GOGA.TV
youtube
3
უყვარხართ თუ მხოლოდ სექსი უნდა? - ამოიცანით მამაკაცის განზრახვა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
  • უყვარხართ თუ მხოლოდ სექსი უნდა? - ამოიცანით მამაკაცის განზრახვა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

    ვერ­ძი
    თუ ვერძს უყ­ვარ­ხართ, წუ­თით არ მოგშორ­დე­ბათ გვერ­დი­დან: სამ­სა­ხუ­რი­დან პირ­და­პირ თქვენ­თან გა­მო­იქ­ცე­ვა; გთხოვთ, წაჰ­ყვეთ წვრილ-წვრი­ლი საქ­მე­ე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად. თქვე­ნი ჰო­ბის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბულ ინ­ტე­რესს გა­მო­ი­ჩენს. ასე­ვე ცნო­ბის­მოყ­ვა­რე, პა­ტა­რა ბავ­შვი­ვით და­გის­ვამთ უამ­რავ შე­კი­თხვას ჩავ­ლი­ლი დღის შე­სა­ხებ.

    თუ ვერძს თქვენ­თან მხო­ლოდ სექ­სი უნდა, პა­რა­ლე­ლუ­რად სხვა ქა­ლებ­საც მის­წერს და შეხ­ვდე­ბა, მათ­თან ფი­ზი­კურ სი­ახ­ლო­ვე­საც არ მო­ე­რი­დე­ბა. თქვენ, რა თქმა უნდა, ამას ვერ გა­ი­გებთ, მაგ­რამ ქა­ლუ­რი ინ­ტუ­ი­ცი­ით აუ­ცი­ლებ­ლად მიხ­ვდე­ბით. ასე­ვე შე­გიძ­ლი­ათ, ერ­თმა­ნეთ­თან ლო­გი­კუ­რად და­ა­კავ­ში­როთ მისი ქცე­ვე­ბი, ფაქ­ტე­ბი და სა­ეჭ­ვო გა­რე­მო­ე­ბე­ბი. შე­ის­წავ­ლეთ მა­მა­კა­ცის სო­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დიც (ხში­რად ინ­ფორ­მა­ცი­ის კარ­გი წყა­რო აღ­მოჩ­ნდე­ბა ხოლ­მე).

    კურო
    თუ კუ­როს უყ­ვარ­ხართ, თა­ვის რუ­ტი­ნა­ში ჩაგრთავთ - ეს ალ­ბათ უინ­ტე­რე­სოდ და არა­რო­მან­ტი­კუ­ლად ჟღერს, მაგ­რამ კუ­როს­თვის თა­ვი­სი დღის რე­ჟი­მი ყვე­ლა­ფერ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და, თუ თქვენ­თვის მისი გა­ზი­ა­რე­ბა და­ი­წყო, გა­მო­დის, უძ­ვირ­ფა­სე­სი გახ­დით. მე­ო­რე ეტაპ­ზე კურო თა­ვი­სი გეგ­მე­ბის თქვენ­ზე მორ­გე­ბას და­ი­წყებს, რომ თავი კომ­ფორ­ტუ­ლად გაგ­რძნო­ბი­ნოთ და თქვე­ნი საქ­მე არ და­ა­ზა­რა­ლოს.

    თუ კუ­როს თქვენ­თან სექ­სის გარ­და, არა­ფე­რი სურს, მხო­ლოდ თა­ვი­სუ­ფალ დროს და­გით­მობთ და არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ გა­მო­ძებ­ნის გან­რიგ­ში ად­გილს სპე­ცი­ა­ლუ­რად თქვენ­თან შეხ­ვედ­რის­თვის. ასე­ვე, აშ­კა­რად და­ი­ცავს თქვენ შო­რის დის­ტან­ცი­ას, არ გა­და­გიშ­ლით გულს და პი­რად სივ­რცე­ში არ შე­გიშ­ვებთ.

    ტყუ­პი
    თუ ტყუპს უყ­ვარ­ხართ, თქვენ­თან არ მოს­წყინ­დე­ბა და თავ­გა­და­სავ­ლე­ბის ძი­ე­ბას სხვა­გან არ და­ი­წყებს - მე­გობ­რებ­თან გაქ­ცე­ვის ნაც­ვლად, თქვენ­თან დარ­ჩე­ბა ან თა­ვი­სი სა­მე­გობ­რო წრის სრულ­ფა­სო­ვან წევ­რად გაქ­ცევთ.

