GOGA.TV
youtube
3
  • ბანკის ანგარიში ცხადყოფს, რომ კომერციულმა ბანკებმა აპრილში 80 მლნ ლარის მოგება ნახეს

    "ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ აპრილში საბანკო სექტორმა ზემოგება ნახა. მისი თქმით, ეროვნული ბანკის ანგარიში ცხადყოფს, რომ კომერციულმა ბანკებმა აპრილში 80 მლნ ლარის მოგება ნახეს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 16 მილიონით აღემატება.

    ვაშაძის განცხადებით, ეს ყველაფერი ეროვნული ბანკის უმოქმედობაზე მიანიშნებს. მისივე განმარტებით, ციფრები მიუთითებს, რომ ქართულ საფინანსო სექტორში გადავადებული სესხების პროცენტის ჩამოწერის რესურსი არსებობს. მან პრემიერ გახარიასაც მიმართა და ხალხის ინტერესების დაცვისკენ მოუწოდა.

    "ეს ანგარიში ადასტურებს, რომ აპრილში, როცა ყველა გავღარიბდით, ყველა შემოსავალი შეგვიმცირდა, ქართულმა საბანკო სექტორმა დაწერა ზემოგება - 80 მილიონი ლარი, რაც 16 მილიონი ლარით აღემატება 2019 წლის აპრილის მონაცემებს. მე მივმართავ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს - რა არის თქვენი ფუნქცია, თუ არა ის, რომ ხალხის ინტერესები დაიცვათ,"-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
    133 ნახვა
    15-06-2020, 08:32