GOGA.TV
youtube
3
რუსეთის მიერ გიორგი გაბუნიას სავარაუდო დაკვეთილ მკვლელობაში ირაკლი კობახიძე ოპოზიციის ინტერესს ხედავს
  • რუსეთის მიერ გიორგი გაბუნიას სავარაუდო დაკვეთილ მკვლელობაში ირაკლი კობახიძე ოპოზიციის ინტერესს ხედავს

    რუსეთის ფედერაციის მიერ "მთავარი არხის" ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას, მკვლელობის მომზადების საქმეში ოპოზიციის ინტერესს ხედავენ მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ ოპოზიცია შეეცდებოდა ქვეყანაში დაძაბული ვითარებით ესარგებლა და რევოლუციური სცენარი განევითარებინა.

    "ყველა არჩევნების წინ სწორედ "ნაციონალური მოძრაობა" იყო ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ცდილობდა საქართველოს პოლიტიკურ ვითარებაში აემღვრია წყალი, შეექმნა დესტაბილიზაციის განწყობა და ამით ესარგებლა მას. თუკი რომელიმე ძალას აწყობს საქართველოში დესტაბილიზაცია, საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად, ეს გახლავთ "ნაციონალური მოძრაობა,"- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

    "ნაციონალურმა მოძრაობამ" თავისი საქმიანობით, მის მიერ გადადგმული ნაბიჯებით, არაერთხელ დაამტკიცა, რომ ნამდვილად აწყობს ქვეყანაში რევოლუციური სცენარის განვითარება, იმიტომ, რომ ისინი ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთ გზად ხედავენ სწორედ რევოლუციას. მე გამიჭირდება ვინმეზე ხელის დადება, ეს არის სამართალდამცავების გამოსაძიებელი საქმე, მაგრამ თუ ზოგად ნარატივს შევხდავთ, ოპოზიციის ნაწილი საქმით რუსულ საქმეს აკეთებს,"- აცხადებს სოფო კილაძე.

    რუსეთის მიერ გიორგი გაბუნიას სავარაუდო დაკვეთილ მკვლელობაში ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ოპოზიციის ინტერესს ხედავს. ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია მმართველი გუნდის ოპონენტების ინტერესშია.
    219 ნახვა
    18-06-2020, 09:14