GOGA.TV
youtube
3
  • ქვეყანას ოკუპანტ ქვეყანასთან დაკავშირებით თანმიმდევრული პოლიტიკა აქვს შემუშავებული

    ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის მორგი მუქარასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის აცხადებს რომ ქვეყანას ოკუპანტ ქვეყანასთან დაკავშირებით თანმიმდევრული პოლიტიკა აქვს შემუშავებული.

    "როდესაც ადამიანის სიცოცხლეს ეხება საქმე, ეს არის განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხი და აქ ძალიან მნიშვნელოვანი იყო სახელწიფო უსაფრთხოების და ზოგადად ხელისუფლების დროული რეაგირება და ჩვენ ვიცით, რომ მოვლენების ასეთ შესაძლო განვითარებას, შესაძლოა მოჰყოლოდა ბევრად უფრო მძიმე შედეგი.

    ეს არის კიდევ ერთი მცდელობა დესტაბილიზაციის, რაც ბუნებრივია ხელს აძლევს კონკრეტულ სუბიექტებს, მაგრამ ხელისუფლება არის იმისთვის, რომ ასეთი სცენარები აირიდონ თავიდან.

    საგარეო საკითხია, იმიტომ, რომ საქმე ეხება ოკუპანტი სახელმწიფოს ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირს, ასეთ საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფოს აქვს თავისი ღირსეული პოლიტიკა, თანმიმდევრული პოლიტიკა, რაც განსხვავდება იმ პოლიტიკისგან, რაც ჰქონდა წინა ხელისუფლებას," - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ.

    გურამ მაჭარაშვილი შეფასებით, კი ქვეყანამ მძიმე დანაშაული თავიდან აირიდა, რაც ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანია.

    "აღკვეთილი არის დიდი დანაშაული, აქედან გამომდინარე ყველა ის ინფორმაცია, რაც აქვს სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ბუნებრივია იყენებს იმისათვის, რომ დაიცვას, როგორც ქვეყნის, ასევე ადამიანების პირად სიცოცხლე," - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გურამ მაჭარაშვილმა.
    138 ნახვა
    17-06-2020, 08:54