GOGA.TV
საგამოძიებო ორგანოებმა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მომზადებასთან დაკავშირებული საქმის დეტალები დროულად უნდა გაასაჯაროონ
  • საგამოძიებო ორგანოებმა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მომზადებასთან დაკავშირებული საქმის დეტალები დროულად უნდა გაასაჯაროონ

    საგამოძიებო ორგანოებმა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მომზადებასთან დაკავშირებული საქმის დეტალები დროულად უნდა გაასაჯაროონ- განცხადებას ამის შესახებ ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ავრცელებს.

    ქარტია საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს და ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებს:

    ქარტია მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია საგამოძიებო ორგანოებმა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მომზადებასთან დაკავშირებული საქმის დეტალები მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე დროულად გაასაჯაროონ.

    ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების დაცვა - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

    გიორგი გაბუნიას შეკვეთილი მკვლელობის მომზადებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა კოალიციამ “მედიის ადვოკატირებისათვის". კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებას სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდებენ და საქმის მასალების მაქსიმალურად გასაჯაროებას ითხოვენ:

    გაბუნიას გინებას უპასუხა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა კი გიორგი გაბუნიას გადამალვა ურჩია, რადგან „არსებობს მილიონობით ახალგაზრდა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს პატივს სცემს”.

    ჩვენ არაერთხელ შევახსენეთ საქართველოს მთავრობას, რომ ჟურნალისტების უფლებების პატივისცემა და დაცვა განსაკუთრებული მნიშვნელობის ამოცანაა. გავრცელებული ინფორმაციაზე დროული და სათანადო რეაგირებით ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე ზრუნვა - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში

    შეგახსენებთ, რომ თბილისში, რამზან კადიროვის დავალებით, "მთავარი არხის" ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია იგეგმებოდა. განცხადება ამის შესახებ არხის გენერალურმა დირექტორმა გუშინ გააკეთა. ნიკა გვარამიას განცხადება რამდენიმე საათში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც დაადასტურა.

    მკვლელობის მომზადებისთვის დაკავებულია რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბილკოვი, რომლის ასაყვანადაც სუს-მა სპეცოპერაცია ჩაატარა და ის ქავთარაძის ქუჩაზე, დრიმ თაუნის საცხოვრებელ კომპლექსში დააკავა. ბიკოვი ამჟამად წინასწარ პატიმრობაშია.
    326 ნახვა
    16-06-2020, 09:55