GOGA.TV
youtube
3
  • 1 500 კვადრატული მეტრი დამწვარი ფართი და ათეულობით დაზარალებული მოვაჭრე

    1,500 კვადრატული დამწვარი ფართი და ათეულობით დაზარალებული მოვაჭრე - ასეთია გვიან ღამით, ვარკეთილის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგები. ცეცხლის ჩაქრობას 130-მდე მეხანძრე-მაშველი და 25 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა.

    იყო ხანძრის ბეზინგასამართ სადგურსა და საცხოვრებელ კორპუსზე გავრცელების საფრთხეც, თუმცა მისი თავიდან აცილება მოხერხდა.

    განადგურებულია ჯიხურების დიდი ნაწილი. პირველადი ინფორმაციით, დამწვარია ტანსაცმელი და სხვადასხვა სახის სარეალიზაციოდ გამზადებული ნივთები. ჯიხურები დაზღვეული არ იყო - მოვაჭრეები სახელმწიფოს დახმარებას თხოვენ. რამ გამოიწვია ხანძარი - მომხდარს სამართალდამცველები იძიებენ.

    როგორც ადგილზე მისულმა პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა, ქვეყანაში ამ კუთხით რეგულაციები არ არსებობს, რომელიც ამ მასშტაბის ხანძრის ეფექტურ პრევენციას მოახდენდა.

    "არ არსებობს რეგულაციები. აქ რომ იყოს ვალდებულება, რომელიც ეფექტურად პრევენციას მოახდენდა ამ მასშტაბის ხანძრის, რომ იყოს მაგალითად სხვა რეგულაცია, რომელიც არ დაუშვებდა ბენზინგასამართი სადგურის არსებობას დასახლებულ პუნქტში და დაზღვევის ვალდებულება რომ იყოს ელემენტარული, ამას ჩვენ თავიდან ავიცილებდით. აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ ახლა ერთი ამ ადამიანების სამართლიანად კომპენსაციაზე თუ ეს აუცილებლობა დადგა ეს ერთი და შემდეგ მეორე - უნდა ვიფიქროთ, რომ ამ ტიპის რეგულაციები შემოვიღოთ," - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
    172 ნახვა
    16-06-2020, 01:00