    თუ ტყუპს თქვენ­თან მხო­ლოდ სექ­სი უდნა, და­ა­ვი­წყდე­ბათ და­რეკ­ვა, და­გიგ­ვი­ა­ნე­ბენ მე­სიჯ­ზე პა­სუ­ხებს, მი­ლი­ონ მი­ზეზს იპო­ვი­ან, რომ არ შეგ­ხვდნენ ხში­რად. თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ერ­თად მოხ­ვდე­ბით, სწრა­ფად გაქ­რე­ბი­ან თქვე­ნი თვალ­სა­წი­ე­რი­დან და სხვა ადა­მი­ა­ნებ­თან გა­ა­ბა­მენ დი­ა­ლოგს, ისე თით­ქოს თქვენ არც არ­სე­ბობთ.

    კირჩხი­ბი
    თუ კირჩხიბს უყ­ვარ­ხართ - გა­გაღ­მერ­თებთ, თავს სამ­ყა­რო­ში ყვე­ლა­ზე სა­სურ­ველ და გან­სა­კუთ­რე­ბულ ქა­ლად გაგ­რძნო­ბი­ნებთ. მის დე­დოფ­ლად გა­და­იქ­ცე­ვით, რო­მელ­საც ხე­ლის­გულ­ზე ატა­რებს! აუ­ცი­ლებ­ლად მო­უყ­ვე­ბა დე­დას თქვენ შე­სა­ხებ და ახლო მო­მა­ვალ­ში გა­გაც­ნობთ კი­დეც. ავად თუ გახ­დე­ბით, სას­წრა­ფოდ მო­გა­კი­თხავთ! არც ბუ­ლი­ო­ნის მომ­ზა­დე­ბას და­ი­ზა­რებს და არც აფ­თი­ა­ქი­დან წამ­ლე­ბის ამო­ტა­ნას.

    თუ კირჩხიბს მხო­ლოდ სექ­სი უნდა, პე­რი­ო­დუ­ლად ისეთ სი­ცი­ვეს გა­მო­ავ­ლენს, თით­ქოს სა­ერ­თოდ არ აინ­ტე­რე­სებთ და უცხო ხართ მის­თვის. სი­მარ­თლე რომ ვთქვათ, ზუს­ტა­დაც უცხო ხართ, რად­გან თა­ვის ჯავ­შანს მხო­ლოდ იმ ადა­მი­ა­ნებ­თან იხ­სნის, რომ­ლე­ბიც ნამ­დვი­ლად უყ­ვარს.

    ლომი
    თუ ლომს უყ­ვარ­ხართ, თქვენ­თან თავს კომ­ფორ­ტუ­ლად იგ­რძნობს და აღარ მო­უ­წევს ძა­ლი­ან დიდი დრო­ის ხარ­ჯვა გა­რეგ­ნო­ბა­ზე. მის სა­ფუ­ლე­ში ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა გა­და­ნა­ხუ­ლი თან­ხა თქვე­ნი სა­ჩუქ­რის­თვის. ლომი მხო­ლოდ იმ ქა­ლის­გან აი­ტანს მო­ზო­მილ საყ­ვე­დურს, რო­მელ­თა­ნაც ღრმა ემო­ცი­უ­რი კავ­ში­რი აქვს, სხვა შემ­თხვე­ვა­ში სი­ა­მა­ყე სძლევს.

    თუ ლომს მხო­ლოდ ვნე­ბას აღუძ­რავთ, თქვენ­ზე წა­რუშ­ლე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის მო­სახ­დე­ნად ტყა­ვი­დან ამოძ­ვრე­ბა, ძვი­რად ღი­რე­ბულ სათ­ვა­ლეს და სა­ათს გა­ი­კე­თებს, გა­მო­ე­წყო­ბა ისე, თით­ქოს მო­დე­ბის ჩვე­ნე­ბი­დან ეს-ესაა გა­მო­ვი­და, თუ ფული არ აქვს, ისეს­ხებს და მა­ინც ძვი­რად ღი­რე­ბულ კაფე-ბარ­ში დაგ­პა­ტი­ჟებთ.

