GOGA.TV
ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბებისთვის - "პოზიტიური მოვლენებით აღსავსე თვე დაგიდგათ"
  • ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბებისთვის - "პოზიტიური მოვლენებით აღსავსე თვე დაგიდგათ"

    პო­ზი­ტი­უ­რი მო­მენ­ტე­ბით აღ­სავ­სე თვე და­გიდ­გათ. შან­სი მო­გე­ცე­მათ, გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ ცხოვ­რე­ბა, მე­ტად გა­მო­ავ­ლინთ თქვე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. ხან­და­ხან ენერ­გი­ის მო­ზღვა­ვე­ბას იგ­რძნობთ, რაც და­გეხ­მა­რე­ბათ რთულ საქ­მე­ებ­თან გამ­კლა­ვე­ბა­ში. ივ­ლის­ში ხში­რად აღ­მოჩ­ნდე­ბით ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში, მე­ტად გა­მო­ავ­ლი­ნეთ თქვე­ნი ნიჭი. გა­გი­ად­ვილ­დე­ბათ კონ­კუ­რენ­ტებ­თან გაბ­რძო­ლე­ბა. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა უფ­როს­თან და­ლა­პა­რა­კე­ბა გა­და­წყვი­ტოს და და­წი­ნა­უ­რე­ბა ან ხელ­ფა­სის მო­მა­ტე­ბა მო­ი­თხო­ვოს. ზოგ­მა კი პი­რა­დი ბიზ­ნე­სი და­ი­წყოს. ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში გირ­ჩევთ, მე­ტად გა­მო­ავ­ლი­ნოთ ინი­ცი­ა­ტი­ვა და იყოთ მე­ტად მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი.

    სწავ­ლა, ბიზ­ნე­სი, კონ­ტაქ­ტე­ბი
    შე­იძ­ლე­ბა მო­გინ­დეთ ახა­ლი სამ­სა­ხუ­რის მო­ძი­ე­ბა, შე­მო­სავ­ლის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. ყუ­რა­დღე­ბა გმარ­თებთ იმ ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი­სად­მი, რა­საც ამ თვე­ში მი­ი­ღებთ. გა­ი­ჩენთ სა­ჭი­რო და გავ­ლე­ნი­ან მე­გობ­რებს. მე­ტად გა­მო­ავ­ლი­ნეთ თქვე­ნი ნიჭი, ხა­სი­ა­თის სა­უ­კე­თე­სო თვი­სე­ბე­ბი, ინ­ტე­ლექ­ტი. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა სა­კუ­თა­რი საქ­მი­ა­ნო­ბის რეკ­ლა­მა გა­და­წყვი­ტოს. ზო­გი­ერ­თი გა­მოც­დებ­ზე სა­უ­კე­თე­სოდ წარ­მო­ა­ჩენს სა­კუ­თარ თავს. ნე­ბის­მი­ერ სი­ტუ­ა­ცი­ას თქვენს სა­სარ­გებ­ლოდ შეც­ვლით.

    ფული და სიყ­ვა­რუ­ლი
    მარ­ტო­ხე­ლებს მეტი გაფრ­თხი­ლე­ბა გმარ­თებთ, რომ სიყ­ვა­რუ­ლის სა­ხე­ლით არ გახ­დეთ აფე­რის­ტე­ბის მსხვერ­პლი. ან შე­იძ­ლე­ბა გა­მომ­ჟღავ­ნდეს თქვე­ნი ფა­რუ­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო კავ­ში­რი. ეცა­დეთ, დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლად იმოქ­მე­დოთ. ზო­გი­ერ­თმა კი შე­იძ­ლე­ბა წერ­ტი­ლი და­უს­ვას არაფ­რის­მომ­ცემ, უსი­ა­მოვ­ნო მო­მენ­ტე­ბით აღ­სავ­სე კავ­შირს. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში სიმ­შვი­დე და­ი­სად­გუ­რებს. შე­იძ­ლე­ბა დრო­ე­ბით საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის­გან შორს მო­გი­წი­ოთ გამ­გზავ­რე­ბამ. სამ­სა­ხუ­რის ან ერ­თმა­ნე­თის­გან დრო­ებთ დას­ვე­ნე­ბის გამო. რაც შე­ე­ხე­ბა ფი­ნან­სებს, გირ­ჩევთ, ივ­ლის­ში ფული მო­ზო­მი­ლად ხარ­ჯოთ. ზო­გი­ერთს კი შე­იძ­ლე­ბა შე­მო­სავ­ლის ფა­რუ­ლი წყა­რო­ე­ბი გა­უჩ­ნდეს.

    ჯან­მრთე­ლო­ბა
    აქ­ტი­უ­რი იქ­ნე­ბით მუ­შა­ო­ბი­სას. სურ­ვი­ლი გა­გიჩ­ნდე­ბათ, და­ფას­დეთ რო­გორც თა­ნამ­შრო­მე­ლი, და­წი­ნა­ურ­დეთ. მარ­ტი­ვად გა­უმკლავ­დე­ბით კონ­კუ­რენ­ტებს. აქ­ტი­უ­რი იქ­ნე­ბით ფი­ზი­კუ­რა­დაც. ჩვენ გირ­ჩევთ, ფრთხი­ლად იყოთ. გა­უფრ­თხილ­დით მუხ­ლებს, მო­ე­რი­დეთ მათ დატ­ვირ­თვას.

    ქა­ლე­ბის­თვის
    ივ­ლი­სი სა­უ­კე­თე­სო თვეა და­წყე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის და­სას­რუ­ლებ­ლად და უკვე შეს­რუ­ლე­ბუ­ლე­ბის - გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად. გა­გიჩ­ნდე­ბათ სურ­ვი­ლი, თქვე­ნი ბინა მე­ტად კომ­ფორ­ტუ­ლი და მყუდ­რო გა­ხა­დოთ. ზო­გი­ერ­თებს ხში­რად გე­ყო­ლე­ბათ სტუმ­რე­ბი. სა­ყიდ­ლებს მო­ე­რი­დეთ, მათ, გან­სა­კუთ­რე­ბით, ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლებ­მა, შე­იძ­ლე­ბა იმე­დი გა­გიც­რუ­ოთ. აგ­რეთ­ვე, გირ­ჩევთ, არ გას­ცეთ რჩე­ვე­ბი, თუ არ გთხო­ვენ.

    მა­მა­კა­ცე­ბის­თვის
    სა­ინ­ტე­რე­სო მოვ­ლე­ნე­ბით აღ­სავ­სე თვე და­გიდ­გათ, სამ­სა­ხურ­შიც უნდა გა­მო­ავ­ლი­ნოთ თავი და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბაც და­ი­რე­გუ­ლი­როთ. მი­ი­ღებთ პა­სუ­ხებს თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან თე­მებ­ზე. მო­გე­ცე­მათ იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ზო­გი­ერ­თი ბიზ­ნე­სის გა­ფარ­თო­ე­ბა-გან­ვი­თა­რე­ბას გა­და­წყვეტს და კარგ შე­მო­სა­ვალ­საც მი­ი­ღებს. თუმ­ცა, გახ­სოვ­დეთ, რომ ახლა სხვი­სი იმე­დი არ უნდა გქონ­დეთ და სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე უნდა იყოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლი. გა­ერ­კვი­ეთ პი­რად გრძნო­ბებ­ში და სა­მო­მავ­ლო მიზ­ნებ­ში.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    351 ნახვა
    20-06-2020, 23:50