GOGA.TV
youtube
3
  • "ევროპული საქართველო" ხვალ პარლამენტში მივა და საკონტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს

    "ევროპული საქართველო" ხვალ პარლამენტში მივა და საკონტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს - ლიდერებმა პირველი მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობისთვის მზადყოფნა ელჩების მოწოდების შემდეგ გამოთქვეს. გადაწყვეტილება ფრაქციის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს, თუმცა, როგორც პოლიტიკოსებმა განმარტეს, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხოლოდ პირველი მოსმენით დაუჭერენ მხარს, მეორე მოსმენასთან დაკავშირებულ პროცესში კი მონაწილეობას არ მიიღებენ, ვიდრე "მთავარი არხის" მეწილე გიორგი რურუა პატიმრობიდან არ გათავისუფლდება

    "შემდგომ კენჭისყრებში ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ, თუ მეორე მხრიდან ის ნაბიჯი არ გადაიდგმება, რომელიც შეთანხმების შესასრულებლად აუცილებელია, პირველ მოსმენაზე ჩავარდნა პროცესის საბოლოოდ გაჭედვას გამოიწვევს. ჩვენ ამ სცენარისთვისაც მზად ვართ, მაგრამ ეს ქვეყნისთვის ცუდი სცენარია და ჩვენ მათ შანსს ვაძლევთ, რომ ქვეყნისთვის ეს ცუდი სცენარი არ განხორციელდეს. დანარჩენი ივანიშვილის ხელშია. მას შეუძლია თავიც დაიღუპოს და ქვეყანას მიაყენოს ზიანი ან გადადგას ნაბიჯი, რომელიც ყველას ინტერესშია: ჩვენი, მათი, პირადად მისი და საქართველოს ყველა მოქალაქის,"- აცხადებს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია.

    "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" გენერალური მდივანი გიგი უგულავა ამბობს, რომ ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა, რადგან ოპოზიცია მმართველ გუნდს კიდევ აძლევს დროს ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად:

    "პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ერთი მხრივ, არ მივცეთ ხელისუფლებას საბოლოო ჩაგდების შესაძლებლობა. პირველი მოსმენა თუ ჩავარდა, ეს თემა საბოლოოდ იხურება, განსხვავებით მეორე და მესამე მოსმენისგან. შესაბამისად, მათ ექნებათ დრო იმისთვის, რომ შეასრულონ ნაკისრი ვალდებულება. სხვა შემთხვევაში, ბუნებრივია, ჩვენ აღარ მივცემთ შესაძლებლობას და აღარ მივიღებთ მონაწილეობას, თუ სრულად არ იქნება შესრულებული 8 მარტის შეთანხმება,"- განაცხადა გიგი უგულავამ.
    142 ნახვა
    20-06-2020, 09:02