    ქალ­წუ­ლი
    თუ ქალ­წულს მხო­ლოდ სექ­სი სურს, თვალს და­ხუ­ჭავს თქვენს ცუდ ჩვე­ვებ­ზე: ფრჩხი­ლე­ბის კვნე­ტა­ზე, სი­გა­რეტ­ზე, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ად­გი­ლებ­ში სა­ღე­ჭი რე­ზი­ნის გა­ბერ­ვა­სა და გა­ხეთ­ქვა­ზე და ა.შ. მა­შინ, როცა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ქალ­წუ­ლი აუ­ცი­ლებ­ლად შე­ნიშ­ვნე­ბით აავ­სებს პარტნი­ორს. ამ ნიშ­ნის ქვეშ და­ბა­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი ფიქ­რობს: "რა­ტომ დავ­ხარ­ჯო დრო ამ ადა­მი­ა­ნის აღ­ზრდა­ზე, როცა მას­თან დარ­ჩე­ნას მა­ინც არ ვა­პი­რებ?

    თუ ქალ­წულს უყ­ვარ­ხართ, იბ­რძო­ლებს იმის­თვის, რომ ყვე­ლა ნაკ­ლი გა­მო­გას­წო­რე­ბი­ნოთ. თუ თქვენ­თან მი­მარ­თე­ბა­ში შეც­დო­მას და­უშ­ვებს, აუ­ცი­ლებ­ლად გთხოვთ პა­ტი­ე­ბას. ის და­ა­ფა­სებს თქვენს ინ­ტე­ლექტსა და შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, არა სი­ტყვით, არა­მედ საქ­მით. ქალ­წუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ხაზს გა­უს­ვამს იმ ფაქტს, რომ წყვი­ლი ხართ და არა მე­გობ­რე­ბი.

    სას­წო­რი
    თუ სას­წო­რი მხო­ლოდ ისეთ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში გხვდე­ბათ, სა­დაც გა­მოპ­რან­ჭუ­ლი უნდა მიხ­ვი­დეთ და კომ­პლი­მენ­ტებს მხო­ლოდ გა­რეგ­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გე­უბ­ნე­ბათ, დიდი ალ­ბა­თო­ბით, მას თქვე­ნი სურ­ვი­ლი კლავს. ასე­ვე, თუ ამ­ჩნევთ, რო­გორ გა­ურ­ბის თქვე­ნი მკერ­დი­სა და უკა­ნა­ლის­კენ თვა­ლი - ვნე­ბის ალში იწ­ვის! ზა­ფხულ­ში ყვე­ლა­ფე­რი კი­დევ უფრო მარ­ტივ­დე­ბა, მას შე­უძ­ლია, უბ­რა­ლოდ, ზღვა­ზე ან აუზ­ზე წა­გიყ­ვა­ნოთ და თქვე­ნი ფორ­მე­ბის მშვე­ნი­ე­რე­ბით დატ­კბეს. საქ­მე ისაა, რომ სას­წო­რი ეს­თე­ტია... უყ­ვარს, როცა ლა­მაზ ად­გი­ლებს, ნივ­თებს და ადა­მი­ა­ნებს უთ­მობს დროს.

    თუ სას­წორს უყ­ვარ­ხართ, არა­ვი­თარ მნიშ­ვნე­ლო­ბას არ მი­ა­ნი­ჭებს, რა გაც­ვი­ათ და რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბით, თმას თა­ვი­სი­ვე ხე­ლით აგი­ჩე­ჩავთ და მა­კი­აჟ­საც მო­გა­შო­რებთ. მის­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი ხდე­ბა თქვე­ნი სული და არა გარ­დე­რო­ბი.

    მო­რი­ე­ლი
    როცა მო­რი­ელს ძა­ლი­ან სურს სა­მიზ­ნეს და­ე­უფ­ლოს, ელა­პა­რა­კე­ბა მხო­ლოდ იმას, რისი მოს­მე­ნაც ამ ქალს მო­ე­წო­ნე­ბა. თუ როლ­ში ძა­ლი­ან შე­იჭ­რა, შე­უძ­ლია იდე­ა­ლურ კა­ცად მო­აჩ­ვე­ნოს თავი.

