GOGA.TV
youtube
3
„ბავშვთა პორნოგრაფიის’’ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოიტანა
  • „ბავშვთა პორნოგრაფიის’’ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოიტანა

    ე.წ. „ბავშვთა პორნოგრაფიის’’ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოიტანა. საქმეში ბრალდებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს 20 წლით, ხოლო საქართველოს მოქალაქეებს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

    თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია. ბრალდება რამდენიმე ეპიზოდს მოიცავდა - ორგანიზებული ჯგუფის მიერ ხუთი არასრულწლოვნის ტრეფიკინგი და არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღება.

    საქალაქო სასამართლოში ისევ გრძელდება საქმის განხილვა საქართველოს 11 მოქალაქის მიმართ, რომელთაც ასევე ბრალი ედებათ არასრულწლოვანთა ტრეფიკინგში. კერძოდ, 10 მშობელს ბრალად ედება არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული შინაარსის ნაწარმის შექმნაში ჩაბმა, რისთვისაც ანაზღაურებას იღებდნენ, ხოლო სკოლის მასწავლებელს არასრულწლოვანთა ტრეფიკინგში დახმარებას ედავებიან.
    386 ნახვა
    16-06-2020, 09:57