GOGA.TV
youtube
3
ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი მორიელებისთვის
  • ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი მორიელებისთვის

    გან­სა­კუთ­რე­ბით მომ­თხოვ­ნი ხართ გარ­შე­მო მყო­ფე­ბის მი­მართ და ეცა­დეთ, სა­კუ­თარ თავ­საც მოს­თხო­ვოთ. გაფრ­თხილ­დით, ბუ­ნებ­რი­ვი ფეთ­ქე­ბა­დი ხა­სი­ა­თის გამო, არ გა­გი­ფუჭ­დეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ახ­ლობ­ლებ­თან. ეცა­დეთ, აკონ­ტრო­ლოთ ემო­ცი­ე­ბი. და­ი­სა­ხეთ მი­ზა­ნი, რო­მელ­საც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებთ. ზო­გი­ერ­თი უმაღ­ლეს­ში გა­და­წყვეტს სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბას. ზო­გი­ერთს დრო­ის უმე­ტე­სი ნა­წი­ლის ოჯახ­ში, მშობ­ლე­ბის გვერ­დით გა­ტა­რე­ბა მო­უნ­დე­ბა. ზო­გი­ერ­თი სა­ჭი­რო ადა­მი­ა­ნებს გა­იც­ნობს.

    სწავ­ლა, ბიზ­ნე­სი, კონ­ტაქ­ტე­ბი
    ახა­ლი საქ­მე­ე­ბი, სწავ­ლა და ყვე­ლა სი­ახ­ლე თვის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში და­ი­წყეთ. მა­ნამ­დე და­ას­რუ­ლეთ ძვე­ლი პრო­ექ­ტე­ბი, გა­ერ­კვი­ეთ თქვენ­თვის რთულ და სა­ეჭ­ვო სა­კი­თხებ­ში და არ­სე­ბულ საქ­მი­ან პარტნი­ო­რებ­თან კავ­ში­რებ­ში. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა ბიზ­ნე­სის გა­ფარ­თო­ე­ბა და მისი სა­ზღვარ­გა­რეთ და­წყე­ბა გა­და­წყვი­ტოს. გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უცხო­ელ პარტნი­ო­რებ­თან. შე­იძ­ლე­ბა ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა მი­ი­ღოთ სა­ზღვარ­გა­რეთ მცხოვ­რე­ბი ნა­თე­სა­ვე­ბის­გან. გახ­შირ­დე­ბა მათ­თან მი­მო­წე­რა. ზო­გი­ერ­თი კი შე­იძ­ლე­ბა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ასა­მაღ­ლებ­ლად გა­ემ­გზავ­როს სა­ზღვარ­გა­რეთ. მო­ე­რი­დეთ რე­ლი­გი­ურ და ფი­ლო­სო­ფი­ურ სა­კი­თხებ­ზე კა­მათს გარ­შე­მო მყო­ფებ­თან.

    ფული და სიყ­ვა­რუ­ლი
    პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნე­ბი გე­ლით. ზოგ­მა შე­იძ­ლე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­წყვი­ტოს კავ­ში­რი პარტნი­ორ­თან ან ასე­ვე მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ქორ­წი­ნეს. მარ­ტოხ­ლებს კი რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა ელით, რო­მე­ლიც და­უ­ვი­წყა­რი გახ­დე­ბა თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში. სხვა­თა შო­რის, ივ­ლი­სი ის თვეა, როცა სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ნაც­ნო­ბო­ბას მალე გა­ა­ბამთ და მა­ლე­ვე გა­დაზ­რდით ფლირ­ტში. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა მემ­კვიდ­რე­ო­ბა მი­ი­ღოს. ან ფული და­ა­ბან­დოს სარ­ფი­ან საქ­მე­ში.

    ჯან­მრთე­ლო­ბა
    მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა მო­ინ­დო­მოთ, რომ გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ ჯან­მრთე­ლო­ბა. აიყ­ვა­ნეთ სა­კუ­თა­რი თავი ხელ­ში და და­ი­წყეთ ვარ­ჯი­ში. იყა­ვით აქ­ტი­უ­რი: ფიტ­ნე­სი, ცურ­ვა, ცეკ­ვა. თუ გსურ­დათ, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი­ყა­ვით მავ­ნე ჩვე­ვე­ბის­გან, ეს სა­უ­კე­თე­სო თვეა. გირ­ჩევთ, ჩა­ი­ტა­როთ სა­მე­დი­ცი­ნო გა­მოკ­ვლე­ვა.

    ქა­ლე­ბის­თვის
    საქ­მე­ე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად შეხ­ვდით მე­გობ­რებს, მო­ა­წყვეთ ოჯა­ხუ­რი დღე­სას­წა­უ­ლე­ბი. ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბი საქ­მი­ან პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად გა­ნი­ხი­ლეთ. და­უგ­დეთ ყური გარ­შე­მო მყო­ფე­ბის რჩე­ვებს, თუმ­ცა, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ინ­ტუ­ი­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით მი­ი­ღეთ. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს.

    მა­მა­კა­ცე­ბის­თვის
    რთუ­ლი საქ­მე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბის თვეა. ვერ გე­ტყვით, რომ მარ­ტი­ვად გა­უმკლავ­დე­ბით საქ­მე­ებს, მაგ­რამ დაძ­ლევთ. მთა­ვა­რია, აკონ­ტრო­ლოთ ემო­ცი­ე­ბი. სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ ფი­ნან­სებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ნუ შე­ი­ძენთ და­უ­ფიქ­რე­ბე­ლად ნივ­თებს, შე­ამ­ცი­რეთ ხარ­ჯი. გა­გიჩ­ნდე­ბათ სა­ინ­ტე­რე­სო იდე­ე­ბი, პრო­ფე­სი­უ­ლი გეგ­მე­ბი. იყა­ვით მზად სი­ახ­ლის­თვის, ახ­ლის სწავ­ლის­თვის, და­აკ­ვირ­დით სხვის საქ­მი­ა­ნო­ბას. რჩე­ვა ჰკი­თხეთ მათ, ვინც თქვენ­ზე მეტი იცის.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    298 ნახვა
    20-06-2020, 00:26