GOGA.TV
youtube
3
  • მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა მთავრობის სახლის წინ აქცია-პერფორმანსი გამართეს

    მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა მთავრობის სახლის წინ აქცია-პერფორმანსი გამართეს. აქტივისტების ნაწილი ადგილზე სპეციალურ ფორმაში ჩაცმული მოვიდა და ტერიტორიას სიმბოლურად დეზინფექცია ჩაუტარა.

    „გაბედეს“ წევრების განცხადებით, პერფორმანსის იდეა სამთავრობო სტრუქტურების იმ ადგილების შეწამვლაა, რომლებიც ბიძინა ივანიშვილისადმი ერთგულებით გამოირჩევიან. „გაბედეს“ წევრებმა აქცია-პერფორმანსი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთანაც მოაწყვეს.
    227 ნახვა
    20-06-2020, 09:07