GOGA.TV
youtube
3
ბათუმში ავარიას 6 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა
  • ბათუმში ავარიას 6 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა

    ბათუმში ავარიას 6 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, გადაჭარბებული სისწრაფით მოძრავი ავტომობილი ქვეითად მყოფ ბავშვს დაეჯახა, რომელიც სასწრაფო დახმარების ჯგუფის მისვლამდე, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
    179 ნახვა
    16-06-2020, 09:21