GOGA.TV
youtube
3
რომელი ზოდიაქოს ნიშნები ამჯობინებენ მარტოობას მთელი ცხოვრების განმავლობაში?
  • რომელი ზოდიაქოს ნიშნები ამჯობინებენ მარტოობას მთელი ცხოვრების განმავლობაში?

    ალ­ბათ, ხში­რად შეხ­ვედ­რი­ხართ ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თაც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მარ­ტო გან­ვლეს და სი­ცო­ცხლის ბოლო წლებ­საც ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით ატა­რე­ბენ გან­მარ­ტო­ე­ბა­ში. ზოგ­ჯერ, ეს ბე­დის­წე­რის მუ­ხა­ნა­თო­ბა ან ტრა­გი­კულ მოვ­ლე­ნა­თა ჯაჭ­ვია, როცა ადა­მი­ანს ამ ქვეყ­ნად აბ­სო­ლუ­ტუ­რად მარ­ტო უწევს არ­სე­ბო­ბა, თუმ­ცა ზო­გი­ერ­თი ზო­დი­ქოს ნი­შა­ნი გა­აზ­რე­ბუ­ლად და აბ­სო­ლუ­ტუ­რად შეგ­ნე­ბუ­ლად იღებს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

    ას­ტრო­ლო­გე­ბი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ხში­რად ატა­რე­ბენ კვლე­ვებ­სა და გა­მო­კი­თხვებს იმის და­სად­გე­ნად, მა­ინც რა აი­ძუ­ლებს პი­როვ­ნე­ბას სა­კუ­თა­რი თავი შეს­წი­როს პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ინ­ტე­რე­სებს, პო­ლი­ტი­კურ სარ­ბი­ელს ან სუ­ლაც სა­კუ­თარ ეგო­იზმს? ხომ არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ბერ­ბი­ჭე­ბად ან ში­ნა­ბე­რე­ბად, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­და­მე­ტე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის ან ზედ­მე­ტად პრე­ტენ­ზი­უ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო რჩე­ბი­ან სა­პი­რის­პი­რო სქე­სის მი­მართ. დღეს "ოქ­როს სა­მე­ულ­ზე" უნდა ვი­საბ­როთ, ან ზო­დი­ა­ქოს იმ ნიშ­ნებ­ზე, რო­მელ­თა შო­რი­საც ყვე­ლა­ზე ხში­რად ვხვდე­ბით მარ­ტო­სუ­ლებ­სა და მარ­ტო­ხე­ლა ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თა მარ­ტო­ო­ბაც უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში მა­თი­ვე კე­თი­ლი ნე­ბი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი და არა სამ­ყა­როს "სას­ტი­კი" კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბით.

    ქალ­წუ­ლი - როცა საქ­მე პრე­ტენ­ზი­უ­ლო­ბა­ზე მიდ­გე­ბა, ალ­ბათ არ არ­სე­ბობს ნი­შა­ნი, რო­მე­ლიც ქალ­წულს ამ კუ­თხით გა­ე­ჯიბ­რე­ბა. ზო­გა­დად ქალ­წუ­ლებს შო­რის, იდე­ა­ლურ მე­უღ­ლე­ებ­სა და პარტნი­ო­რებ­საც ხში­რად ვხვდე­ბით. თუმ­ცა, სა­ნამ იგი ამ სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო ნა­ბიჯს გა­დად­გამს, ათას­გზის აწონ-და­წო­ნის, მომ­ვალ ცოლს/ქმარს ლუ­პით და­აკ­ვირ­დე­ბა და თუკი მიხ­ვდა, რომ ეს უკა­ნას­კნე­ლი ასე თუ ისე მა­ინც შე­ე­სა­ბა­მე­ბა მის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბულ "სტან­დარ­ტებს" მხო­ლოდ ამის მერე მი­ი­ღებს და­ო­ჯა­ხე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. იდე­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი კი მო­გეხ­სე­ნე­ბათ არ არ­სე­ბო­ბენ და არც იდე­ა­ლურ­თან ასე თუ ისე მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ინ­დი­ვი­დე­ბით გვა­ნე­ბივ­რებს სამ­ყა­რო. ამი­ტომ ქალ­წუ­ლე­ბი ხში­რად, სავ­სე­ბით გა­აზ­რე­ბუ­ლად ირ­ჩე­ვენ მარ­ტო­ო­ბას. ნაც­ვლად იმი­სა, რომ მე­ო­რე ნა­ხევ­რის ნაკ­ლო­ვა­ნე­ბებს შე­ე­გუ­ონ ან სცა­დონ მა­ინც ეს უკა­ნას­კნე­ლი გა­მოს­წო­რე­ბის გზა­ზე და­ა­ყე­ნონ.

