GOGA.TV
youtube
3
შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრუწლოვანთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით შუახნის მამაკაცი დააკავა
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრუწლოვანთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით შუახნის მამაკაცი დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრუწლოვანთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით შუახნის მამაკაცი დააკავა.

    სამართალდამცავების ინფორმაციით, ბრალდებული მისი შვილის სახელით რეგისტრირებული სოციალური ქსელების მეშვეობით სისტემატურად უკავშირდებოდა უცხოეთში მცხოვრებ 12 წლის გოგონას და გარყვნილი ხასიათის შემცველ შეტყობინებებს, ვიდეო და ფოტო მასალას უგზავნიდა. დადგენილია ასევე, რომ გოგონასთან სექსუალური ცხოვრების შესახებ მიმოწერას ბრალდებული 2 წლის განმავლობაში აწარმოებდა, რითაც არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას წინასწარი შეცნობით სჩადიოდა.

    პოლიციამ დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო ტელეფონები და კომპიუტერები, სადაც ბრალდებულის დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებების დაფიქსირებული.

    გამოძიება წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
    230 ნახვა
    16-06-2020, 09:46