GOGA.TV
youtube
3
  • ბრძოლა იქნება ბოლომდე, რათა პოლიტიკიდან გავიტანოთ ოლიგარქია

    "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის გაერთიანებული სხდომის დასრულების შემდეგ ნაძალადევის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა ნათელაშვილმა განცხადება გააკეთა.

    ნათელაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყნის მთავარი პრობლემა "ოლიგარქიაა, რომელთან საბრძოლველად მაჟორიტართა კორპუსი პირველი ფლანგი იქნება".

    "ბრძოლა იქნება ბოლომდე, რათა პოლიტიკიდან გავიტანოთ ოლიგარქია და აქ უკან დამხევი არავინ არა ვართ. თბილისის მაჟორიტართა კორპუსი ოპოზიციიდან ეს არის პირველი ფლანგი, გვარდია, რომელმაც უნდა ასწიოს დროშა გამარჯვებისა და ჩვენ ამას გავაკეთებთ,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

    შეგახსენებთ, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატები წარადგინა.

    გადანაწილების სქემა ასე გამოიყურება: ნაძალადევის რაიონში იბრძოლებს შალვა ნათელაშვილი; მთაწმინდაზე - შალვა შავგულიძე; ვაკეში მაჟორიტარობისთვის ხელისუფლების კანდიდატს დაუპირისპირდება ელენე ხოშტარია; სამგორში - ლევან ხაბეიშვილი; გლდანში მაჟორიტარობის კანდიდატი - ნიკა მელიაა, ხოლო ისანში - გიორგი ვაშაძე.

    დიდუბე-ჩუღურეთისა და საბურთალოს ოლქებთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება.​
    142 ნახვა
    19-06-2020, 09:14