    მშვილ­დო­სა­ნი - მისი მარ­ტო­ო­ბის მი­ზე­ზი ძი­რი­თა­დად თა­ვი­სუფ­ლე­ბის წრე­გა­და­სუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლია. თუმ­ცა, სა­ნამ იგი ამ კონ­კრე­ტულ კონ­დინ­ცი­ამ­დე მივა, ბევ­რჯერ მო­ას­წრებს უღელ­ში თა­ვის ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით გა­ყო­ფა-გა­მო­ყო­ფას. რის შე­დე­გა­დაც აუ­ცი­ლებ­ლად მივა დას­კვნამ­დე, რომ სა­ბო­ლოო ჯამ­ში მარ­ტო­ო­ბას და და­მო­უ­კი­დე­ბელ არ­სე­ბო­ბას არა­ფე­რი სჯო­ბია. ცხოვ­რე­ბის ბო­ლოს ბევ­რი მშვილ­დო­სა­ნი ატა­რებს მოგ­ზა­უ­რო­ბა-ხე­ტი­ალ­ში ან ცხო­ვე­ლე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში. იმი­ტომ რომ ადა­მი­ა­ნებ­თან კონ­ტაქ­ტის­გან ისი­ნი უკვე იღ­ლე­ბი­ან. თუმ­ცა, აბ­სო­ლუ­ტურ ვა­კუ­უმს ამ მხრივ მა­ინც არა­სო­დეს უქ­მნი­ან სა­კუ­თარ თავს. უბ­რა­ლოდ ცდი­ლო­ბენ, მო­მა­ბეზ­რე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი მი­ნი­მუ­მამ­დე და­იყ­ვა­ნონ.

    თხის რქა - ყვე­ლა­ზე ხში­რად მისი მარ­ტო­ო­ბის მი­ზე­ზი კა­რი­ე­რა და პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბაა. თხის რქე­ბი უზო­მოდ მუ­ყა­ით და ამ­ტან ადა­მი­ან­თა რი­ცხვს გა­ნე­კუთ­ვნე­ბი­ან. ამი­ტომ ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე ყო­ველ­თვის აქვთ მი­ზა­ნი, რომ­ლის­კე­ნაც მუხლჩა­უხ­რე­ლი შრო­მი­თა და გა­სა­ო­ცა­რი სი­ჯი­უ­ტით მი­ი­წე­ვენ წინ. გა­საკ­ვი­რი არაა რა­ტომ იკა­ვე­ბენ ისი­ნი უკვე მო­წი­ფულ ან ხან­დაზ­მულ ასაკ­ში სო­ლი­დურ თა­ნამ­დე­ბო­ბებს და საკ­ვან­ძო პო­ზი­ცი­ებს სამ­სა­ხურ­ში. სა­მა­გი­ე­როდ, მო­ვა­ლე­ო­ბის გრძნო­ბა, რო­მელ­საც ისი­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის გამო უწე­სე­ბენ სა­კუ­თარ თავს, ხში­რად ხდე­ბა მათ­თვის ხე­ლის შემ­შლე­ლი ფაქ­ტო­რი პი­რა­დი ბედ­ნი­ე­რე­ბის სა­პოვ­ნე­ლად. ისი­ნი ხში­რად სავ­სე­ბით ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით აკე­თე­ბენ არ­ჩე­ვანს საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­სა და სა­სურ­ველ კა­რი­ე­რულ წინსვლას შო­რის, ამ უკა­ნას­კნე­ლის სა­სარ­გებ­ლოდ. ამი­ტომ ხან­დაზ­მულ ასაკ­ში თხის რქის მარ­ტო­ო­ბა, სრუ­ლი­ად გა­აზ­რე­ბუ­ლი და წი­ნას­წარ და­გეგ­მი­ლიც კია. უფრო მე­ტიც, იგი სავ­სე­ბით მზა­დაა ასე­თი ხვედ­რის­თვის და არც არა­სო­დეს იცო­დებს თავს.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    356 ნახვა
    17-06-2020, 23:54