GOGA.TV
youtube
3
  • ხელისუფლების ბოდვითი კოეფიციენტი ყოველდღიურად იზრდება - გიორგი გუგავა

    "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის ბრალდებას ბრალდებით პასუხობენ "ლეიბორისტულ პარტიაში." პარტიის პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი პუტინთან კოლაბორაციაშია.

    "რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, ხელისუფლება გრძნობს მოახლოებულ დასასრულს, მათი ბოდვითი კოეფიციენტი ყოველდღიურად იზრდება და წარმოუდგენელ სისულელეებს აროშინებს, მათ შორის კობახიძეს. რა განცხადებებსაც ვისმენთ, მაშინ, როდესაც ისინი მხილებული არიან საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან პუტინის ვასალობაში, მასთან თანამშრომლობაში,"- აცხადებს საქართველოს "ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა.

    რუსეთის მიერ გიორგი გაბუნიას სავარაუდო დაკვეთილ მკვლელობაში ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ოპოზიციის ინტერესს ხედავს. ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია მმართველი გუნდის ოპონენტების ინტერესშია.

    "ქართული ოცნების" ლიდერი გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალ კონკრეტულ პოლიტიკოსებს რუსეთის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს. კობახიძემ "პალიტრანიუსის" ეთერში დაასახელა კონკრეტული გვარები - ირაკლი ოქრუაშვილი, ნინო ბურჯანაძე, გუბაზ სანიკიძე და შალვა ნათელაშვილი.
    158 ნახვა
    18-06-2020, 09:20