GOGA.TV
youtube
3
რუსეთის მთავრობას გიორგი გაბუნიას საქმესთან კავშირი არ აქვს - დიმიტრი პესკოვი
  • რუსეთის მთავრობას გიორგი გაბუნიას საქმესთან კავშირი არ აქვს - დიმიტრი პესკოვი

    რუსეთის მთავრობას გიორგი გაბუნიას საქმესთან კავშირი არ აქვს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

    პესკოვი რუსეთის ხელისუფლების მიმართ გამოთქმულ ნებისმიერ ეჭვს, გიორგი გაბუნიას სავარაუდო თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, აბსურდულსა და სიცრუეს უწოდებს.

    რუსეთის მთავრობას გიორგი გაბუნიას საქმესთან კავშირი არ აქვს. ჩვენს მიმართ ბრალდებებმა თავიდანვე გაიჟღერა, თუმცა გეტყვით, რომ რუსეთის ხელისუფლების მისამართით გამოთქმული ნებისმიერი ეჭვი, რომელიც ქართველ ჟურნალისტზე - გიორგი გაბუნიაზე სავარაუდო თავდასხმის ფაქტს შეეხება, აბსურდულია და სიმართლეს არ შეესაბამება, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

    შეგახსნებთ, რომ რამდენიმე დღის წინ თბილისში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბიკოვი დააკავა, რომელიც არსებული ინფორმაციით, საქართველოში გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მიზნით იმყოფებოდა. ქართველი ჟურნალისტის მკვლელობა რამზან კადიროვის დაკვეთილი იყო.
    207 ნახვა
    17-06-2020, 10:51