებთ რე­პუ­ტა­ცი­ას იქ, სა­დაც უკვე მუ­შა­ობთ. ერთი სი­ტყვით, წინ და მაღ­ლა მო­გი­წევთ წა­წე­ვა.

    მო­რი­ე­ლი
    თვალ­სა­წი­ე­რის გა­ფარ­თო­ე­ბა, სა­ზღვარ­გა­რეთ მოგ­ზა­უ­რო­ბის, მუ­შა­ო­ბის სურ­ვი­ლი გა­გიჩ­ნდე­ბათ. ზოგ­მა შე­იძ­ლე­ბა უცხო ენის შეს­წავ­ლა გა­და­წყვი­ტოს. შან­სი მო­გე­ცე­მათ გა­ა­ცო­ცხლოთ საქ­მე, რაც შე­ჩე­რე­ბუ­ლი იყო, გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ სა­კი­თხი უცხო­ეთს (პრო­ექ­ტე­ბი, პარტნი­ო­რე­ბი) ეხე­ბა. ზო­გი­ერ­თი მი­ი­ღებს დო­კუ­მენტს, რო­მელ­თა აღე­ბაც გა­უ­ჭი­ა­ნურ­და. ჩა­ი­ფიქ­რეთ სურ­ვი­ლი, ჩა­მო­წე­რეთ სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი. აქ­ტი­უ­რად მოქ­მე­დე­ბა კი 12 ივ­ლი­სი­დან და­ი­წყეთ. და კი­დევ, ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა მე­ო­რედ და­ქორ­წინ­დეს ამ შვი­ლიშ­ვი­ლი გე­ყო­ლოთ. ზო­გი­ერ­თმა კი გა­და­წყვი­ტოს ან უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა, ან ლექ­ცი­ე­ბის წა­კი­თხვა, წიგ­ნის და­წე­რა.

    მშვილ­დო­სა­ნი
    სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის ფი­ნან­სე­ბი, სა­ბან­კო დო­კუ­მენ­ტე­ბი, სექ­სუ­ა­ლუ­რი ინ­ტე­რე­სი. აი, რა ითხოვს ყუ­რა­დღე­ბას. შე­იძ­ლე­ბა პარტნი­ო­რის ფუ­ლით აი­წყოთ საქ­მე. ან სა­ხელ­მწო­ფოს ხარ­ჯზე და­ი­წყოთ ცხოვ­რე­ბა. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა მემ­კვიდ­რე­ო­ბა­ზე გა­ნა­ცხა­დოს პრე­ტენ­ზია. გა­გიმ­რა­ვალ­ფე­როვ­ნდე­ბათ სექ­სუ­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა ან შე­იძ­ლე­ბა გა­ი­გოთ, რომ შვი­ლი გე­ყო­ლე­ბათ. ზო­გი­ერთ მშვილ­დო­სანს გა­ი­ტა­ცებს იოგა, ეზო­თე­რი­კა. ჩა­ი­ფიქ­რეთ სურ­ვი­ლი დიდ ფულ­თან, სექ­სუ­ა­ლურ ცხოვ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. თუ ქალ­ბა­ტო­ნებს გსურთ და­ფეხ­მძი­მე­ბა, ამის ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცი­აც მო­ახ­დი­ნეთ.

    თხის რქა
    მნიშ­ვნე­ლო­ბას შე­ი­ძენს პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა. ზო­გი­ერ­თი და­ო­ჯა­ხე­ბას გა­და­წყვეტს ან ახალ საქ­მი­ან პარტნი­ო­რებს გა­ი­ჩენს. ზოგ­მა შე­იძ­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვან კონ­ტრაქ­ტებს მო­ა­წე­როს ხელი. და­აკ­ვირ­დით და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას პარტნი­ო­რებ­თან, შე­იძ­ლე­ბა ისი­ნი სა­ჭი­რო­ე­ბენ გა­და­ხედ­ვას, გა­და­ხა­ლი­სე­ბას. ზოგ­მა შე­იძ­ლე­ბა აღად­გი­ნოს კავ­ში­რი ძველ პარტნი­ო­რებ­თან. თქვე­ნი სურ­ვი­ლი და­კავ­ში­რე­ბუ­ლი უნდა იყოს პარტნი­ო­რულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­თან. და­მუხ­ტეთ პო­ზი­ტი­ვით და ენერ­გი­ით თქვე­ნი სურ­ვი­ლი, რათა უკვე 6 თვის თავ­ზე მი­ი­ღოთ შე­დე­გი.

    მერ­წყუ­ლი
    ყუ­რა­დღე­ბას ითხოვს ჯან­მრთე­ლო­ბა და ყო­ველ­დღი­უ­რი რუ­ტი­ნა. აგ­რეთ­ვე, თქვენ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. ზოგ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ჩი­ნოს ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლი. შე­იძ­ლე­ბა და­ი­წყოს ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სით ცხოვ­რე­ბა. ზოგ­მა კი მკურ­ნა­ლო­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­ულ მე­თო­დებს მი­მარ­თოს გა­მო­სა­ჯან­მრთე­ლებ­ლად. შე­იძ­ლე­ბა გა­გიჩ­ნდეთ და­მა­ტე­ბი­თი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი. სურ­ვი­ლი ჩა­ი­ფიქ­რეთ ჯან­მრთე­ლო­ბას­თან, სამ­სა­ხურ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ გქონ­დეთ სტა­ბი­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი, რო­მე­ლიც სი­ა­მოვ­ნე­ბას მო­გა­ნი­ჭებთ.

    თევ­ზე­ბი
    რო­მან­ტი­კუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი იქ­ნე­ბა აქ­ტი­უ­რი, აგ­რეთ­ვე გა­ტა­ცე­ბის, ჰო­ბის, შვი­ლე­ბის თემა. შან­სი მო­გე­ცე­მათ რა­ღაც გა­მო­ას­წო­როთ, გა­და­ა­კე­თოთ. ზოგ­მა შე­იძ­ლე­ბა სპორ­ტულ შე­ჯიბ­რე­ბა­ში მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ზოგ­მა კი სა­კუ­რორ­ტო რო­მა­ნი გა­ა­ჩა­ღოს. არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ და­გიბ­რუნ­დეთ ყო­ფი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. თუ თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა სი­ახ­ლეს­თა­ნაა კავ­შირ­ში, 12 ივ­ლი­სამ­დე და­ი­ცა­დეთ. სურ­ვი­ლი შე­გიძ­ლი­ათ და­ხა­ტოთ, და­წე­როთ. ჩა­ი­ფიქ­რეთ სურ­ვი­ლი სიყ­ვა­რულ­თან, შვი­ლებ­თან, შე­მოქ­მე­დე­ბით იდე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    450 ნახვა
    15-06-2020, 00:26