GOGA.TV
youtube
3
  • გიორგი გაბუნიას საქმეზე მასალების გასაჯაროება არ შეიძლება - გრიგოლ ლილუაშვილი

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა გიორგი გაბუნიას საქმეზე განაცხადა, რომ მასალების გასაჯაროება არ შეიძლება.

    "გაბუნიას ამბავზე ვერაფერს გეტყვით, თუმცა ჩვენი პრესსამსახურისგან პერიოდულად გაიგებთ ახალ ინფორმაციას აღნიშნულ ამბავზე. რაც შეეხება საქმის გასაჯაროებას, ეს, ჯერჯერობით, არ შეიძლება,"- აცხადებს სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი

    შეგახსენებთ, 12 ივნისს თბილისში განხორციელებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული რუსეთის მოქალაქე ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

    პარალელურად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ ვასამბეგ ბოკოვის დაკავება შეკვეთით მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში განხორციელდა.
    193 ნახვა
    18-06-2020, 08:48