GOGA.TV
youtube
3
"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ "ევროპის სახალხო პარტიის" ლიდერთა ონლაინშეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
  • "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ "ევროპის სახალხო პარტიის" ლიდერთა ონლაინშეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

    "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ "ევროპის სახალხო პარტიის" ლიდერთა ონლაინშეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. დავით ბაქრაძემ თავის გამოსვლაში ყურადღება ევროკავშირ - საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე გაამახვილა. ასევე პარტნიორებს რუსეთის მხრიდან უკანონო ბორდერიზაციის შემთხვევებზე მიაწოდა ინფორმაცია. ისაუბრა მომავალი საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების მნიშვნელობაზეც.

    "ქართული ეკონომიკისთვის პანდემიის პირობებში მეტი ფინანსური დახმარების აღმოჩენა, როგორც ევროკავშირის, ასევე ცალკეული დონორი ქვეყნების მხრიდან. რა თქმა უნდა, რუსული ოკუპაცია, მათ შორის საოკუპაციო ზოლის მუდმივი გადმოწევა და ე.წ მცოცავი ბორდერიზაცია და ბუნებრივია, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები და პირველ რიგში 8 მარტის შეთანხმება, ამ შეთანხმებას შესრულების მდგომარეობა.

    ეს ფორმატი იძლევა იმ იშვიათ შესაძლებლობას, რომ ასეთ თემებზე ხმა მიაწვდინო და გქონდეს პირდაპირი დისკუსია ევროკავშირის წევრი უდიდესი სახელმწიფოების პრეზიდენტებთან და პრემიერ-მინისტრებთან," - აცხადებს დავით ბაქრაძე,
    184 ნახვა
    18-06-2020, 00:33