    როცა მო­რი­ე­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლია, გუ­ლახ­დუ­ლად სა­უ­ბარს იწყებს - ახ­მო­ვა­ნებს ისეთ ბნელ ფიქ­რებ­სა და ფა­რულ შიშს, რო­მელ­შიც სა­კუ­თარ თავ­საც კი არ უტყდე­ბო­და ძა­ლი­ან დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში. ამ დროს თა­ვა­დაც ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი მსმე­ნე­ლი და კარ­გი მრჩე­ვე­ლი ხდე­ბა. არ­სე­ბობს ერთი თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც შე­უძ­ლე­ბე­ლია ქალ­მა ვერ შე­ამ­ჩნი­ოს. მა­მა­კა­ცი მო­რი­ე­ლი არა­ნორ­მა­ლუ­რად ეჭ­ვი­ა­ნია, თუ ქა­ლის მი­მართ სე­რი­ო­ზუ­ლი გან­ზრახ­ვა აქვს, შე­უძ­ლია, სა­სიკ­ვდი­ლოდ გა­ი­მე­ტოს ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, ვინც "მის სა­კუთ­რე­ბას" შე­ე­ხე­ბა.

    მშვილ­დო­სა­ნი
    მშვილ­დო­სა­ნი ტრა­მა­ლის მგე­ლია. ამ ნიშ­ნის ქვეშ და­ბა­დე­ბუ­ლი კაცი ერ­თა­დერ­თი პი­რო­ბით იწყებს ურ­თი­ერ­თო­ბას ქალ­თან - ამ პი­რო­ბას, დიდი ალ­ბა­თო­ბით, არ გა­გიმ­ხელთ - ურ­თი­ერ­თო­ბა უნდა იყოს მოკ­ლე, უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ უნდა და­შორ­დეთ და თქვენ-თქვე­ნი გზა გა­აგ­რძე­ლოთ. დი­დად არ მო­ი­ხიბ­ლეთ პერ­სპექ­ტი­ვით, არა? სა­მა­გი­ე­როდ, მშვილ­დოს­ნე­ბის­თვის ეს სრუ­ლი კომ­ფორ­ტია - რაც მეტი ქალი, მით უკე­თე­სი! თუ შვილ­დო­სანს თქვენ­თან მხო­ლოდ სექ­სი უნდა, ის თა­ნახ­მა იქ­ნე­ბა, რომ სხვა კა­ცებ­საც შეხ­ვდეთ, მო­გა­ნი­ჭებთ იმ­დენ თა­ვი­სუფ­ლე­ბას, რამ­დე­ნიც გენ­დო­მე­ბათ - უფრო სწო­რად, სა­და­ვე­ე­ბი რომც გა­და­უ­ლო­ცოთ, მო­სა­ქა­ჩად ხელს არ მოჰ­კი­დებს. ეს ყვე­ლა­ფე­რი გრძელ­დე­ბა იქამ­დე, სა­ნამ მშვილ­დო­სანს შე­უყ­ვარ­დე­ბა. თუ მშვილ­დო­სა­ნი შეყ­ვა­რე­ბუ­ლია, ისე გარ­და­ი­სა­ხე­ბა, სა­კუ­თა­რი თა­ვის ცნო­ბა უჭირს - ყო­ველ­თვის გრძნობს აწუ­ხებს თუ არა რამე მის შეყ­ვა­რე­ბულს, სად უნდა წას­ვლა, რა გა­ა­ხა­რებს და ა.შ.

    თხის რქა
    როცა თხის რქას მხო­ლოდ ვნე­ბა ამოძ­რა­ვებს, სპორ­ტუ­ლი ჟინი იპყრობს. ამ ნიშ­ნის ქვეშ და­ბა­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცე­ბის­თვის ქა­ლის მო­პო­ვე­ბა თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბის სა­კი­თხია. მათ­თვის მი­უღ­წე­ვე­ლი მან­დი­ლოს­ნე­ბი არ არ­სე­ბო­ბენ, რად­გან ყვე­ლა სა­კითხს საქ­მი­ა­ნად უდ­გე­ბი­ან. თხის რქა დაჯ­დე­ბა, და­გეგ­მავს და გეგ­მას გა­ა­ნორ­ცი­ე­ლებს. სულ ეს არის. შემ­დეგ კი ახალ სა­მიზ­ნეს და­უ­წყებს ძებ­ნას.

