GOGA.TV
youtube
3
რუსეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა დაეხმარება ქვეყანას კრიზისის გადალახვაში - გავრილოვი
  • რუსეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა დაეხმარება ქვეყანას კრიზისის გადალახვაში - გავრილოვი

    გამოსავალი ერთია, მეზობლებთან, პირველ რიგში კი რუსეთთან, ურთიერთობების სრულფასოვანი აღდგენა - ასე გამოეხმაურა რუსეთის დუმის დეპუტატი კომუნისტური პარტიიდან სერგეი გავრილოვი გუშინ, "გავრილოვის ღამის" ერთი წლისთავზე რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციას.

    მისი თქმით, საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მორიგი მცდელობა ფარსი აღმოჩნდა და ჩვეულებრივი მოქალაქეები გვერდით არ დაუდგნენ ძალებს, ვინც საქართველოს საზიანოდ მოქმედებს.

    გავრილოვი წერს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა დაეხმარება ქვეყანას კრიზისის გადალახვაში, სოციალური პრობლემების მოგვარებასა და დამოუკიდებელი საქართველოს მშენებლობის პროცესშიც.

    ვვარაუდობ, რომ ამით დაინტერესებულია, როგორც რუსეთი, ისე საქართველო, - ვკითხულობთ განცხადებაში.

    იგი დარწმუნებულია, რომ მომავალი ურთიერთობების აღდგენისა და რუსი და ქართველი ხალხების ერთიანობაშია.
    195 ნახვა
    22-06-2020, 00:43