GOGA.TV
youtube
3
"20 ივნისის გამოღვიძება" - საოკუპაციო ხაზთან აქცია-პერფორმანსი გამართეს
  • "20 ივნისის გამოღვიძება" - საოკუპაციო ხაზთან აქცია-პერფორმანსი გამართეს

    "20 ივნისის გამოღვიძება" - სამოქალაქო მოძრაობა "ხმისა"და "ენელაის" ორგანიზებით საოკუპაციო ხაზთან აქცია-პერფორმანსი გამართეს. ოკუპირებულ აფხაზეთთან მდებარე სოფელ წყოუშთან აქციის მონაწილეებმა მინდორზე საქართველოს რუკის კონტური გამოსახეს, ხელში კი მავთულხლართები ეჭირათ, როგორც ოკუპაციის ნიშანი.

    სამოქალაქო აქტივისტებმა საოკუპაციო ხაზთან საქართველოს ჰიმნიც შეასრულეს.

    “ჩვენმა ხელისუფლებამ დასაჯა ერი რუსეთის გამო, მაგრამ ჩვენმა ახალგზრდებმა დაიცვეს ის, რაც ეკუთვნის ჩვენს ქვეყანას. ჩვენ კიდევ ერთხელ ვეუბნებით უარს და ვამბობთ, რომ ისინი აუცილებლად წავლენ ჩვენი მიწიდან და ჩვენი ხელისუფლებაც გაყვება მას," - აღნიშნა სამოქალაქო ხმის წარმომადგენელმა ირაკლი ხარჩილავამ.

    სამოქალაქო აქტივგისტების აქცია ფახულანში, საბერიოს საოკუპაციო ხაზთან დასრულდა.
    182 ნახვა
    20-06-2020, 08:56