    როცა თხის რქა შეყ­ვა­რე­ბუ­ლია, ის მო­მა­ვალ­ზე ფიქ­რობს. სურს, ისიც კი და­გეგ­მოს, რას გა­ა­კე­თებს საყ­ვა­რელ ქალ­თან ერ­თად 5 წე­ლი­წად­ში. თხის რქამ ზუს­ტად იცის, რო­დის არის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და რო­დის - არა.

    მერ­წყუ­ლი
    თუ მერ­წყულს უნ­დი­ხართ, გა­გეფ­ლირ­ტა­ვე­ბათ და გა­მო­გიწ­ვევთ, მაგ­რამ საქ­მე საქ­მე­ზე რომ მიდ­გე­ბა, ურ­თი­ერ­თო­ბას მე­გობ­რო­ბას უწო­დებს. მე­გობ­რო­ბის სა­ხე­ლით­ვე დაწ­ვე­ბა თქვენ­თან. აი, შეყ­ვა­რე­ბულს კი არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ გი­წო­დებთ. თუ ისე­თი ტი­პის მერ­წყულ­თან და­ი­ჭი­რეთ საქ­მეს, რომ­ლის­თვი­საც სტა­ტუ­სე­ბი ბევ­რს არა­ფერს ნიშ­ნავს, იგი­ვე ინ­დი­კა­ტო­რი არ გა­მო­გად­გე­ბათ. ამ შემ­თხვე­ვა­ში და­აკ­ვირ­დით რამ­დე­ნად პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი ხართ მის­თვის. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ისიც, რომ მერ­წყუ­ლი ხში­რად ატყუ­ებს ქალს, რო­მე­ლიც მის­თვის სულ ერ­თია. თუ ტყუ­ილ­ში გა­მო­ი­ჭერთ, სა­ფიქ­რა­ლი აღა­რა­ფე­რია...

    თუ მერ­წყულს უყ­ვარ­ხართ, არ მო­გაკ­ლდე­ბათ რო­მან­ტი­კუ­ლი სი­ურპრი­ზე­ბი: ფე­ი­ერ­ვერ­კე­ბი, ვარ­დე­ბი, სე­რე­ნა­დე­ბი. ყო­ვე­ლი ჩხუ­ბის შემ­დეგ თქვენს შე­მო­სა­რი­გებ­ლად ახალ, ორი­გი­ნა­ლურ ხერ­ხს მო­ი­ფიქ­რებს.

    თევ­ზე­ბი
    თუ თევზს თქვენ­თან მხო­ლოდ სექ­სი უნდა, არ გა­მო­ა­ჩენს რომ სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რია. სრუ­ლი­ად სხვა პი­როვ­ნე­ბის როლს მო­ირ­გებს და თავს მო­გა­წო­ნებთ. გარ­კვე­უ­ლი დრო­ის მერე თევზს თა­მა­ში ბეზ­რდე­ბა და, რო­გო­რი კარ­გი სექ­სიც არ უნდა შეს­თა­ვა­ზოთ, მი­დის. გა­ი­ცა­ნით თევ­ზის მე­გობ­რე­ბი, გა­ი­გეთ მის შე­სა­ხებ ის­ტო­რი­ე­ბი, სთხო­ვეთ ბავ­შვო­ბის ალ­ბო­მი და­გათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნოთ და მო­ა­ყო­ლეთ წარ­სუ­ლის ამ­ბე­ბი. თუ კა­ტე­გო­რი­ულ უარ­ზე იქ­ნე­ბა, წვა­ლე­ბა არ ღირს, რო­გორც ჩანს, ამ კაცს გა­და­წყვე­ტი­ლი აქვს, რომ თქვენ­თან სექ­სი გარ­და არა­ფე­რი სურს.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    415 ნახვა
    15-06-2020, 00:33