GOGA.TV
youtube
3
ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ისევ იმუქრება
  • ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ისევ იმუქრება

    ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ისევ იმუქრება. ჩეჩნეთის ლიდერი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობის შეკვეთის შესახებ ბრალდებებს უარყოფს და ჟურნალისტისგან პატიებას ითხოვს. "თუ დავალება ჩუმად უნდა შესრულდეს, მაშინ ვერავინ, მით უმეტეს, ღრმა უძრაობაში მყოფი თქვენი ქვეყნები ამის შესახებ ვერ გაიგებენ. არ დაგვვიწყებია, როგორ შეურაცხყო მან ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ხალხი და ე.ი. პირადად მეც. მან შეურაცხყო მთელი რუსეთი. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს ზომები. ვაძლევ რეკომენდაციას, გამოიტანოს სწორი დასკვნები, წინააღმდეგ შემთხვევაში ვიმეორებ, რომ ის დარჩება ჩემს მტრად," - აცხადებს კადიროვი.

    რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გარემოცვის წევრი უკრაინასაც ემუქრება. "ამ პიარის გამო ჩემთან ვალში ხართ დაიმახსოვრეთ ეს და მოვა დრო, პასუხს მოგთხოვთ,"- ამბობს კადიროვი.
    212 ნახვა
    17-06-2020, 08:57