GOGA.TV
youtube
3
  • ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმის გამოძიება მნიშვნელოვანია

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმის გამოძიება მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ ქვეყნის მტრებს არ მიეცეთ საშუალება, ეს ყველაფერი საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენონ:

    "პირველი - საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ, კონკრეტულმა უწყებამ აღკვეთა მძიმე დანაშაული, ეს ფაქტია. მეორე - საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ კონკრეტულ ადამიანს, კონკრეტულ ჟურნალისტს, არანაირი საფრთხე არ დაემუქროს. ეს მათი პასუხისმგებლობაა და ეს ყველაფერთან ერთად, არის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის და უსაფრთხოების ხარისხის მაჩვენებელი და მესამე - კონკრეტულმა უწყებამ და საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ უსწრაფეს, უმოკლეს ვადებში უნდა გამოიძიოს ეს ყველაფერი და საზოგადოებას მისცეს აბსოლუტურად გამჭვირვალე სურათი იმისთვის, რომ ქვეყნის მტრებმა, არც ქვეყნის გარეთ და არც ქვეყნის შიგნით არავის არ მივცეთ სპეკულირების შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი გამოიყენონ პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე," - განაცხადა გიორგი გახარიამ.
    142 ნახვა
    18-06-2020, 08:33