GOGA.TV
სალომე ზურაბიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქციით დახვდნენ
  • სალომე ზურაბიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქციით დახვდნენ

    სალომე ზურაბიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქციით დახვდნენ. "ლელოს" წევრები და "აო ალტერნატივას" წარმომადგენლები პრეზიდენტს საყვირებით შეხვდენენ.

    აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ სალომე ზურაბიშვილი პატივს არ სცემს საქართველოს კონსტიტუციას, ასევე, მათივე თქმით, ვასილ როინიშვილი არ უნდა იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, რადგან მის მოღვაწეობას ბევრი გამოუძიებელი საქმე უკავშირდება.

    აქციის მონაწილეებს პრეზიდენტმაც უპასუხა და ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს შეურაცხყოფაში დაადანაშაულა.

    სამწუხაროდ, იმ ახალგაზრდებს, გარეთ რომ არიან, არ ესმით, რომ შეურაცხყოფას აყენებენ ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს. ეს არის შეურაცხყოფა კონსტიტუციის, იგივე პრეზიდენტის და არა ადამიანების. მემგონი, რომ ამის შეგრძნება არის ის, რაც უნდა გავიგოთ როცა ჩვენ ვლაპარაკობთ სახელმწიფოზე. სახელმწიფო არის ამ ინსტიტუტებზე დამოკიდებული და ამიტომ ყველამ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ გავაძლიეროთ ეს ინსტიტუტები და არა დავაკნინოთ, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
    151 ნახვა
    17-06-2020, 10:59