GOGA.TV
youtube
3
  • დღეს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციას ისევ დაესწრება მაკო გომური

    როგორ აფასებენ 20 ივნისისა და შემდგომი პერიოდის პროცესებს ადამიანები, ვისი ცხოვრებაც ამ დღემ რადიკალურად შეცვალა. დღეს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციას ისევ დაესწრება მაკო გომური, რომელსაც 1 წლის წინ აქციის დაშლისას მოხვედრილი ტყვიის გამო თვალი დაკარგა.

    "ეს აქცია არ არის ვიღაც კერძო ადამიანების და პოლიტიკოსების აქცია, ეს პროტესტი იქნება არა მარტო 20 ივნისთან დაკავშირებით, არამედ შემდეგ განვითარებულ მოვლენებთან. ეს იქნება პროპორციულის ჩაგდება, რომელიც ერთადერთი დაპირება იყო და რომელიც ჩვენი თვალების და სხეულის საფასურად მივიღეთ. კიდევ არის სხვა ფაქტები, თუნდაც ადამიანი, რომლის გადაყენებასაც ვითხოვდით მისი გაპრემიერება,"- აცხადებს მაკო გომური.

    20 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებული ვახტანგ ბერეკაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ საზოგადოების პროტესტი სახელმწიფო გადატრიალებად შეფუთა, რისი განზრახვაც არ ყოფილა.

    "პოლიტიკური დატვირთვა ჩვენ არ გვქონია, რაღაც მომენტში პოლიტიკოსებიც მოვიდნენ აქციაზე და ცოტა სხვა მიმართულება მიეცა, მაგრამ პროტესტანტების მხრიდან არ ყოფილა ყოველ შემთხვევაში ის, რომ რაღაც გადატრიალებას ვგეგმავდით და ა.შ. რისი შეფუთვაც მოგვიანებით მოახდინა მთავრობამ, იმიტომ რომ 67 პოლიციელი ცნო დაზარალებულად პროკურატურამ," - აცხადებს ვახტანგ ბერეკაშვილი.

    საიას წარმომადგენელი ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, რომ გამოძიების პროცესის შეფასებისას აშკარაა, რომ ის ხარვეზებით მიმდინარეობს, დაზარალებულების უმრავლესობას შესაბამისი სტატუსი არ აქვს და ამასთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნებიც უკვე დაგვიანებულია.
    224 ნახვა
    20-06-2020, 08:53